“ულტრას” ანუ ბევრად მეტი ვიდრე გულშემატკივარი
„ულტრას“, ეს არის სახვადასხვა სპორტის, უმეტესად კი ფეხბურთის გულშემატკივართა გაერთიანება, რომლებიც სხვა გულშემატკივრებისაგან გამოირჩევიან განსაკუთრებით მხურვალე და აგრესიული ქომაგობით, ორგანიზებულობით, სიმღერებითა და სხვადასხვა გაფორმებებით (ფლაერებით, დროშებით, პიროტქნიკით და სხვ.), რაც მთლიანობაში ემსახურება საყვარელი გუნდის ფეხბურთელების მაქსიმალურად გამხნევებასა და მათთვის საუკეთესო სათამაშო გარემოს შექმნას, მეორეს მხრივ კი მოწინააღმდეგე გუნდისა და მათი გულშემატკივრებისათვის ყოველ მხრივ ხელის შეშლას. ულტრასების ერთერთ მიზანს ასევე წარმოადგენს მატჩის არბიტრზე ზეწოლა სტვენითა და შეძახილების მეშვეობით.
პირველი ულტრას მოძრაობა გამჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ერთერთი პირველ ულტრას დაჯგუფებას წარმოადგენდა იტალიის მილანის Commandos Tigre, იტალიიდან კი მოძრაობა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
დღესდღეობით ულტრას ტიპის ქომაგთა გაერთიანება თითქმის ყველა წამყვან ევროპულ კლუბს ჰყავს. მათ შორის კი რამდენიმე უძლიერესის გამოყოფა შეიძლება:
GATE 13
ქვეყანა: საბერძნეთი
კლუბი: ათენის პანათინაიკოს
Brigate Rossonere
ქვეყანა: იტალია
კლუბი: მილანის მილანი
Supras Auteuil
ქვეყანა: საფრანგეთი
კლუბი: პარიზ სენ-ჟერმენი
უკანასკნელ პერიოდში ქართულ საფეხბურთო კლუბებსაც გამოუჩნდნენ მსგავსი ფილოსოფიის მქონე ფან-კლუბები. ერთერთ ასეთ ფან-კლუბს წარმოადგენს თბილისის დინამოს ფან-კლუბი „დინამიტები“, რომლებიც რამოდენიმე თვეა რაც ჩამოყალიბდნენ, ფართო აუდიტორიის წინაშე კი პირველად 30 ინვინსს, თბილისის დინამოსა და ორჰეის მილსამის შორის გამართულ შეხვედრაში წარსდგნენ.