ზღაპრები

უცნაური დღე

♣უცნაური.com-ზე ვნახე სტატია სახელწოდებით: გასავლელი პარალელურ სამყაროში, თან იმ დღეს სულ მაგ თემაზე ვფიქრობდი. წავიკითზე და ბევრი რამ გავიგე სარკეებზე და ეგრეთწოდებულ პარალელურ სამყაროზე. დავიწყე ფიქრი ნეტა მართლა არსებობს ეს სამყარო? და გამახსენდა რომ სახლში მქონდა ძველი ძალიან ძველი ჟურნალი და დავიწყე კითხვა, აქაც ეწერა პარალელურ სამყაროზე სტატია. და ახსნილი იყო როგორ შეგვეძლო ამ სამყაროს დანახვა. : შეარჩიეთ მყუდრო და წყნარი ადგილი სადაც თქვენ თავს კარგად გრძნობთ და აიღეთ ორი სარკე ერთი დიდი ხოლო მეორე შედარებით პატარა და მოკალათდით სავარდზელში აიღეთ დიდი სარკე და დადგით თქვენს წინ. პატარა სარკე დაიჭირეთ ხელში ისე რომ დიდ სარკეში ჩანდეს პატარა სარკე და თქვენი თავი. მოეშვით და შეწყვიტეთ ფიქრი. ჩახედეთ თქვენს თავს თვალებში და დაიწყეთ ფიქრი იმაზე რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ასე გააგრძელეთ 1 წუთი და დახუჭეთ თვალები, ისევ გაახილეთ და განაგრძეთ ფიქრი შემდეგ უცბათ გაახილეთ თვალები და მიაჩერდით სარკეში სასურველ ადგილს, შეწყვიიტეთ ფიქრი და ისევ შეხედეთ თქვენს თვალებს.  ნამდვილად აღმოჩნდებით იმ ადგილას რასაც პარალელურ სამყაროს ვუწოდებთ.

ასე მოვიქეცი: შევედი ოთახში და ავიღე ორი სარკე დიდი და პატარა დიდი დავდე სავარძელთან ახლოს, პატარა კი ხელში დავიჭირე ჩავხედე ჩემს თავს თვალებში და შევწყვიტე ფიქრი…. თითქოს დავიღალე და კისერში დაძაბულობა ვიგრძენი. დავხუჭე თვალები, გავახილე და დავიწყე ფიქრი პარალელურ სამყაროზე,  წარმოვიდგინე რანაირი იყო ის, წარმოვიდგინე გრძელ კაბებში ჩაცმული გოგონები რომლებიც  გაკვირვებით მიყურებენ, წარმოვიდგინე პატარა ბავშვი რომელსაც ჩემი ეშინია და გაკვირვებული შემომცქერის თვალებში . შემდეგ ვიგრძენი სიცივე ზურგზე და თვალები გავახილე,  მივაშტერდი საკუთარ თვალებს. ისენი საოცრად შავი და ღრმა იყო. თითქოს სადღაც მივდიოდი თითქოს, სკოლის გზას მივუყვებოდი… ქარი ამოვადა სკოლასთან ქალი დავინახე რომელიც ტიროდა, ქალს რომ დავაკვირდი ვნახე რომ დედაჩემი იყო… გავვოცდი, და დავიწყე ფიქრი რაზე ტიროდა, ვეცადე ხმა ამომეღო მაგრამ ვერ შევძელი. ცაში ავიხედე და შავი ღრუბელი დავინახე შემდეგ მიწას დავხედე და ვნახე დამჭკნარი ყვავილი , ტირილი მომინდა მაგრამ ვერ ვტიროდი, გასვლა მინდოდა ამ სამყაოდან მაგრამ ვერ გავდიოდი, დედაჩემი კი ისევ ტიროდა, თითქოს გული ამტკივდა ხელი მოვიკიდე და  სისველე შევიგრძენი … თითქოს რაღაც ახმაურდა თითქოს ქუხილი დაიწყო , წვიმა წამოვიდა, დედაჩემი კი ტირილს არ წყვეტდა, წვიმა გაძლიერდა და ნისლი შეიკრა, მე დედაჩემს ვეღარ ვხედავდი, ის სადღაც ქრებოდა, თითქოს რაღაც დამეტაკა და ამ დროს ყვირილის ხმა გავიგე, შვილო სად ხარ, ნიკა სად დაიკარგე, შვილო… ვიღაც ყვიროდა მაგრამ ამ ხმას ქუხილის ხმა ფარავდა, ქალი ისევ ყვიროდა ნიკა რა გჭირს ნიკა, ნიკა… ამ დგროს გაიელვა და ოთახში ავღმოჩნდი სარკის წინ, ყვირილი გარედან ისმოდა, ნიკა, ნიკა სად ხარ ნიკა… კარი გავაღე და ვნახე ატირებული დედაჩემი: – შვილო სად იყავი სად დაიკარგე. მე კი გაოცებით ვუყურებდი მას… სადაა იქ ქალი რომელიც ტიროდა? სადაა საკოლა? მორჩა აღარასოდეს ჩავატარებ ექსპერიმენტებს…

პ.ს: ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ ახალბედა მწერალი ვარ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close