არქივი

შიში

999f8fbc1fe7

შიში ემოცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება და განადგურება შეუძლია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა არის ის? რატომ გვეშინია? როგორ ვისწავლოთ მისი მართვა?…


შიში-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს.საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც იწვევს გარემოში გაძრდილ ორიენტირებას.
ფსიქოლოგიური ჯამრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშის გენი, რომლის საშვალებითაც მემკვიდრეები იღებენ ორ განსაკუთრებულ გენს- თითო-თითოს დედისგან და მამისგან. ეს გენები იყოფა პირობითად, რომ ვთქვათ მოკლე და გრძელ გენებად, თეორიის თანახმად, ის ვინც მემკვიდრეობით მიიღო ორი გრძელი გენი, აუცილებლად მამაცი გაიზრდება. ვისაც წილად ხვდა თუნდაც ერთი მოკლე გენი, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს მშიშარად, თუ არა, ფრთხილ ადამიანად მაინც.
თანამედროვე კვლევები და სტატისტიკა გავრწმუნებს, რომ დღეს მამაკაცებს ყველაზე მეტად აშინებთ ხელმოცარულობის შიში, პროფესიაში, სარეცელზე, და ზოგადად ცხოვრებაში. ქალთა მთავარი ფობიებია: მარტოდ დარჩენა, შვილის დაკარგვა, თაგვების, ვირთხებისა და გველების შიში, რომლებიც სიაში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა. ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, საშიში სიზმრების, დასჯის და სხვა ასეთის.

შიში (განმუხტვა და ბრძოლა მასთან)

9b8d2bb7fd31

საფრთხის შეგრძნება იწვევს სისხლში ადრენალინის მომატებას და ორგანიზმიც განწყობილია ბრძოლისთვის ან დამარცხებისთვის.თუ შიში თქვენს ისეთ გააფთრებას იწვევს, რომელსაც აკონტროლებთ, ამ დროს ორგანიძმის ძალები ათკეცდება. შიში ხშირად ადამიანს აქვავებს, ადამბლავებს და ძალას ართმევს.ვინც ოდესმე ყოფილა გატაცებული რომელიმე ორთაბძოლით, კარგათ იცნობს მსგავს შეგრძნებებს… ყველაძე ხელმისაწვდომი საშუალებაა ყურადღების გადატანა საკუთარ სუნთქვაზე. საშიშროების დროს იგი ძალაუნებურად აჩქარებულია, ღრმა და რიტმული სუნთქვა დაგეხმარებათ შეუნარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ სიტუაცია, მოახდინოთ კონცენტრაცია. ჩართეთ სუნთქვაში თქვენი დიაფრაგმა და იგრძნობთ, როგორ ჩაწყნარდება სუნთქვა, დაგეწმინდებათ გონება. ასე უნდა მოიქცეთ ნებისმიერი განგაშის დროს.
უნდა შეგეძლოთ ფსიქოლოგიურად დაძლიოთ შიშის ბარიერი, ამისთვის აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი მოქმედებები საშიშ სიტუაციაში. ცნობილი კარატისტი საცუსიტო ოიამა წერდა, რომ სანამ ჩაებმებოდა ორთაბრძოლაში,მანამ გაიაზრეთ ის თქვენს გონებაში. თუ მოგიწევთ შეტაკება ბოროტმოქმედთან, უნდა შეძლოთ თუნდაც ერთი დარტყმის მიყენება. ნებისმიერ საფრთხესთან ვირტუალური ბრძოლის შემდეგ უნდა შეასრულოთ ყველაფერი რაც წარმოიდგინეთ(დაიყვიროთ, ჩაატაროთ რამე ილეთი, გადახტეთ და ა.შ.),მის შესრულებას ნუ დააყოვნებთ.
მეორე ფაქტორია შიშის ბარიერის დაძლევაში პასუხისმგებლობის გრძნობა. ნებისმიერმა მამაკაცმა იცის, თუ ის თავის შეურაცყოფას ვინმეს აპატიებს ან არ დაიცავს თავდამსხმელისაგან, იგი დიდხანს დაიტანჯება უსიამოვნო მოგონებებით. მას შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი გამოუმუშავდეს. ზომიერი და პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე გაბედულებით, თქვენი სულიერი წონასწორობა აღმავლობის გზაზე იქნება.

