მისტიკასაკითხავიუცნაური

დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული საიდუმლოებები

ნებისმიერი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ისტორიული მოვლენა ყოველთვის ლეგენდებითა და მისტიური ამბებითაა გარშემორტყმული.მეოცე საუკუნის უსაშინლესი – დიდი სამამულო ომიც არ ყოფილა გამონაკლისი,რომელიც გარშემორტყმულია მრავალი ახდენილი თუ აუხდენელი წინასწარმეტყველებით,ზებუნებრივი მოვლენებითა და ისტორიებით მოჩვენებებზე.ასეთი საოცრებების მოყვარულებმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ძალიან ბევრი საიდუმლოებით მოცული მონაყოლი შეაგროვეს.

არსებობს მოსაზრება,რომ გერმანია სსრკ-ს სრულიად მოულოდნელად და მუხანათურად დაესხა თავს და რომ ამას ვერავინ წარმოიდგენდა.მაგრამ ასე არაა.ომის დაწყებამდე არაერთ ადამიანს უნახავს წინასწარმეტყველური სიზმრები,ჰქონდათ ხილვები,უცნაური განცდები და შეგრძნებები.ზოგიერთი მომავლის სურათს ცხადად ხედავდა,რომელიც უდიდეს ტრაგიკულ მოვლენებს ასახავდა.

ალექსანდრ პორტნოვი,ანომალიური მოვლენების მკვლევარი წერს დედამისის წინასწარმეტყველების შესახებ.მას ცხადად ახსოვს როგორ ყვებოდა დედა იმ სიზმრის შესახებ,რომელსაც ვერა და ვერ იცილებდა თავიდან და რომელიც 1941 წლის ზამთარში დაესიზმრა.მას დიდი,შავი მდინარე დაესიზმრა,რომელიც ყინულის თხელი ფენით იყო დაფარული.მდინარეში უთვალავი ადამიანი ცვიოდა და იღუპებოდა.ისმოდა მომაკვდავთა საშინელი ღრიალი.ქალთან ვიღაც მივიდა და იმავე ადგილზე ჯდომა უბრძანა,რომ ბავშვებთან ერთად გადარჩენილიყო.

შემდეგ მან თქვა,რომ დედამ ომის დაწყების შესახებ იცოდა და მშვენივრად ხვდებოდა,რომ ტელევიზია და რადიო ხალხს მხოლოდ აწყნარებდა.1941 წლის 22 ივნისს მისი სიზმრები ახდა.

უჩვეულო და საოცარი წინასწარმეტყველებების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ლევ ფედატოვის ჩანაწერებია,რომელიც მან თავის დღიურში გააკეთა.ლევი ჩვეულებრივი მოსკოველი სკოლის მოსწავლე იყო და ომის დასაწყისში მოხალისედ წავიდა ფრონტზე,სადაც 1943 წელს გმირულად დაიღუპა.როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,ზუსტად მიუთითა ომის დაწყების თარიღი ომამდე 17 დღით ადრე.მან საკმაოდ მკაფიოდ გადმოსცა ომის განვითარება და მისი დასასრული.იგი წერდა ლენინგრადის ბლოკადაზე და გერმანელების მიერ ოდესისა და კიევის აღებაზე.ამასთნავე,მიუთითა,რომ ოდესა უფრო გვიან დაეცემოდა.მითითებული იყო ასევე წითელი არმიის მოსვლის თარიღი.არქივების მკვლევარებმა დაასკვნეს,რომ ფედატოვმა ასე კარგად იმიტომ განჭვრიტა ომის ბედი,რომ კარგად ჰქონდა გაანალიზებული და შესწავლილი იმ დროის სამხედრო-პოლიტიკური ვითარება,მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია,რადგან ის ვერანაირად იშოვიდა ასეთ ჭეშმარიტ ინფორმაციას სანდო წყაროებიდან.

ფრონტელების ნაამბობები

ხშირად სტრესულ მდგომარეობაში ადამიანში იღვიძებს ინტუიცია და მას შეუძლია მომავლის განჭვრეტა.ყოფილი ფრონტელების ნაამბობები ამას მხოლოდ ადასტურებს.

აი ერთ-ერთი მაგალითი:ალექსეიმ,სანკტ-პეტერბურგიდან იცოდა,რომ იგი გადარჩებოდა და არ მოკლავდნენ,თუმცა მძიმე ტრავმას მიიღებდა.ყველაფერი ასე მოხდა.1943 წელს,შემოდგომაზე,ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის ტრავმა უწინასწარმეტყველა საკუთარ თავს.1944 წელს,26 წელს მის სიახლოვეს ყუმბარა აფეთქდა და თავი დაუზიანა.იგი ჰოსპიტალში წაიყვანეს და გადაარჩინეს.

