მისტიკასაკითხავიუცნაური

უცხოპლანეტელები.. ხალხის გატაცება და სექსი, რა იმალება ამ ამბების უკან?

,,…მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ადამიანები, დიდი კოლექციონერები ვართ, არცერთ იმ ადამიანს (ვინც ირწმუნება,რომ უცხოპლანეტელთა გემბანზე დაუდგამს ფეხი) არ ჩამოუტანია დედამიწაზე რაიმე კოსმოსური ხელსაწყო ან არტიფაქტი, რომელიც უფოს საოცრების ამოხსნის საშუალებას მოგვცემდა.” ფილიპ კლასი.

,,უცხოპლანეტელები იქნებიან ისინი, ვისაც ვიპოვნით და ვიფიქრებთ,რომ ისეთი განსხვავებულნი არიან,რომ ადამიანმა რაც არ უნდა ცვლილება განიცადოს ასეთი ვერასოდეს გახდება ან კიდევ ასეთი ცვლილება შეუძლებელია მოხდეს. ” ჰენრი გი

ახლა არა და ადრე კი ბევრჯერ მსმენია მსგავსი ფენომენის შესახებ, ერთ დროს მახსოვს მოდაშიც იყო ამაზე საუბარი. გავრცელებულია აზრი, თითქოს უცხოპლანეტელები დამოგზაურობენ დედამიწის გარშემო, აქვთ სექსი ადამიანებთან და რეპროდუქციულ ექსპერიმენტებს აკეთებენ, ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს ერთის მხრივ იდუმალება და ახლავს, მეორეს მხრივ კი არც ისე საფუძვლიანი დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, მაინც იზრდება ,,დაჩაგრულთა” კულტი.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, თუ უცხოპლანეტელებმა ეს ვიდეო ნახეს, მაშინვე საქართველოსკენ აიღებენ გეზს და ამ ქალის მიერ წამოჭრილ პრობლემას ბოლოს მოუღებენ.

ბევრი აქტიურად ამტკიცებს, რომ 1947 წელს ნიუ–მექსიკაში უცხოპლანეტელების თეფში ჩამოვარდა, რომელიც შემდგომში ა.შ.შ–ს მთავრობამ შეაკეთა, მათვე ჰქონდათ საიდუმლო შეხვედრა ,,სხვა პლანეტიდან ჩამოსულ სტუმრებთან” იმ ადგილას, რომელსაც ახლა 51–ს ეძახიან. ამბობენ უცხოპლანეტელები ხალხს იტაცებდნენო, მაგრამ თავიანთი არსებობის მტკიცებულებებსაც ტოვებდნენ, მაგალითად ყველასთვის ცნობილი წრეები.. რქოსანი საქონელის დასახიჩრება.. ასევე წინასწარმეტყველების კარნახი, ანუ რომელიმე წინასწარმეტყველი მათი საშუალებით წერდა ხოლმე წინასწარმეტყველებას.. ამგვარ ამბებში ხშირად ჩართულია სპეკულაცია, ფანტაზია, თაღლითობა, საეჭვო ჩვენებები და მტკიცებულებები. მაგრამ უცხოპლანეტელების არსებობის მორწმუნეებს მყარად სჯერათ, რომ მთავრობა და მასმედია ყოველთვის ცდილობს დაფაროს ინფორმაცია უცხოპლანეტელთა არსებობისა და აქტიურობის შესახებ.

იმის მტკიცებას არ დავიწყებ, თუ რამხელა შანსია, რომ დედამიწის გარდა სხვაგანაც არსებობდეს სიცოცხლე. ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. შესაძლოა ისინიც განვითარებულები არიან, ან სულაც ნაკლებად განვითარებულნი, ან კიდევ ჩვენს დონეზეც დგანან.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უახლოესი ვარსკვლავი მზის გარდა, ისე შორსაა, რომ იქ ჩასასვლელად ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ ეყოფა. აქ საუბარია დაახლოებით 24 ტრილიონი მილის დაშორებაზე. 1 მილიონი მილის სიჩქარითაც რომ შეგვეძლოს იქ გაფრენა, ეს მოგზაურობა 2500 წელს მაინც გასტანს. 25 წელში რომ მოვხვდეთ იქ, 100 მილიონი/მილი სიჩქარით წასვლა მაინცაა საჭირო. ჩვენი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდის სიჩქარე კი საათში 40 000 მილია და 70 000 წელი დასჭირდება Alpha Centauri-მდე ჩასასვლელად.

გატაცება და გაუპატიურება?

