გასართობიზღაპრები

ჰარი პოტერი


ჰარი პოტერი არის 7 ნაწილისგან შემდგარი წიგნი რომელიც დაწერილია ბრიტანელი მწერლის ჯ.კ. როულინგის მიერ. წიგნი მოგვითხრობს ჰარისა და მისი საუკეთესო მეგობრების ჰერმიონა გრეინჯერის და რონ უიზლის თავგადასავლებზე, რომელთა დიდი ნაწილი მათ სკოლაში ჰოგვარტსში ხდება. წიგნის მთავარ აზრს მაინც ჰარისა და ლორდ ვოლდემორტის ბრძოლა წარმოადგენს. ლორდ ვოლდემორტს წინ ვერავინ ეღობება, იგი მდაზაა ყველა მოკლას, როგორც ჰარის მშობლები მოკლა, ხოლო ჰარი მას სასწაულებრივად გადაურჩა , ამიტომაც ვოლდემორის ძალების ნახევარი მას მიეცა და შუბლზე ნაიარევი დაუტოვა.
1997 წლის 30 ივნისს გამოიცა პირველი ნაწილი “ჰარი პოტერ და ფილოსოფიური ქვა“, მან მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. წიგნმა უდიდესი წარმატება ნახა , მაგრამ მას კრიტიკოსები მაინც ყავდა. 2011 წლისათვის კი წიგნის 450 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა და ითარგმნა 67 ენაზე, ხოლო წიგნის ბოლო ოთხმა ნაწილა მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნები მსოფლიო ისტორიაში.
ფენტეზი ჟანრს ბევრი თემა არ აქვს როგორც სხვა ჟანრებს, როულინგის თქმით მთავარი თემაა მის წიგნში სიკვდილი, მაგრამ არის სხვა თემებიც როგორიცაა სიყვარული.
ჰარი პოტერის გაყიდვებმა მსოფლიოში 15 მილიარდს გადააჭარბა

სიუჟეტი
თერთმეტი წლის ასაკში ჰარი აღმოაჩენს რომ ის არის ჯადოქარი და არა ჩვეულებრივი მაგლი. ბავშვები როგორიც არის ჰარი ყოველთვის არიან დაპატიჟებულნი ჯადოსნურ სკოლებში. ჰარი ხდება ჰოგვარტსის მოსწავლე. წიგნის ყოველი ნაწილი არის ჰარის ცხოვრების ერთი წელი.
წიგნის მეოთხე ნაწილში ჰარი მონაწილეობაას იღებს სამთა ტურნირში როგორც მეოთხე მონაწილე და პირველად ებრძოლება ვოლდემორტს.
მეხუთე ნაწიილი ვოლდემორტი არმიას აკეთებს და ამ არმიასთან უხდებათ ბრძოლა ჰარის და მის მეგობრებს, ამ ნაწილში ვოლდემორტი ჰარის ვერაფერს უშვება რაგდანაც მას დამბლდორი აჩერებს. დამბლდორი ჰოგვარტსის დირექტორია და ის ჰარის დიდ მხარდამჭერას უწევს. აგრეთვე ამ ნაწილში კვდება ჰარის ერთადერთი ნატესავი მისი ნათლია სირიუს ბლეკი რომელსაც მისივე ნათესავი ბელატრისა კლავს.
წიგნის მეექვსე ნაწილი კი ყველაზე შემზარავი არის ჰარი პოტერის მოყვარულთათვის, ალბუს დამბლდორდი კვდება, მას სნეიპი კლავს. დამბლდორი თავადვე თხოვს სნეიპს მის მოკვლას.

ჰოგვარტსი
ჰოგვარტსი არის სკოლა რომელიც წარმოადგენს მთავარ გარემოებას ჰარი პოტერის პირველ ექვს ნაწილში.
ჯ.კ. როულინგმა სკოლის სახელი დაუკავშირა მცენარე ჰოგვორტიდან.
ჰარი პოტერში ჰოგვარტსი არის შოტლანდიაში, ის მაგლებისთვის უჩინარია. სკოლის ეზოში აგრეთვე არის ქვიდიჩის მოედანი.

ჰოგვარტსი დაყოფილია 4 სახლად, მათი სახელები კი მათი დამარსებლების სახელებია ესენია :გოდრიკ გრიფინდორი, სალაზარ სლიზერინი, როვენა რევენკლოუ, ჰელგა ჰუფლიპაფი. 4 სახლს შორის არის შეჯიბრება მთელი წლის განმავლობაში, ისინი კარგად დავალებების შესრულებით ქულებით ჯილდოვდებიან, წლის ბოლოს დაგროვილი ქულები ჯამდება და ვლინდება გამარჯვებული. აგრეთვე ტარდება ჩემპიონატი ქვიდიჩში, რომელზეც შემდეგ თავში ვისაუბრებ.

გრიფინდორი
გრიფინდორს ხელმძღვანელობს მინერვა მაკგონაგელი.

ჰაფლიპაფი
ჰაფლიპაფს ხელმძღვანელობს პომონა სპოუტი.

რევენკლოუ
რევენკლოუს ხელმძღვანელობს ფილიუს ფლიტვიკი.

სლიზერინი
სლიზერინს ხელმძღვანელობს სირიუს სნეიპი.

ქვიდიჩი
ქვიდიჩი არის ჰარი პოტერის სერიების ჯადოსნური სპორტი. ის ძალიან საშიში და ამავდროულად ძალიან პოპულარული სპორტია ჯადოქრებში. მატჩები იმართება ორ გუნდს შორის , თითოეულ გუნდში 7 მოთამაშეა, თამაში მიმდინაორეობს ჰაერში, მფრინავი ცოცხებით თამაშში არის 4 ბურთი და 6 მრგვალი კარები.

წიგნები
ახლა კი შემოგთავაზებთ ჰარი პოტერის წიგნის ნაწილებს:
1- ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
2- ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
3- ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
4- ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
5- ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
6- ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი
7- ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

პოსტი საკონკურსეა.

თეგები

bubububu

CPU-Intel i3 2100 3.1ghz GPU-EVGA GTX 460 1GB (EE) PSU-Rocketfish 900-1000w Gaming Edition M/B - GIGABYTE H61-DS2 Mem- Mushkin Blackline 2x2GB 2000mhz CASE- Thermaltake V4 Black Edition HDD - Seagate Baraccuda 500GB

მსგავსი ამბები

Close
Close