მისტიკასაკითხავიუცნაური

სამყარო მომაკვდავთა თვალით

ცოტა რამ საინტერესო.გაგრძელებას დააჭირეთ :)

დაახლოებით,მკვდრეთით აღმდგარი ადამიანების მეოთხედი ისინი არიან,ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და შემდეგ თავისი მოგზაურობა გაიხსენა “იმ” სამყაროში.მისტიკოსები თვლიან,რომ ეს სულის არსებობას ამტკიცებს.სხვა ვერავინ შესძლებს დროებით დატოვებული სხეულის თვალიერებას.

ყველაზე საოცარია,რომ მეცნიერებს- ფსიქიატრებს და ნეიროფიზიოლოგებს- ეჭვი არ ეპარებათ იმაში,რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს გარედან შეხედოს.ფენომენს დასახელებაც კი აქვს ” სხეულსგარეთა ცდა”.მას იკვლევენ უკვე ათეულობით წლებია,მაგრამ არ აკავშირებენ მხოლოდ სიკვდილთა ახლოს მყოფ მდგომარეობასთან.

როგორ გამოკვლევები აჩვენებენ,ადამიანები “გამოდიან საკუთარი თავიდან” სტრესის,ნარკოტიკების ზემოქმედების დროს,ზოგიერთი დაავადებისას.მაგალითად,პროფესორი ლეონიდ სპივაკი,რუსეთის ტვინის ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი,ამ ფენომენს თვალყურს ადევნებდა მშობიარეთა შორის.ამ ფენომენზე,მისი გამოკითხულებიდან ყოველი მეათე ლაპარაკობდა.

როგორც წესი,ქალები საკუთარ თავს,მედპერსონალს 2-3 მეტრის სიმაღლიდან ხედავდნენ,თითქოს ჭერზე ყოფილიყვნენ.უცებ “ფრინდებოდნენ”,ტკივილს ვეღარ გრძნობდნენ,არაფერი ესმოდათ და მშვიდდებოდნენ.სხეულს დაახლოებით ერთ წუთში უერთებოდნენ.ტკივილი ამ დროს უკვე იგრძნობოდა.

თვალები უკნიდან

ფორმულირების თანახმად,რომელიც 1968 წელს სელია გრინმა წამოაყენა,რომელიც იყო ინგლისის ფსიქოფიზიკური გამოკვლევების ინსტიტუტის რექტორი,”სხეულსგარეთა ცდა” ნიშნავს,რომ აღქმის ობიექტები ისეთნაირად არის განლაგებული,რომ თვალყურის მდევნებელი სხვანაირად აღიქვამს მათ.ანუ ისე არა როგორც მისი სხეული უნდა აღიქვამდეს.საკმაოდ სწორი დახასიათებაა,თვლიან სელიას ახლანდელი კოლეგები,რომლებმაც ჟურნალ Science-სში გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები.მათ შეძლეს იმის გაკეთება,რაზეც მეცნიერი ქალი საუბრობდა.

ადამიანი მუზარადს იკეთებდა ვიდეოდისპლეიებით.სტერეოგამოსახულებას მასზე ორი ვიდეოკამერა აგზავნიდა,რომელიც გამოცდის ქვეშ მყოფი ადამიანისგან უკან,რამოდენიმე მეტრის დაშორებით იდგა.ისინი თითქოს თვალები იყვნენ.სხვანაირად რომ ვთქვათ,ადამიანი მარტო იმას ხედავდა,რასაც ეს კამერები უჩვენებდნენ.დარწმუნებისთვის,მეცნიერები იმ ჯოხით ეხებოდნენ ადამიანს,რომელსაც ვერ ხედავდა და ამავე დროს მეორე ჯოხს ატრიალებდნენ კამერის წინ.გამოცდის ქვეშ მყოფს ეგონა,რომ მისს ვირტუალურ სხეულს ეხებიან.

ვინც ეს გამოცდა გაიარა,ყველა ერთხმად იძახდა,რომ სხეული ნამდვილად დატოვეს….და კიდევ საინტერესო,გამოცდის შემდეგ ადამიანებს ჰკითხეს,ოთახის რომელ ნაწილში იმყოფებოდნენ.ისინი აჩვენებდნენ იმ ადგილს,სადაც იმყოფებოდა მათი ვიარტუალური სხეული.ნამდვილს კი ვერც იხსენებდნენ.

ექიმმა ოლაფ ბლანკემ,სხეულიდან გამოსვლა კლინიკური სიკვდილისა და კამერების გარეშე გააკეთა.სტატიაში,რომელიც გამოქვეყნდა პოპულარულ ჟურნალ Nature-ში,მან აღწერა ექსპერიმენტი,რომელიც 43 წლის ეპილეფსიით დაავადებულ ქალს ჩაუტარა.დაავადების გამოსაკვლევად,მის ტვინში ელექტროდები გადანერგა.შემთხვევით ტვინის იმ ნაწილს შეეხო,რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე და ნივთების აღქმაზე.შედეგად,ცოცხალმა პაციენტმა საკუთარი თავი გვერდიდან დაინახა.

სხვათაშორის,სკეპტიკოსები ეყრდნობიან ასევე ახლანდელ ექსპერიმენტებს უელსში.ადგილობრივი ექიმები თვალყურს ადევნებდნენ 39 პაციენტის კლინიკურ სიკვდილს.ამ დროს ისინი ხატავდნენ და “ცოტახნით მკვდარ” პაციენტებთან აკრავდნენ ნახატებს სიმბოლოებით.ვერავინ,ვინც სხეულიდან გამოვიდა,სიმბოლოები ვერ დაინახა.

პოსტი საკონკურსეა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close