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თურმე არსებობენ ისეთი არსებებიც, რომელთაც უკვე მოეპოვებათ ისეთი ნედლეული,რომლითაც ააშენებენ ხომალდებს, ივლიან სინათლის სისწრაფით,ან კიდევ უფრო სწრაფადაც.. ასეთი განვითარებული არსებები აქ ჩამოვლენ, მოიტაცებენ ხალხს და მათზე ექსპერიმენტებს განახორციელებენ?
არსებობს უამრავი ცნობა გატაცებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელთაც უცხოპლანეტელებს აბრალებენ. ეს უკანასკნელთა გარეგნობას კი ასე ახასიათებენ: პატარები, მელოტები, თეთრები, ნაცრისფერები ან მწვანეები არიან, აქვთ დიდი თავის ქალა, პატარა ნიკაპი, დიდი თვალები, წამახვილებული ყურები, ან საერთოდ ყურის გარეშე. ყველა მსხვერპლის მონაყოლი თითქოს ერთმანეთს ძალიან ჰგავს.. ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ მართლაც არსებობენ მსგავსი არსებები? თუ უბრალოდ მსხვერპლთა ნაამბობი კინოფილმებზე, სატელევიზიო პროგრამებზეა დაფუძნებული?

ბეტი და ბარნი ჰილი


უცხოპლანეტელთა ვიზიტების ამბავზე მასიური ლაპარაკი და ხალხის შეშფოთება სულ პირველად ბეტი და ბარნი ჰილის ამბავმა გამოიწვია. ისინი აცხადებდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს 1961 წლის 19 სექტემბერს. როგორც ჩანს მათ დაბრუნების შემდგომ არ ახსოვდათ რა მოხდა. შემდეგ კი ბეტი ყოველღამე კოშმარებს ხედავდა, რისი საშუალებითაც გაახსენდა თავსგადამხდარი ამბავი, რომელიც სასწრაფოდ უამბო ბარნის. თავის მხრივ ბარნი ამტკიცებს,რომ უცხოპლანეტელებმა მისი სპერმის ნიმუში აიღეს. ბეტი კი აცხადებს, რომ მუცელშიც გაუკეთეს მათ ნემსი. ეს ორი ადამიანი თავიანთ თავგადასავალს ძირითადად ჰიპნოზის ქვეშ ყვებოდნენ ხოლმე. ბარნიმ ისიც გაიხსენა, რომ უცხოპლანეტელებს მბრუნავი თვალები ჰქონდათ..

ბეტი და ბარნი 1961 წლის 19 სექტემბერს კანადაში შვებულების გატარების შემდგომ სახლში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ცაში მოციმციმე რაღაც სხეული შენიშნეს. ეს ნათება თავდაპირველად მაღალი მთებისკენ გადაადგილდებოდა თითქოს, შემდგომ კი წყვილის მანქანის პარალელურად დაიწყეს მოძრაობა და თანაც უფრო მოახლოვდნენ. საბოლოოდ კი ნათება მათ პირდაპირ აღმოჩნდა, ბარნიმ ბინოკლი მოიმარჯვა და დაკვირვებას შეუდგა, სწორედ მაშინ იხილა პირველად უცხოპლანეტელები, რომლებიც მწკრივად გადმოდიოდნენ ფანჯრებიდან. ამ დროს ბეტის ქმრის ბუტბუტი მოესმა: ,,შეუძლებელია, მე ეს არ მჯერა, მე ეს არ მჯერა, ეს ხომ სასაცილოა” იმეორებდა ბარნი. შემდგომ კი სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში ყვირილით: ისინი ჩვენს ხელში ჩასაგდებად მოდიანო” და კისრისტეხით დაქოქა მანქანა.
ბეტის არაფერი დაუნახავს, ის ვერ ხედავდა უცხოპლანეტელებს, მაგრამ ბარნი იძახდა, რომ ისინი პირდაპირ მათი მანქანის უკან იყვნენ. შემდგომ ხმაური მოესმათ, აი ჩანგლის მიწკარუნების მსგავსი და მოულოდნელად იგრძნეს როგორ მიდიოდნენ ძილბურანში.
როცა გამოიღვიძეს 35 მილის მოშორებით იყვნენ იმ ადგილისგან, სადაც ბოლოს დაიძინეს. ამასობაში 2 საათი გასულიყო.. არადა 35 მილის გავლას სულ 20-30 წუთი თუ მოანდომებდნენ. ისინი სახლში დაბრუნდნენ და გადაწყვიტეს დროებით დაევიწყებინათ ის ამოუცნობი 2 საათი.

