კულტურა

შექსპირი მარიხუანას ეწეოდა?

f151dcafefe4

“ჰამლეტის” ავტორი მარიხუანას ეწეოდა და კონაინის მომხმარებელი იყო, ამტკიცებს სამხრეთ აფრიკელი მკვლევარი ფრენსის თეკერეი. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოეტის პირადი ცხოვრების შესახებ უამრავი უცნაური თეორია გამოითქვა. თუმცა სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების თეორია უცნაურია. მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იოჰანესბურგის ადამიანის ევოლუციის ინსტიტუტის დირექტორი, ანთროპოლოგი ფრენსის თეკერეი ხელმძღვანელობდა, ინგლისის ეკლესიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მათგან სტრატფორდის ტაძარში დაკრძალული ლეგენდარული პოეტის ნეშტის ექსჰუმაციის ნებართვა ითხოვა”, – წერს გამოცემა.

ექსჰუმაციის მიზანი პოეტის სიკვდილის მიზეზის დადგენა და ნეშტის შესწავლაა, რათა გაირკვას, მოიხმარდა თუ არა შექსპირი მარიხუანასა და კოკაინს. სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ყვებიან, რომ შექსპირის სახლთან, ძველ ბაღში ნაპოვნ ჩიბუხებზე კანაფისა და კოკაინის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერების განცხადებამ მთელ მსოფლიოში შექსპირის თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა გვამის ექსჰუმაცია მკვლევარებს საშუალებას მისცემს დაადგინონ, როგორ ცხოვრობდა პოეტი.

“იმედი გვაქვს, მისი ცხოვრების სურათს აღვადგენთ და გავიგებთ, რა დაავადებები აწუხებდა მას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მისი სიკვდილის მიზეზის დადგენასაც შევძლებთ. გვსურს, ჩვენი კვლევის შედეგები 2016 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან მე-400 წლისთავთან დაკავშირებით გამოვაქვეყნოთ”, – განაცხადა ანთროპოლოგმა.

გარდა ამისა, დღემდე მიიჩნეოდა, რომ კოკაინი ინგლისში XIX საუკუნეში შევიდა, ხოლო ის ფაქტი, რომ კოკაინს ჯერ კიდევ შექსპირის დროს იყენებდნენ, ნამდვილი აღმოჩენა იქნება”, – წერს Corriere della Sera-ს კორესპონდენტი ფრანჩესკო ტორტორა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button