საკითხავისურათები

ზღვის გოჭის ქცევების თავისებურებები და მისი კვების რაციონი


წინა პოსტის კომენტარებში ბევრი იყო უკმაყოფილო და ფილოსოფოსობდა ამიტომ ვდებ უფრო მეტ ინფორმაციას ზღვის გოჭებზე!!! გააგრძელე!!!!

ზაფხული ბუნებასთან მიახლოების პერიოდია და სულაც არ არის უცნაური, რომ ნებისმიერ ოჯახში ჩნდება მოთხოვნილება, ეს კავშირი მთელი წლის განმავლობაში აღარ დაირღვეს. ამისათვის საუკეთესო საშუალებად კი ბევრი ადამიანი შინაურ ცხოველებთან კონტაქტს მიიჩნევს. შეგვიქმნის თუ არა პრობლემებს ოჯახში ზღვის გოჭი? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, უპირველეს ყოვლისა, მისი ქცევის თავისებურებებს გავეცნოთ და მიხვდებით, შეეგუებით თუ არა მას საკუთარ სახლში.

უნდა ვიცოდეთ, რომ ზღვის გოჭი საკმაოდ წყნარი ცხოველია, უფრო მშვიდ არსებას ვერც კი წარმოიდგენთ. მას არ გააჩნია აქტიური დაცვა მტაცებლებისგან და მახვილწვერიან ეშვებსაც კი მხოლოდ თავისი ჯიშის წარმომა-დგენლებთან იყენებს – საკვებისათვის ბრძოლის ან პარტნიორთან პაექრობისას, თანაც ასეთი შერკინებებიც, ჩვეულებრივ, სისხლისღვრის გარეშე მთავრდება. ეს ორთაბრძოლა ძირი-თადად მოწინააღმდეგის შეშინებისკენ მიმართულ აქტიურ მოძრაობებსა და პოზებს გულისხმობს: მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ დგებიან, თავებს მაღლა სწევენ და კბილებს აკრაჭუნებენ, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ ერთმანეთზე. უშუალო ბრძოლა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დარტყმას მოიცავს, რომელიც სწრაფად მთავრდება უფრო სუსტი არსების გაქცევით. უფრო სერიოზული “შერკინება” მხოლოდ მამრ ზღვის გოჭებს შორის იმართება და მხოლოდ ორ სიტუაციაში – უცხო ინდივიდებთან ტერიტორიული დავისას და როცა მათ სიახლოვეს მძუვნობის პერიოდში მყოფი მდედრია. სხვა შემთხვევებში მამრი ზღვის გოჭები ერთმანეთისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი.
ზღვის გოჭების ქცევის მეორე თავისებურება მრავალი ინდივიდის ერთად ცხოვრების პირობებში ვლინდება. ყველა ადამიანმა, ვისაც რამდენიმე ზღვის გოჭი ჰყავს, იცის, რომ მდედრის გარშემო მამრე-ბის გარკვეული რაოდენობა იკრიბება. თუ მათ სხვა ჯგუფიდან დაუპატიჟებელი სტუმარი მიუახლოვდე-ბა, უცხოს სწრაფად გააძევებენ. ერთი ჯგუფის ფარგლებში ხანდახან ახალგაზრდა მდედრე-ბიც არიან, ოღონდ მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის მიღწევამდე. სწორედ ასეთი დიფერენცირების გამო ნამდვილი ორთაბრძოლები ზღვის გოჭებს შორის იშვიათია. მსგავსი ქცევის გარკვეული ელემენტები შეიძლება მაშინაც შენიშნოთ, თუ მხოლოდ ორი ზღვის გოჭი გყავთ. მათ ურთიერთობებს შეიძლება “ტანდემური მოძრაობა” ვუწოდოთ. თუ ცხოველებს დიდ სივრცეში თავისუფალი გადაადგილების საშუალება აქვთ, ადვილად შენიშნავთ, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან და ერთ-ერთი ყოველთვის პირველ პოზიციას იჭერს – ის წამყვანია, ლიდერია, როგორც წესი, უფრო ძლიერია. ასეთი “ბელადები” სხვა სახეობის ცხოველთა შორისაც ხშირად გვხვდებიან. მსგავსი ურთიერთობა, რომელიც ტიპურია ბუნე-ბაში, გალიის პირობებშიც შენარჩუნდება ხოლმე. ზღვის გოჭი სხვა ცხოველების მიმართ სავსებით გულგრილია, მიუხედავად მათი ზომა-წონისა; ზღვის გოჭს არც მასზე დიდი ინდივიდები აღელვებს და არც პატარები. ზღვის გოჭის ზოგიერთი მფლობელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, სხვა ცხოველებით ზღვის გოჭის დაინტერესებას არავითარი შედეგი არ მოაქვს. ზღვის გოჭი, რომელიც თავისივე სახეობის ინდივიდების გარემოცვაში იზრდება, სხვა ცხოველებს უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. ასეთი ინდიფერენტულობა მისთვის შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს, თუ უფრო ძლიერ და აგრესიულ ინდივიდს შეხვდება. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ზღვის გოჭი ისეთივე უსუსური და დაუცველია კატის წინაშე, როგორიც ჩიტი. ასე რომ, თუ სახლში სხვადასხვა ცხოველი გყავთ, ზღვის გოჭის უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოთ. ერთ გალიაში იმ ცხოველებთან ერთად მოთავსება, რომელთა მხრიდანაც მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, დაუშვებელია. ბოცვრებთან, როგორც წესი, ზღვის გოჭებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ხშირად ბოცვერი თავის პატარა მეგობარს იცავს კიდეც, მოხერხებულად წვება მის გვერდით და ბეწვსაც ულოკავს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მსგავსი მეგობრული ურთიერთობა არ მყარდება. მდედრმა ბოცვერმა შეიძლება ტერიტორიისთვის ბრძოლის დროს ზღვის გოჭი შეავიწროვოს, კუთხეში მოიმწყვდიოს. ერთობლივი ცხოვრებისთვის უფრო შესაფერისი კასტრირებული მამრი ბოცვერია. ძაღლი შეიძლება მივაჩვიოთ, რომ ზღვის გოჭი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოველები თავიდანვე ერთად იზრდებიან. თუ ძაღლი უკვე გყავდათ და ზღვის გოჭი შემდეგ შეიძინეთ, დაახლოების პროცესი თანდათანობითი და ძალდაუტანებელი უნდა იყოს. კატა ზღვის გოჭს პირველ რიგში მსხვერპლად აღიქვამს. ის მზადაა ცხოველი დააზიანოს და მოკლას კიდეც. თანაცხოვრება უმრავლეს შემთხვევაში მშვიდობიანია, თუ ცხოველები თავიდანვე ერთად იზრდებოდნენ. სხვა დროს ყურადღებაა საჭირო, რადგან კატამ გალიაზე შეხტომით შეიძლება ზღვის გოჭი შეაშინოს, ხოლო თუ გალია ამის საშუალებას იძლევა, ის ყოველთვის ეცდება, თათი შიგნით შეყოს და ზღვის გოჭი დაიჭიროს. ჩიტები ხშირად ცდილობენ, ზღვის გოჭის საკვები აკენკონ, ხოლო დიდი ზომის თუთიყუშები არც მისთვის ნისკარტის ჩარტყმაზე დაიხევენ უკან. ამის გამო ზღვის გოჭისა და თუთიყუშების თანაცხოვრება არ არის მიზანშეწონილი. სპეციალისტები არ გვირჩევენ ზღვის გოჭებისა და სხვა მღრღნელების – თაგვების, ვირთაგვების, ციყვებისა და ზაზუნების მეზობლობას. მართალია, ამ დროს ზღვის გოჭი არ ხდება აგრესიული, მაგრამ თავს მოხვეული ახლო-ბლები მას ძალიან აღიზიანებენ.

