გასართობისაკითხავი

საუკეთესო ქალაქები (ნაწილი 2)


ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.
არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.

გეოგრაფიული მდებარეობა:
ბერლინი მთლიანად შემოსაზღვრულია ბრანდენბურგის ფედერაციული მიწით და მდებარეობს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში პოლონეთის, საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ში, ბარნიმისა და ტელტოს მაღლობებზე. ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობდა მდ. შპრეეს სანაპიროზე, რომელსაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში (შპანდაუ) უერთედება მდ. ჰაველი. ბერლინის დასავლეთი უბნები რაინიკენდორფი და პანკო მდებარეობენ ბარნიმის, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი, შტეგლიც-ცელენდორფი, ტემპელჰოფ-შიონებერგი და ნოიკიოლნი – ტელტოს მაღლობზე.
ბერლინის ყველაზე მაღალი პუნქტებია: ტოიფელსბერგი (115 მ. ძღვის დონიდან) შარლოტენბურგ-ვილმერსდორფში და მიუგელბერგე (115 მ.) ტრეპტო-კიოპენიკში.
კლიმატი:
ბერლინი ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. საშუალი წლიური ტემპერატურაა – +9,4° ცელსიუსით, საშუალო წლიური ნალექი – 578 მილიმეტრი. ყველაზე თბილი თვეებია ივნისი, ივლისი და აგვისტო – საშუალოდ +17,4° – +18,7° და ყველაზე ცივი – დეკემბერი, იანვარი, თებერვალი – საშუალაოდ -0,2° – +1,4° ცელსიუსით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის აგვისტოში – 76 მილიმეტრამდე, ყველაზე ცოტა — თებერვალში – 36 მილიმეტრამდე.


მოსახლეობა:

ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა.
ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% – პროტესტანტი, 9% – კათოლიკე და 6% – მუსლიმი.

გაგრძელება აუცილებლად იქნება :)))

წყარო-http://tikabeselia.blogspot.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close