ანდრეი ბ. დაჭრის შემდეგ დივიზიაში ბრუნდებოდა.მან დიდი გარჯის ფასად სატვირთო მანქანის მძღოლი დაიყოლია და წაყვა უახლოეს სოფლამდე,სადაც ღამე უნდა გაეტარებინა.როდესაც სატვირთომ რამდენიმე კილომეტრი გაიარა,მას ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა და უმალვე ჩამოხტა.მანქანამ თვალს მიეფარა და გაისმა ბათქანი – მანქანა ნაღმზე აფეთქდა,მძღოლი და მისი თანმხლები მოხუცი გარდაიცვალა.

ასევე დადიოდა ხმები ”სიკვდილის წინასწარმეტყველებზე”.ერთ-ერთი ფრონტელის მონაყოლის მიხედვით,მათ როტაში იყო ჯარისკაცი,რომელიც სიკვდილს წინასწარმეტყველებდა.თუ ბრძოლის წინ იგი ვინმეს ეტყოდა : ”მისწერე წერილი სახლში”,ეს ”ვინმე” აუცილებლად დაიღუპებოდა მომდევნო რამდენიმე დღე-ღამეში.რა თქმა უნდა,ამ ჯარისკაცს გვერდს უვლიდნენ და არ ელაპარაკებოდნენ.

ერთხელ როტაში მეზობელი დივიზიიდან ახალგაზრდა ლეიტენანტი ჩამოვიდა.რა წამს ჯარისკაცმა-წინასწარმეტყველმა მას შეხედა,მაშინვე უთხრა : ”მისწერე წერილი სახლში”.ლეიტენანტმა ვერაფერი გაიგო,სანამ სხვები არ აუხსნიდნენ.იგი ძალიან შეშინდა.მისმა მეთურმა იმის დასამტკიცებლად,რომ ეს ყველაფერი ტყუილი და გაგდებული ხმები იყო,ახალი მებრძოლების მოსაყვანად გაგზავნა.შეიძლება კი,ადამიანი არა-ბრძოლის-ველზე დაიღუპოს?

სამწუხაროდ,მეთაური მართალი არ აღმოჩნდა – ერთ საათზე ნაკლებ დროში,ლეიტენანტი მანქანაში შევარდნილი გერმანული ყუმბარის აფეთქებით დაიღუპა.

Мясной Бор – ბრძოლასთნ დაკავშირებული ძალიან ცნობილი ანომალიური ზონაა,რომელიც დიდი ნოვგოროდიდან 30 კმ-შია.1942 წელს,ლიუბანის ოპერაციის დროს იქ 300 ათასი საბჭოთა კავშირის ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც სამძებრო ჯგუფის მონაწილეები ამბობენ,ამ ადგილების ცუდ ენერგეტიკას ცხოველებიც კი გრძნობენ.აქ ხომ ბევრი დაუმარხავი ნარჩენია,რომელთაც ისინი ეძბენ.ფრინველები აქ არ ბუდობენ,ხოლო ღამ-ღამობით ისმის არაამქვეყნიური ხმები და ჩანს სინათლე.ზოგჯერ ასევე შეიძლება წითელარმიელების ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი შეგხვდეს.ზუსტად ისინი ამბობენ,სად უნდა ეძებო დაღუპულთა გვამები.

ცნობილი ისტორიაა დაკავშირებული „შავ მთხრელ“ ალექსეისთან.იგი კოლეგებს ეხმარებოდა გვამების ამოთხრაში რუსეთის სამხრეთ ნაწილში,სადაც 1942 წლის ზამთრიდან 1943 წლის ზაფხულამდე ბრიანსკის ფრონტი იყო.

იგი ამბობდა,რომ იპოვეს 6 საბჭოთა კავშირელის და 11 გერმანელის გვამი.4 გვამი იპოვეს ცოტა მიწით დაფარულ თხრილში.მუშაობაში დრო გაიწელა,ჩამოწვა ბინდი და მუშები პალატაში წავიდნენ,200 მეტრის დაშორებით.

იმ ღამეს უცნაური მოვლენები ხდებოდა.მორიგე ვალერმა ყველა გააღვიძა და იმ გაურკვეველ ხმებზე უამბობდა,რომლებიც ესმოდა.მათაც მიაყურადეს და გაიგონეს გერმანული ხმები,მარში,ჭრიჭინი.შეშინებულები მდელოზე გაცვივდნენ და მდინარის ნაპირს ჩაუყვნენ 500 მეტრზე.დილით დაბრუნებულებს,ჩონჩხები ადგილზე დახვდათ,ხოლო გზა ისეთი გატკეპნილი და აბრდღვიალებული იყო,თითქოს ზედ ტანკებს ევლოთ.

დავა,რომელიც ეხება იმ ანომალიურ მოვლენებს,რომლებიც მასობრივი დასაფლავების ადგილზე დღესაც ხდება,კვლავ მიმდინარეობს.პარაფსიქოლოგების თქმით,ამ ადგილზე ენერგიის შეგროვება და უეცარი გამოთავისუფლება ხდება,რომელიც შემდგომ ამ ყველაფერს იწვევს.ხდება ე.წ „მეხსიერების მინდვრის“ წარმოქმნა.სრულებით შესაძლებელია,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აზრია,მაგრამ ასეთი მოვლენები აუცილებლად გამოკვლეულ უნდა იქნეს.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close