სპეციალისტები გვირჩევენ, ზღვის გოჭს დღეში ორჯერ – დილა-საღამოს – და აუცილებლად განსაზღვრულ საათებში ვაჭამოთ, ორსულ მდედრებს კი საკვებს 3-4-ჯერ აძლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ზღვის გოჭს საკვები მაძღრისად და რეგულარულად მივართვათ, რადგან პატარა ცხოველები ხანმოკლე შიმშილსაც კი ცუდად იტანენ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ზღვის გოჭი საკუთარ სკორეს უნდა ჭამდეს. მისი ოდენობა ინდივიდუალურია. ახალგაზრდა ზღვის გოჭები კი დედის სკორეს ჭამენ. ეს ხელს უწყობს მათი ნაწლავური ფლორის ფორმირებას.

რეკომენდებული არ არის კვების რეჟიმის მკვეთრი შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზღვის გოჭმა შესა-ძლოა უარი თქვას საკვებზე და ავად გახდეს. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია კვება განსაზღვრული რეჟიმით. არარეგულარული კვება არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობას, რაც უარყო-ფითად აისახება მიღებული საკვების ათვისებაზე. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვების ხარისხს. ის არ უნდა იყოს ამჟავებული, უნდა ჰქონდეს ბუნებრივი სუნი და ფერი.

