ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

Myvideo-ს ატროფირებული თაობა (18+)

აზრი კარგი რამეა. მისი გამოხატვა – უკეთესი. ხოლო მისი გამოხატვა არგუმენტირებულად – საუკეთესო

აზრს ერთი ნაკლი აქვს – იმისათვის, რომ ის გამოხატო, როგორც მინიმუმ – უნდა გაგაჩნდეს. ხოლო იმისათვის რომ გაგაჩნდეს აზრი, როგორც მინიმუმ თავის ქალის შიგნით ორ ნაწილად დაყოფილი, დანაოჭებული ცომის მსგავსი ორგანოა საჭირო. ტვინს უწოდებენ. ტვინი საერთაშორისო ორგანოა და არ იმყოფება რომელიმე კონკრეტული ერის ტრადიციულ მფლობელობაში ან არამფლობელობაში.

კოცნაობა, გნებავთ ზასაობა, ორი ან ორზე მეტი ადამიანის ფიზიკური თუ სულიერი სიყვარულ/მოწონებ/აღგზნების გამომხატველი პროცესია. ის თითქმის ყველას უყვარს, ისიც საერთაშორისო პროცესია და რაც მთავარია, არც ის ეკუთვნის რომელიმე ერს ტრადიციულად ან არატრადიციულად.

Myvideo.ge-ს თაობა

Myvideo.ge კი ეროვნული ვიდეო-პორტალია, რომლის ეროვნული მომხმარებლების უმეტესობას არ გააჩნია ტვინი! არცთუ უსარგებლო ორგანო. შესაბამისად არ გააჩნიათ არც აზრი. Myvideo.ge ექსკლუზიურად ქართული ვებ-გვერდია და მისი მომხმარებლები (უმეტესობა) ექსკლუზიურად ქართულ კომენტარებს დებენ. როგორც წესი, არა აზრს, არამედ უაზრობას.

სწორად მიხვდით, პოსტი ეხება იმ კომენტარებს, რომლებიც Myvideo-ზე “კოცნის აქციის” ვიდეოს გავრცელებას მოყვა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამ თემაზე მეორე, განმარტებითი პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ რას ვიზამთ, როცა თვითონ ვერ მოგყავს კარტოფილი, მიდიხარ და ბაზარში ყიდულობ სხვისგან. როცა თავად არ გაგაჩნია აზრი, აუცილებელია, რომ სხვისგან მიიღო ის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კოცნის აქციის მიზანი არ ყოფილა კოცნა-კოცნისთვის. მოზასავე რამდენიმე წყვილიდან თითქმის ყველას ვიცნობ და ვიცი, რომ უსექსობა არც მათ აწუხებთ და არც მე, განსხვავებით პარტნიორის გარეშე დარჩენილი დაუკმაყოფილებელი სუბიექტებისგან, რომლებიც იმ კომენტარებში წარმოუდგენელი დოზით ხარჯავენ გამოუთავისუფლებელ სექსუალურ ენერგიას, რომელიც სხეულში ხანგრძლივი ტყვეობის გამო სიძულვილად და ღვარძლად იქცევა და გინების სახით გამოიხატება.

აქციის მიზანი პირადად ჩემი აზრით, საკმაოდ კეთილშობილური იყო: როცა ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც სამართალდამცავი აწესებს უკანონო, თვითნებურ აკრძალვებს და გეუბნება, რომ თავადაა კანონის დამდგენიც და აღმსრულებელიც, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია გამოვხატოთ პროტესტი და იმიტირებული კვარცხლბეკიდან ჩამოვიყვანოთ “სამართალდამცავები”. ეს აუცილებელია.

აქციის მიზნის გაგების სანაცვლოდ კი მაივიდეოს კომენტარებში ბოღმისა და ღვარძლის გრიგალი დატრიალდა. აი ერთი მაგალითი: “ჯიში და ჯილაგი მოგიტყანტ ტქვეე ***ეებოოოო რამ დაგა***ვააააააააააათ ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო , ტრადიციიები აგარ გინდაათ გააჯვით საქართველოდან ნუ აყურებინებთ ბავშვებს ესეთ საქციელს. სადაც დაგიჭერთ იქ მოგტ***თ”

აქედან დასკვნა: 1) უკოცნელობა და უსექსობა ქართული ტრადიციაა. 2) კოცნით და სექსით ჩვენ ამ ტრადიციებს ვარღვევთ. 3) რადგან არაქართულ ტრადიციას მივსდევთ, ეს ნიშნავს, რომ თავს ვიწონებთ, ვითომ “ევროპელები” ვართ, თან იმდნად ევროპელები, რომ სექსიც კი გვაქვს.

