კულტურა

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015

6ddaff300d0c

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 — საქართველოში, კერძოდ თბილისში გამართული ოლიმპიური ფესტივალი 14-იდან 18-წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, რომელიც 26 ივლისს გაიხსნა და 1 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურა.

ისტორია

2010 წლის 27 ნოემბერს ბელგიაში ეოკ-ის (ევროპის ოლიმპიური კომიტეტი) რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის მიზანი იყო 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილის გარკვევა. არჩევანი გაკეთდა ბრნოსა (ჩეხეთი) და თბილისს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად 26 ხმით (21-ის წინააღმდეგ) თბილისმა 2015 წლის ზაფხულის რიგით 13 ახალაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვა.

62cdcbe56048

თბილისი 2015-ის მონეტა

ოლიმპიური ცეცხლი

ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს, სიმბოლურად, ათენში პანათენაიკოსის სტადიონზე აენთო. კატარინა ლეჰაუს მიერ ანთებული ცეცხლი ჭოკით მხტომელ ემანუელ კარალისს, შემდეგ კი ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ესტაფეტის ბერძნული ნაწილის შემდეგ ცეცხლი ბათუმში ჩამოვიდა და მთელს საქართველოში 67 მუნიციპალური ცენტრი მოიარა. ესტაფეტაში 700-მა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელი მეჩირაღდნე ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა.

 

როგორც მოგეხსენებათ საქართველო გავიდა მეათე ადგილზე.
4 ოქრო
0 ვერცხლი
6 ბრინჯაო

 

წყარო : ka.wikipedia.org

Inteligant

Khvicha
Back to top button