მეორე დღეს კი გადაწყვიტეს მათ მიერ განცდილი სხვებისთვისაც გაენდოთ, შეეხმიანენ ოფიციალურ პირებსაც საჰაერო ძალების ბაზაზე. თუმცა მხოლოდ ამით არ ამოწურულა თავგადასავალი. დაახლოებით 10 დღეში ბეტის სიზმრები აეკვიატა. მან ნახა ზუსტად ის დღე, როდესაც უცნაური ამბავი გადახდათ, ოღონდ ამჯერად იხილა 8–11 კაცი, რომელნიც გზის პირას იდგნენ და მათი მანქანა გააჩერეს, შემდეგ დისკოს ფორმის ხომალდზე აუძღვნენ მათ და ,,გამოიკვლიეს”. თურმე თმის და კანის ნიმუშები აიღეს.. ჰილებს ფსიქიატრის, ბენჯამინ სიმონის დახმარებაც დასჭირდათ, რომელიც იმ პერიოდში უკვე პოპულარული ჰიპნოთერაპიით ცდილობდა დარღვევების აღდგენას..

ბეტისა და ბარნის მკურნალობამ 6 თვეს გასტანა, ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრ გარემოებას აეხადა ფარდა. ჰიპნოზის ქვეშ ორივე ერთნაირად ახასიათებდა გამტაცებლებს და მათ მიერ ჩატარებულ პროცედურებიც თითქმის ერთნაირად დაახასიათეს. პოსტჰიპნოზური წინადადების ქვეშ ბეტიმ შეძლო დაეხატა ,,ვარსკვლავთა რუკა”, გამტაცებლების წარმოშობის დასადგენად.

სწორედ ეს გახლავთ ის რუკა.. აქ მონიშნულია ისეთი ვარსკვლავებიც, რომლის შესახებ 1961 წელს თურმე საერთოდ არ იცოდნენ.
დოქტორ სიმონმა მოგვიანებით განაცხადა თავისი პირადი აზრი ჰილებთან დაკავშირებით. მან თქვა,რომ მოყოლილი ამბავი უბრალო ფანტაზია გახლდათ. ცნობილი ბოსტონელი ფსიქიატრის კარიერისთვის არც ისე ხელსაყრელი იქნებოდა ჰილების მოყოლილის სიმართლედ გამოცხადება. ამასთანავე სიმონმა განაცხადა, რომ ჰიპნოზის დროს ადამიანები სიმართლეს კი არ ჰყვებიან, არამედ იმას, რაც მათ სიმართლედ ჰგონიათ.

ჰილების ამბავი მრავალჯერ განმეორდა.. უკვე სხვა ადამიანების ნაამბობით ოღონდ. უმეტესობა მათგანს ასევე ემართებოდა ამნეზია, ამიტომაც მათთან გასაუბრება ჰიპნოზით, ან კონსულტირებით, ან ფსიქოთერაპიის შემდგომ ხდებოდა. მსხვერპლთაგან ბევრი ირწმუნებოდა, რომ მათ რაღაც იმპლანტანტები ჩაუდგეს სხეულში, ზოგი მეცნიერებს ტანზე გამოსახულ ნიშნებსა და შრამებს აჩვენებდა, რომელიც უცხოპლანეტელებთან სექსის დროს მიიღეს..

ვიტლი სტრიბერმა უკვე რამდენიმე წიგნი დაწერა თავისი გატაცების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მასაც არ ახსოვდა ეს ყველაფერი და მხოლოდ ფსიქოთერაპიისა და ჰიპნოზის საშუალებით მოახდინა რეალიზაცია. ვიტლი ირწმუნება,რომ მან შორეულ პლანეტებზეც იმოგზაურა, სურს ხალხმა დაუჯეროს, რომ თვითონ და მისი ოჯახის წევრები ხედავენ უცხოპლანეტელთა ხომალდს, მაშინ როდესაც სხვანი ვერაფერს ამჩნევენ.
ვიტლი უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შემდგომ შეიცვალა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის უფრო მღელვარე გახდა და ასეთი ცვლილება კარგად ჩანდა მაშინაც, როდესაც თავის ამბავს ჰყვებოდა. მას ,,შფოთის” შეტევები ჰქონდა, რამდენიმე ასეთი შეტევის შემდგომ მისი კვლევა რობერტ კლეინმა და ბუდ ჰოპკინსმა დაიწყეს, ჰიპნოზის ქვეშ კი ვიტლიმ უცხოპლანეტელებზე დაიწყო საუბარი.

სხვათაშორის ბუდ ჰოპკინსმა დემონსტრაციულად დაიწყო თავისი საქმიანობის გაშუქება სატელევიზიო პროგრამით. ,,უცხოპლანეტელთა გატაცებები” პირველად ეთერში 1996 წლის 27 თებერვალს გავიდა. კამერა ჰოპკინსს უღებდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ემოციურად აღელვებულ ,,პაციენტთან” ატარებდა სესიას. შემდეგ გადაცემაში ტელევიზია ჰოპკინსს ფლორიდაშიც გაჰყვა, სადაც ის ძალიან მხიარულად დაეხმარა ფსიქიკურად აშკარად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დედას, რომელიც ცდილობდა ჩაეგონებინა თავისი შვილისთვის, რომ მათ უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ.