ახალი საკვების დამატებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ კუჭის მოქმედებას, განავლის კონსისტენციას.
ჭარბი კვება შესაძლოა საჭმლის მონელების მწვავე დარღვევის მიზეზად იქცეს. თუნდაც ზღვის გოჭი მწვავე დარღვევას გადაურჩეს, ექმნება შორეული გართულებების – სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების საფრთხე. ასევე კარგად უნდა ვიცნობდეთ ზღვის გოჭის ქცევის თავისებურებებს. თუ ცხოველი რაღაცას ეძებს ან უკანა თათებზე დგება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შია. შესაძლოა, ზღვის გოჭი უბრალოდ მოწყენილია. ზოგჯერ საკმარისია, ის ხელში ავიყვანოთ, ოთახში სირბილის ან ფურცლებით თამაშის საშუალება მივცეთ.

როცა საქმე ზღვის გოჭის კვებას ეხება, ფრაზა “ვახშამი მტერს დაუთმე” უნდა დავივიწყოთ – ცხოველი ღამით საკმაოდ აქტიურია, ამიტომ საღამოს კვება სრულფასოვანი უნდა იყოს. ულუფა დღიური რაციო-ნის 40%-ს უნდა შეიცავდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია, ზღვის გოჭს დღეში 5-6-ჯერ ვაჭამოთ, ოღონდ მცირე ულუფებით. რაციონში შეიძლება ჩავრთოთ მარცვლეული, ქატო, თივა, ნედლი ბალახი, ბოსტნეული, სოკო, მცენარეული საკვების ნარჩენები… მთავარია, ყველაფერი ახალი და საღი იყოს. გაფუჭებული მარცვლეული და დამპალი ბალახი აუცილებლად გამოიწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებას, რომელიც ხშირად სრულდება სიკვდილით.

ზღვის გოჭისთვის საუკეთესო საკვებად მაინც ხორბალი, შვრია, სტაფილო, ჭარხალი, კარგი თივა და ახალი ბალახი ითვლება. კარგია ქატოც, ოღონდ ის წინასწარ წყალში ან რძეში უნდა ჩავალბოთ. ზაფ-ხულში ერთმა მოზრდილმა ზღვის გოჭმა საშუალოდ 0,5კგ ნედლი ბალახი უნდა მიიღოს. ორსული, მეძუძური ან ახალშობილი (3-4 თვემდე ასაკის) ზღვის გოჭებისთვის სასარგებლოა რძე: მოზრდი-ლებისთვის – 20გ, ახალგაზრდებისთვის – 10გ. ზამთარში მწვანე მცენარეების ნაცვლად შეიძლება მივცეთ 100 გრამამდე ბოსტნეული და 60 გრამამდე თივა. დილით ზღვის გოჭს უმჯობესია ბოსტნეულით (სტა-ფილოთი, ჭარხლით) და შვრიით ან ქატოთი გავუმასპინძლდეთ, საღამოს კი თივა და ახალი წყალი შევთავაზოთ. ზაფხულში კვება მწვანილით შეიძლება სამჯერადი იყოს.

დაიმახსოვრეთ:
კვება საჭიროა ერთსა და იმავე დროს – ამას ცხოველები მალე ეჩვევიან.
ნუ მისცემთ ზღვის გოჭს ბევრ საკვებს. ნარჩენები უკანვე წაიღეთ. შეგიძლიათ, დატოვოთ მხოლოდ
ცოტაოდენი თივა.
ნედლი მცენარეული საკვები ახალი უნდა იყოს.
თივა და სხვა საკვები ზღვის გოჭმა მხოლოდ გალიაში უნდა მიირთვას.
ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გათლა საჭირო არ არის. გათალეთ მხოლოდ ბულგარული წიწაკა – მის კანს ცხოველი ვერ დაღეჭავს.
სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ.
წყალი კვირაში 2-ჯერ მაინც გამოცვალეთ.
დროდადრო ზღვის გოჭს გალიაში დასაღრღნელად რაიმე ბოსტნეული დაუდეთ.

არ დაალევინოთ წყალი გოჭებს!!!!!!მათი ბანაობა შეგიძლიათ ჯონსონს ბეიბის შამპუნით

თუ გოჭს კარგად მოუვლით ის იქნება ასეთი

წყარო: mkurnali.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close