შიში და სიკვდილი

6226ffa950d6

ყველაზე დიდი ფაქტორი სიკვდილთან დაოკიდებულებაში არის შიშის გრძნობა. მიწიერ განცდათა შორის ყველაზე საშინელი შიშის გრძნობაა, მისი ატანა უფრო მძიმეა ვიდრე სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა.
სამყარო რომელშიც არსებობს ჩვენი ფსიქიკა სამ განზომილებიანია, თუ ქვაში ნივთიერი მოცულობაა და კატაში ასტრალური, ადამიანში არის ნივთიერიც, ასტრალურიც და მენტალურიც.
არარაციონალური შეუმოწმებელი შიში არის შედეგი იმისა, რომ ასთრალური სხეული არ არის კავშირში მენტალურთან და ემოცია არ არის მართვადი გონისგან,ყოველივე ეს არის ის პროცესი, რაც ადამიანს მუდმივად ხელს უშლის წარმატებაში და თუ ამ დისბალანსმა მაღალ ხარისხს მიაღწია, სახეზეა შიზოფრენია.
არაერთხელ ადამიანი უბრალოდ გაუნადგურებია შიშის გრძნობას, განსაკუთრებით ეს მოქმედებს სიკვდილით დასასჯელებზე. ჩვენ ხშირად გავაქვს საქმე ჩვენი ახლობლების სიკვდილით მოსალოდნელი შიშის გრძნობასთან, მათი სიკვდილის შემდეგ ადამიანების შიშს ცვლის სიბრალული. ამასთანავე არის განცდა იმისა რომ დასრულდა ერთი დიდი ამბავი. ამდენად მუდმივად შიში უფრო მძიმეა, ვიდრე დასრულებული მწუხარება. საერთოდ ადამიანის არსებობა მიწიერ სამყაროში მოცულია უკიდეგანო შიშის გრძნობით. ამის მიზეზეი სამყაროზე მეტად მისი ბუნებაა და არ არსებობს ადამიანის ცხოვრების სწორად წარმართვისათვის, უფრო ხელისშემშლელი სხვა რამ, ვიდრე შიშის გრძნობა. მისი მთლიანად ამოგდება გონებიდან შეუძლებელია, მაგრამ მისი გაწონასწორებული გამოვლენა აუცილებელია. ზოგადად შიში არის იდუმალად გატარებული გრძნობა უმწეობისა, საფრთხის წინაშე. შიში იწყება იქ სადაც ადამიანს ელევა ოპტიმიზმი, ნება, მოთმინება, ბრძოლის უნარი და ენერგია.
სიკვდილის მოსალოდნელი შიში შემზარავია, მაგრამ უფრო საშინელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებოდით, სიკვდილთან უაზრო მტრობას და სიძულვილს, მასზე ზომიერი მშვიდი ფიქრი სჯობია, ვიდრე უკვდაობა.
ციოლკოვსკი თვლიდა, რომ სიკვდილის შიშის განადგურება მხოლოდ ბუნების შეცნობით შეიძლება. ადამიანი ვერ მიაღწევს უმაღლეს თავისუფლებას, თუ მან არ გადალახა სიკვდილის შიში, ეს უნდა გააკეთოს მშვიდი შეხედვით სიკვდილის თვალებთან, რადგან მასზე დამფრთხალი ფიქრი უფრო უარესია,  ვიდრე თვით სიკვდილი.

c4600545a7a4

რამდენად დიდი ადგილი უკავია შიშს თქვენს ცხოვრებაში? (ტესტი)-უპასუხეთ კითხვებს და დადებითი პასუხების რაოდენობა დათვალეთ.

უცხო ადამიანის თანდასწრებით დისკომფორტს განიცდით?

წვრილმან მიზეზებზე ხშირად ნერვიულობთ?

საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ხშირად გეპარებათ?

თქვენთვის ახალ სიტუაციაში ყოყმანობთ?

ინიციატივის აღება გიჭირთ?

თავს პესიმისტად თვლით?

პანიკის უეცარ შეგრძნებებს ხშირად განიცდით?

ცუდად გძინავთ?

გულისცემა ძშირად გახშირებული გაქვთ?

წვრილმან პრობლემებზე ფიქრს ძნელად აღწევთ თავს?

მომავალს შიშით უყურებთ?

თავი უსარგებლოდ გიგრძვნიათ?

დაღლას ან გაღიზიანებას განიცდით?

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან პრობლემები გაქვთ?

ძილის წინ დღის განმავლობაში მომხდარ უსიამოვნებებს “გადახარშავთ”?

კუნთების დაჭიმულობას განიცდით?

ყურადღების კონცენტრაციასთან ან მეხსიერებასთან პრობლემები გაქვთ?

შედეგები:

0-5 ქულა:თუ შიშის გრძნობა გეწვიათ წუთიერია და საზრუნავს არ გიჩენთ.

6-9 ქულა: სულიერ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. შიში თქვენს ცხოვრებაში გარკვეული პოზიციის დაკავებას ცდილობს. მის სალიკვიდაციოთ სტრატეგია შეიმუშავეთ.

9 ქულაზე მეტი: შიში თქვენს ცხოვრებაში მყარად ფესვგადგმულია. ამ პრობლემის გადასაჭრელად სერიოზულად უნდა გაისარჯოთ.

მსგავსი ამბები

Back to top button