არქივი

რაზე იხარჯება თქვენი ფული?

49e1929f9d60

იმის შემდეგ რაც შეიტყვეთ რომ მალე პატარა შეგეძინებათ, თქვენს მიერ გადადებული თანხების რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს.. რა თქმა უნდა რთულია თავის შეკავება როდესაც ყოველ კვირეულად უამრავი საბავშვო აქსესუარები, მოვლის საშუალებები ტანსაცმელი თუ სათამაშო გხვდებათ თვალში.

რთული წარმოსადგენია თუმცა როგორც კი თქვენი პატარა მოევლინება ქვეყანას, თქვენი ხარჯები სულ ცოტა გაორმაგდება. მოდით ჩამოვთვალოთ რაში იხარჯება თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი, ბავშვის დაბადების შემდეგ:

1. ხელოვნური საკვები რძე – (მინ.) 80 – 90 ლარი თვეში
გამოსავალი: შეეცადეთ ბავშვი შეძლებისდა გვარად დიდი ხანი კვებოთ ძუძუს რძით, ასე იზრუნებთ ბავშვზეც, საკუთარ თავზეც, და საკუთარ ბიუჯეტზეც.

2. ბავშვის საფენები – (მინ.) 50 -70 ლარი თვეში
გამოსავალი: იმის რჩევა რომ ჰიგიენური საფენების მაგივრად ბავშვს ახმაროთ ნაჭრის საფენი და ყოველ ჯერზე თვითონ ხელით რეცხოთ ძალიან უხერხულია 21 საუკუნის გადასახედიდან; ერთი რჩევა კი ის იქნება რომ სჯობს ცალობით ან პატარა შეკვრის ყიდვას დიდი შეკვრის შეძენა. რითაც მოიგებთ რამოდენიმე ცალით მეტ საფენს.

3. ძიძის ან მომვლელის თვიური საფასური – (მინ.) 200 -300 ლარი თვეში
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძიძას აიყვანთ უნდა გაითვალისწინოთ რომ კიდევ დამატებითი თანხების გადადება დაგჭირდებათ ყოველთვიურად ამისთვის, თუმცა რიგ შემთხვევებში ძიძის დახმარებაც შეუფასებელია.
გამოსავალი: შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი შვილის აღზრდას, სრულად გამოიყენეთ სამსახურის მოცემული კუთვნილი დეკრეტული შვებულება (4 თვე) ან 1 წელი უხელფასო შვებულება.. ასე დაზოგავთ ძიძისთვის გადასახად თანხასაც და შვილსაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ.

4.ბავშვისათვის საჭირო ნივთები: დასაწყისისთვის (მინ) 1500 -2000 ლარამდე
ბავშვის საწოლი (მინ.) 300- 400 ლარი
ბავშვის ეტლი (მინ.) 200 – 600 ლარი
ბავშვის სამოსი (მინ) 150- 300 ლარი
მანეჟი (მინ) 200 ლარი
ჭოჭინა (მინ) 100 ლარი
ბავშვის სკამი (მინ) 100-200 ლარი
ბავშვის აბაზანა და აქსესუარები (მინ) 30-50 ლარი
მანქანის სავარძელი (მინ) 200 -400 ლარი
ჰიგიენური მოვლის საშუალებები (მინ) 50 -100 ლარი

5. ბავშვის სათამაშოები, წიგნები და სხვ. (მინ)150 ლარი

წყარო:www.momtec.tk

მსგავსი ამბები

Back to top button