გასართობისასარგებლო

ედგარ ქეისი_”მძინარე მისანი”

ცნობილმა ამერიკელმა ნათელმხილველმა და მისტიკოსმა ედგარ ქეისმა (1877-1945), რომელსაც “მძინარე მისანს” ეძახიან, რამდენიმე აპოკალიფსური წინასწარმეტყველება გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ 2010 წელს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო მეტი სისწრაფით დაიწყებს ბრუნვას. ეს გამოიწვევს კატაკლიზმებს იაპონიაში, დასავლეთ ევროპაში,ამერიკისა და აზიის უმეტესი ნაწილი დაიტბორება. ზედაპირზე დარჩებიან მხოლოდ აფრიკა და ჩინეთი. რადგან აფრიკის მოსახლეობა განვითარების დონეს არ აკმაყოფილებს, წამყვან ერად ჩინელები იქცევიან.

ქეისის ბევრი წინასწარმეტყველება წარსულ ეპოქებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ დიდი სფინქსის მარცხენა თათის ქვეშ, განსაკუთრებულ საცავში, ატლანტიდის მცხოვრებთა უნიკალური ბიბლიოთეკაა შენახული. გარდა ამისა, სფინქსის ქვეშაა მიწისქვეშა ლაბირინთი, სადაც გადარჩენილმა ატლანტელებმა განძეული შეინახეს.

ქეისს ბევრი ნოსტრადამუსსაც ადარებს. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი აღმოჩენების უმეტესობა ატლანტიდას ეხება. ქეისის მტკიცებით, 21 წლის მანძილზე ის პერიოდულად იღებდა “გზავნილს” ატლანტებიდან, რომლებიც ინფორმაციას იძლეოდნენ ორ დაჯგუფებას შორის დაუნდობელი ომების შესახებ. ერთი ჯგუფი წარმოადგენს სპირიტუალურ იდეოლოგიას, მეორე _ჰედონისტურს. სწორედ იმ ომის გამო, სადაც ატლანტები იყენებდნენ საშინელ იარაღს, ჩაიძირა კონტინენტი. ქეისი ამტკიცებდა, რომ ატლანტებმა ელექტრონი და ატომის ენერგია ქრისტეს დაბადებამდე 50 000 წლის წინ იცოდნენ. გარდა ამისა, მათ ენერგიის ალტერნატიული წყარო გააცჰნდათ_იდუმალი “დიდი კრისტალი”. ატლანტელები ფლობდნენ ტელეპათიას, შეეძლოთ დიდი შენობების აგება. ქეისის აზრით, რამდენიმე რეინკარნაციის შემდეგ ბევრი ატლანტელი ახლაც ცხოვრობს ჩვენს შორის. თავად ედგარი ატლანტიდაში ცხოვრობდა, მაშინ ექიმი იყო და ერქვა რა-ტა. ქეისი ამბობდა, _ატლანტიდა უნდა ვეძებოთ ბაჰამის კუნძულების მიდამოებშიო. მართლაც, 1968 წლის სექტემბერში, დაივერების ჯგუფმა, მენსონ ვალენტაინის მეთაურობით, ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ბაჰამის კუნძულების რაიონში ქვის ბლოკების გროვა აღმოაჩინა. ეს ბლოკები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ადამიანის ხელით იყო დამუშავებული.ფილები სიგრძით 500 და სიგანით 100მ იყო. ბლოკები ფსკერზე ქმნიდნენ უზარმაზარ ასობგერა J-ს. ვალენტაინი და ქეისის სხვა მიმდევრები თვლიდნენ, რომ ეს ატლანტელებმა ააგეს. შესაძლოა, ქვის კედელი ჩაძირული კონტინენტის სანაპიროს ოკეანის ტალღებისაგან იცავდა, ან ეს იყო ნავსაყუდარი, თუმცა, მოგვიანებით, გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს ნაგებობა ბუნებრივი წარმომავლობისაა.

ედგარ ქეისი ჰოპკინკსვილში(კენტუკი) დაიბადა და “მძინარე მისნის” სახელი ჰქონდა გავარდნილი_ის ვარდებოდა ტრანსში, რომელიც ძალიან წააგავდა ძილს და ამ მდგომარეობაში წინასწარმეტყველებდა. ედგარი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი სკოლა, მაგრამ თავისი საოცარი ნიჭის წყალობით გამდიდრება არასოდეს უცდია.

ქეისი ყმაწვილობაში ფოტოგრაფად მუშაობდა. ძილისმაგვარ ტრანსში შესვლა 18 წლისამ დაიწყო. ამას წინ უძღოდა უბედური შემთხვევა_მის ფოტოსტუდიაში ხანძარი გაჩნდა, ყმაწვილობა მიიღო. დიდხანს იწვა საავადმყოფოში. მას შემდეგ ედგარმა, რომელიც მანამდე ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა, ყოველდღიური ლოცვა დაიწყო. წელიწადში ერთხელ თავიდან ბოლომდე კითხულობდა ბიბლიას. ტრანსში მყოფი წვებოდა და თვალებს აატრიალებდა, ხმამაღლა, მტკიცე ხმით ლაპარაკობდა. იყენებდა სამეცნიერო ტერმინოლოგია, მსჯელობდა რთულ საგნებზე… ის კონკრეტული ადამიანების შესახებ წინასწარმეტყველებდა. დროთა განმავლობაში კენტუკელი მისანი პოპულარული გახდა, მასთან უამრავი ხალხი მოდიოდა. ცნობილი ადამიანებიც ხშირად აკითხავდნენ.

ტრანსის დროს ქეისი არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა, არამედ იმ ხალხზეც ჰყვებოდა, რომლებიც აღარ არსებობდნენ. მსჯელობდა ოკულტურ ნივთებზე, ასტრალურ სამყაროებზე, დემონოლოგიაზე, რეინკარნაციასა და ფსიქომეტრიაზე. გარდა ამისა, ავადმყოფებს ურჩევდა მარხვას, ლოცვას, ღარიბთათვის ფულის მიცემას, ფუფუნებაზე უარის თქმას. ზოგიერთი რჩევა უცნაური იყო. მაგალითად, გაურკვეველი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, ერთსა და იმავე დროს გაღვიძება, ამა თუ იმ თვლის ტარება. პაციენტები რომლებიც უჯერებდნენ, მართლაც ჯანსაღდებოდნენ. ქეისი კლიენტებისგან ფულს არ იღებდა. თუ ჩუმად ვინმე ფულს დაუტოვებდა, მაშინვე ეკლესიაში მიჰქონდა.წინასწარმეტყველი ცოლთან ერთად პატარა სახლში ცხოვრობდა.

აშშ-ში ედგარ ქეისის ფონდი დააარსა მისმა მეუღლემ, ჰერტრუდამ. ედგარის სიცოცხლეში მან 14 ათასამდე წინასწარმეტყველება ჩაიწერა. ედგარი ტრანსიდან გამოსვლას ძნელად ახერხებდა, მისი გაღვიძება მხოლოდ ცოლს შეეძლო.

1945 წლის 22 ივლისს, როცა ედგარი ტრანსში ჩავარდა, ჰერტრუდა შინ არ იყო. “მძინარე მისნის” გაღვიძება ვერავინ შეძლო…

P.S ეს ჩემი პირველი პოსტია…

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close