ასეთ “დასკვნებს” რაღათქმაუნდა ზემოთხსენებული კომენტარის ავტორები და მათი თანამოაზრეები დებენ. სამედიცინო/სამოქალაქო დონეზე კი მათი აგრესიის ანალიზი დაახლოებით ასეთი იქნებოდა: ფასადური ფსევდო-ტრადიციების მიღმა, რომელიც სექსის თემის სერიოზულ რეპრესირებას ახდენს თეორიულ დონეზე, იმალება N-რაოდენობით დაგრვებული სექსუალური ენერგია, რომლის გამოთავისუფლებაც ერთმანეთის შიშით, ან ჩუმად ხდება (უარეს შემთხვევაში ტუალეტისა და მარჯვენა ხელის იმედზე), ან საერთოდ არ ხდება. გამოუთავისუფლებელი ენერგია კი თავის მხრივ, არ არსებობს და დაგროვების გარკვეულ ზღვარს მიაღწევს თუ არა, ჩვენს დაუკითხავად თავისუფლდება სხვადასხვა ფორმებით. (ვუდი ალენმა ძალიან მარტივად და სხარტად აღწერა ეს სცენა: “გინახავთ რა მოხდება, თუკი ატომური ბომბი მოულოდნელად მაგიდიდან გადმოვარდა?”). წარმოიდგინეთ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი თინეიჯერი, რომელიც სხვების კმაყოფილებას უყურებს. რა მოუვა? დაიწყებს სუბლიმირებას. ხოდა, ბიძიკო, იმ კომენტარის ავტორო, სუბლიმირებ ეხლა შენ. ძალიან მარტივად რომ აგიხსნა, სუბლიმაცია ნიშნავს შენს მიერ დაგროვილი სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლებას ვერბალური (ანუ სიტყვიერი) გზით. როგორ დავიჯერო რომ ასე არაა, როცა ასე პირდაპირ, უსირცხვილოდ მთავაზობ სექსს სადაც დამიჭერ იქ?

ასეა, საზოგადოებაში, რომლის ეროვნული იდენტობა სექსის რეპრესირებას ნიშნავს, ჭირს კი მალავთ, მაგრამ ჭირი თავს არ მალავს. ენერგია, რომელსაც ტრადიციების დამცველის ნიღბით, სინამდვილეში კი პარტნიორის არ ყოლის გამო, სექსში წარუმატებლობის გამო წლების განმავლობაში ამწყვდევთ, ფუჭდება, ყროლდება, განიცდის მუტაციას და სიყვარულის ნაცვლად სიძულვილის სახით ევლინება ამ სიძულვილის საზოგადოებას. სექსისთვის ბორკილების დადების გამო ბოლოს თქვენ თავად აღმოჩნდებით მის ბორკილებში და განიცდით გონებრივ, მორალურ და ფიზიკურ ატროფიას. შედეგად კი ვიღებთ ახალგაზრდა, მაგრამ ატროფირებულ თაობას. Myvideo.ge-ს ატროფირებულ თაობას.

ატროფიისგან თავის ასარიდებლად კი მეორედ ვდებ ამ ვიდეოს. უყურეთ, და გულწრფელად მითხარით, რომ შეუძლებელია ამ ულამაზესი კადრების ნახვის შემდეგ გარყვნილება და სიმახინჯე უწოდო იმას, რაც აქვთ “შვეიცარიელ ძროხებს” და არ გაქვთ თქვენ. (არგუმენტი, ჩვენც ძროხები ხომ არ ვართო, არ გამაგონოთ)

[Video is not available, or edited by Administration]

მე კი თქვენი კეთილისმსურველი ვარ და ვიცავ სრულიად საერთაშორისო, მაშასადამე ქართულ ტრადიციას, სახელად “სექსი”.

ავტორი: გიორგი კიკონიშვილი, ჟურნალი ,,ლიბერალი”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close