საკითხავისასარგებლოსაქართველო

“მათხოვრების თვალით დანახული სამყარო”

გაინტერესებთ როგორია მათი ცხოვრებაა? მაშინ უბრალოდ გააგრძელეთ….

არ მინდა ეს სიტყვა(მათხოვარი) ვიხმარო ხოლმე, მაგრამ სხვა სიტყვა ალბათ არც არსებობს, მათ რომ დავუძახო. მაგრამ ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრებამ დაჩაგრა. აღარ გავაგრძელებ იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ მივიდნენ მათხოვრობამდე. ვინც დაინტერესდება შეუძლია ჩემი წინა პოსტი ნახოს :)


ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს ამ სამყაროში, ზოგი ფერად ფერებში ვხედავთ და ზოგიც შავთეთრში… მაგრამ არ დავფიქრებულვართ იმაზე თუ როგორ ხედავენ მათხოვრები ამ სამყაროს. ალბათ მათაც აქვთ ისეთი დღეები, რომლებსაც ფერადად ხედავენ, მაგრამ მე მგონია რო მაინც უმეტესობა მათი დღეებისა შავთეთრია და ცდილობენ რომ როგორმე გაიფერადონ, ხშირად შევსწრებივარ როცა ეს ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან, ალბათ ამით სითბოს გადასცემენ ერთმანეთს, ისინი ჩვენგან ხო მარტო სიცივეს გრძნობენ, იშვიათი შემთხვევების გარდა…. ვარაუდის გამოთქმა ბევრი შეიძლება და მოდი პირდაპირ მათი აზრი გავიგოთ :)

(ყველა მათგანის აზრს აქ ვერ დავწერ იმის გამო, რომ ზოგი ჩანაწერი ჩემ მეგობარს აქვს, ხვალამდე კი ვერ მოვიცდიდი, იმიტომ რომ ქალაქიდან გავდივარ და 3 კვირა მინიმუმ აღარ დავბრუნდები…. აქვე დროს ვიხელთებ და ყველას დაგემშვიდობებით :*)

ნაირა 63 წლის

-“შენ რა გგონია შვილო, მე მინდა აქ რომ ვიჯდე? რა მე არ მინდა რო ჩემი შვილიშვილი ვასეირნო აქ და არა სამათხოვროდ გამოვიდე… ჩემი ტოლა ქალები აქ ისე დადიან რო თითქოს ვერც მამჩნევენ, არადა რამდენიმე წლის წინ როცა თენგიზი(მისი ქმარი) ცოცხალი იყო მეც მათნაირი ვიყავი, მაგრამ ზემდოან არავის ვუყურებდი, ამით კი მე გულს მტკენენ. ხშირად მინდა ხოლმე, რომ მათ საუბარში ჩავერიო, მაგრამ ვჩერდები, იმიტომ რომ მეტყვიან თუ არ მეტყვიან, მაგრძნობინებენ შენ ჩვენაირი არ ხარო… იმის მერე შვილო რაც თენგიზი დაიღუპა ბედნიერი დღე არ მქონია :( სულ ერთნაირია ჩემი დღეები, დილით ადრე უნდა ავდგე რო კარგ ადგილას დავდგე რათა ცოტაოდენი ფული მაინც ვიშოვო!”

ბექა 14 წლის

-“აი ის მანქანა( ხელით უთითებს X6-ზე) რო მყავდეს სულ ფერადი დღეები მექნებოდა, ან მამაჩემი რო იყოს მაგ მანქანის პატრონი… ეჰ… შენ არა გყავს მანქანა? შენც ალბათ ფერადად ხედავ დღეებს ხო სულ?(იცინის) ჩემთვის ფერადი დღე მაშინაა როცა ფულს მომცემენ, თორე ისე ფერადი კი არა იმ დღეს სულ შავია თუ ფული არ მომცეს….”

მზია 73 წლის

-“უკვე 12 წელია რაც აქ გამოვედი, მანამდე სამსახურიც კარგი მქონდა და ოჯახშიც სიმშვიდე იყო.. მერე აირდაირია ყველაფერი, . მე სამსახური დავკარგე, ჩემი შვილი გალოთდა და დაიკარგა რამოდენიმე წელში. ეხლაც არ ვიცით სადაა ცოცხალია თუ მკვდარი. კარგი იყო ძველი დრო, ამ დროს აქ კი არ ვიყავით ხოლმე, ხან ზღვაზე დავდოდით და ხანაც სოფელში მივდიოდით. ახლა კი ამ გაგანია ზაფხულშიც აქ ვარ…. ცოტა მშურს კიდეც სხვები რო მდიან და მე ვერა! აი ჩემთვის მარტო ის დღე იქნება ფერადი, როდესაც ჩემი შვილი გამოჩნდება(თუ მკვდარი არაა) და იმხელა შემოსავალი გვექნება, რომ ესე ხელ გაწვდენილი არ ვშოულობდეთ ფულს!”

-ნათია 7 წლის

“მე ჭრელი კაბა მინდა… ჯერ არ დავბრვამებულვარ, რო შავთეთრად დაგინახოთ, შენ ეხლა რა წითელი მაიკა არ გაცვია? ( იცინის) ”

სულ ეს იყო მეტი აღარ მაქვს სამწუხაროდ, გორში ვაპირებდი ამ გამოკითხვის ჩატარებას, მაგრა აზრი არ ქონდა იმიტომ რომ საბედნიეროდ არც თუ ისე ბევრი მათხოვარია. ამის გამო ჩემს თბილისელ მეგობარს ვთხოვე გამოკთხვის ჩატარება და ისიც არ დამზარდა :)

იმედია სულ მცირედით მაინც მიგახვედრეთ ,თუ როგორ ხედავენ მათხოვრები ამ სამყაროს… ყველაზე მეტად მე პატარა ნათიას სიტყვებმა დამაფიქრა და დამაღონა კიდეც, ის ალბათ ჯერ ვერც ხვდება თუ რა არის ცხოვრება და რა სირთულეები ელის წინ… იქნებ არც მოუწიოს ამ სირთულეების გადალახვა და ღვთის წყალობით ის სულ ფერადად ხედავდეს ამ სამყაროს. :)

სულ ეს იყო :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close