„Fairview Farm“- ეს ფერმა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და ცნობილია არა მარტო ღვინით და ყველით, არამედ თვით ფერმა „Fairview“ სახელგანთქმულია კომფორტაბელური კოშკით – თხებისათვის და ნიამორებისათვის;
ნიამორი ძროხისებრთა ოჯახისაა და შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძე დაახლოებით 130 სმ-ია, ნეზვის რქები კი მოკლეა. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს, სავარაუდოდ, ცოცხლობს 12-15 წელი. სამწუხაროდ, ნიამორი ბევრგან განადგურებულია და მოგვიანებით შეიტანეს წითელ წინგში…
ნიამორი- გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში;
ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. მაგრამ ნიამორი თავსაც კომფორტულად გრძნობს კიბეებიან ფერმაშიც…
იცოდნენ რა ის ფაქტი, რომ ყველა თხას, ასევე ნიამორებს მგზნებარედ, გატაცებით უყვართ ცოცვა , თუ გინდ მაღალ ფერდობზე და კიბეებზეც კი, ფერმის მეპატრონემ ჯერ კიდევ 30 წლის წინ გადაწყვიტა შეექმნა და დაეპროექტებინა ეს ნაგებობა და მთლიანად მშენებლობაც.
ნიამორით შ ინაური თხის ჯიშების გაუმჯობესება შეიძლება მისგან მიღებული ნამატის მეშვეობით…
შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობაა — ნიამორი და რქახრახნილი თხა, აგრეთვე ამომწყდარი Capra prisca. ეს თხა ითვლებოდა შორეულ წარსულში თხების “პრინცად”, მისი მატყლი არ ჩამოუვარდებოდა “მირინოსის” მატყლს, მაგრამ გადაშენდა
რქახრახნილი თხა სიგრძით აღწევს 1,8 მეტრს; მამრობითი სქესის თხის კისერი და მკერდი გრძელი ბეწვითაა დაფარული. მაგრამ ადამიანის თვალს იზიდავს მისი ხრახნისებური რქები. ეს უნიკალური რქების მფლობელი ბინადრობს ხეობების ციცაბო კალთებზე, კლდეებსა და ფლატებზე, უყვარს კიბეებზე ცოცვა; გგავრცელებულია დასავლეთ ქაშმირში, ჰიმალაიში;
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რქახრახნილი თხა შინაური თხის ზოგიერთი ჯიშის წინაპარია. და ვნახოთ მათი გენები საით მიგვიყვანს ???
ნიამორი სანადირო- სარეწაო ცხოველია, გვაძლევს ძვირას ხორცს, ტყავს, 200 ერომდე ფასობს მისი რქებისაგან დამზადებული ყანწები, რისთვისაც ბრაკონიერები დაუზოგავად სპობენ. 35 წლის წინ ოქრომჭედლებმა ისწავლეს და ნიამორის რქებისაგან დამზადებული ყანწები დამშვენებულია ვერცხლის ორნამეტებით, ამოტვიფ რულია ვერცხლით ნიამორას სამშობლო ქვეყანა და ბოლოს ყანწის „ფრიალა „ და „კუდი „ ამოვლებულია მაღალი სინჯის ვერცხლში ; რა თქმა უნდა ძვირადაც ფასობს, ასე € 500 ევრომდე …