სექსი უცხოპლანეტელთან?!

ამ სათაურის ქვეშ პამელა სტოუნბრუკი რომ არ ვახსენოთ დიდი ცოდვა დამედება : ) იგი 52 წლის ჯაზ–მომღერალია. როგორც ხედავთ საკმაოდ მომხიბლავიც. ერთ დღესაც მან შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, თურმე არც მეტი, არც ნაკლები 3 წელი 6 ფუტის სიმაღლის ,,რეპტილიასთან” (ჩვენებურად კი უცხოპლანეტელთან) ჰქონია რომანი. სხვათაშორის მისი ამბით დისქავერიც დაინტერესდა და გააშუქა კიდეც.

,,ჩემი პირველი სექსუალური ნაცნობობა უცხოპლანეტელთან ყველა იმ სასიყვარულო ურთიერთობისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია. ეს იმდენად ძლიერი და სასიამოვნო რამ იყო.. ამასთანავე თავად ის ნებისმიერ მამაკაცზე გაცილებით დიდი გახლდათ. ისიც კარგად მახსოვს რა ვიგრძენი, როდესაც პირველად დავინახე. ერთ დილას გამომეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ ,,ბერძენ ღმერთთან” ვაპირებდი სიყვარულით დავკავებულიყავი.. თავდაპირველად თავი ლუციდურ სიზმარში მეგონა, მაგრამ სექსი იმდენად ინტენსიური იყო, რომ თვალები დავხუჭე და მივხვდი, თუ რა კომფორტულად ვგრძნობდი თავდ ამ გაურკვეველი წარმოშობის არსებასთან. შემდეგ როცა თვალი გავახილე, დავინახე, რომ მისი ქერცლიანი რეპტილიისებური კანი ახლა გველის ტყავს ჰგავდა.. ამ დროს უკვე მივხვდი, რომ სექსი უცხოპლანეტელთან მქონდა. შემეშინდა, მაგრამ ამ დროს მან წამჩურჩულა: ,, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი”. ორგაზმი არაჩვეულებრივი იყო.. როდესაც მამაკაცებს ჩემი გამოცდილების შესახებ ვუყვები, ისინი რატომრაც ალმაცერად მიყურებენ.

პირველი შეგნებული კონტაქტი კი 1994 წელს მქონდა. მაშინ საკმაოდ დატვირთული სამუშაო მქონდა და ის დღეც ჩვეულებრივ საქმიანი გახლდათ. ღამე სახლში მივედი და დავიძინე, დილას კი იმის მაგივრად, რომ სამსახურში წავსულიყავი, როდესაც გავიღვიძე თავი უჩვეულო გემბანზე აღმოვაჩინე. ჩანასახის პოზიციაში ვიყავი მოკუნტული, მეტალის ოთახი კი მკრთალად იყო განათებული. ირგვლივ ნერვიულად ვიყურებოდი და ოთახში ნაცრისფერი არსებები დადიოდნენ, თან თვალს არ მაცილებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვფიქრობ ქალი იყო, მომიახლოვდა და მითხრა: ,,ნუ გეშინია, უბრალოდ გამომყევი”. მეც გავყევი და მან სხვა ოთახში გამიყვანა, შემდეგ კი კარი ჩვენს უკან დაიხურა. როგორც კი ეს მოხდა, ის გაქრა, სამაგიეროდ ჩემს წინ 3 პატარა, გოგონა უცხოპლანეტელი გაჩნდა და ისინი დედას მეძახდნენ. ამ დროს ისე შევშინდი, რომ სრულიად პარალიზებული ვიყავი. ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემს საწოლში მოვხვდი. თუმცა შიში არ გამნელებია, რადგანაც ის გამოვლილი იმდენად რეალური იყო, რომ.. შემდგომ წამოვხტი, წყალი შევისხი სახეზე და კიმონოს სახელოები ავიწიე, ამ დროს კი პატარა დალურჯებები შევნიშნე ხელზე, თითქოს უკან დაბრუნდა ყველაფერი, გავიხსენე როგორ მეჭიდებოდნენ ის პატარა უცხოპლანეტელები, სწორედ ამ ჩაბღაუჭებას შეეძლო დაეტოვებინა ამგვარი კვალი. იმ დღეს ნორმალურად არ მძინებია.. მხოლოდ იმ დღეს კი არა, ერთი წელი ვერ ვიძინებდი კარგად. ”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close