არქივი

ნარკოტიკების მოხმარების დადგენა თმის ნიმუშით

221daf457f77
საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დადგენა თმის ნიმუშითაა შესაძლებელი
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად თმის ნიმუშზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მეთოდით, 5 თვის განმავლობაში შემოწმდა 3000-ზე მეტი პირი. გამოკვლევები, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციათა მომართვის საფუძველზე, მათი თანამშრომლების შემოწმების მიზნით ჩატარდა საქართველოში მოქმედ საექსპერტო
ლაბორატორიებში ნარკოლოგიური ექსპერტიზა შარდის გამოკვლევით ტარდებოდა, თუმცა, ამ მეთოდით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის უფროსის ხათუნა ომიაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მისი გამოყენებით ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 3-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც. „აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიღებთ, რის გამოც, ორგანიზაციები თანამშრომელთა შემოწმებას თმის ნიმუშით ითხოვენ“, – განაცხადა ხათუნა ომიაძემ.

ნარკოტიკები

ნარკოტიკულ ნივთიერებებს გააჩნიათ თვისება, ისე იმოქმედონ ადამიანზე, რომ გამოიწვიონ ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევა – დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი “ზარმაცდება”, მას აღარ სჭირდება გარემოში ეძიოს სიამოვნების მომტანი ახალი მოვლენები თუ ურთიერთობები, იყოს ინტერესიანი და მიზანდასახული. ყველაფერ ამას “კაიფი” და ნარკოტიკის მორიგი დოზა უცვლის, რომლის მოპოვებაც თავისთავად იქცევა ცხოვრების მთავარ მიზნად. ფიზიკურ დამოკიდებულებას კი იმ ნეიროქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების დარღვევა განაპირობებს, რომელიც უზრუნველყოფენ სიამოვნების ბუნებრივ პროცესს. საბოლოო ჯამში, ნარკომანის ცხოვრებას მთლიანად ნარკოტიკი განსაზღვრავს.

ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით, კანაბისის სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რასაც 5 ღერი სიგარეტი.
ბრიტანულ ჟურნალ “სორაქსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.

წყარო:Drug Policy Georgia

5301ddfa066b

d886a1457a21

4b0151fd00b3

29a40a2dd41b

fdc8ef333a66

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button