გასართობიუცნაური

როგორ ვაკონტროლოთ სიზმრები

ყველამ იცით ალბათ 2010 წლის ფილმი  “Inception” . ამ კინოს რომ ვუყურე ძალიან ჩამითრია თემამ : “როგორ ვაკონტროლოთ სიზმრები.”, სიზმარი ხომ ადამიანის საკუთარი სამყაროა, ჩვენ სიზმრებში ჩვენ ვართ მეფეები, ჩვენ ვაშენებთ სამყაროს, ჩვენ ვაკონტროლებთ მას, ვიქნებით ის რაც გვინდა, როგორც გივნდა, რამდენი ხანიც გვინდა, იმიტომ რომ ეს არის “სიზმარი”.  ხო და გეუნებოდით იმას, რომ ამ კინოს ნახვის მერე ბევრი ვეძებე ინტერნეტში, ბევრი წიგნი წავიკითხე, მოკლედ სიზმრებთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი გავიგე, და მივაგენი მეთოდს თუ როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სიზმრები.

> ამისთვის წაიკითხეთ დაწვრილებით… სიზმარში ადამიანი თავისი ცხოვრების  1/3 ატარებს, და რატომ უნდა დავკარგოთ დრო, როცა შეგვიძლია სიზმარი ჩვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ნაწილი გავხადოთ. სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა შევასრულოთ იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი სიზმრების კონტროლი.:

1) იყიდე პატარა დღიური, რომელსაც  კალამთან ერთად შენ საწოლთან ახლოს შეინახავ.

2) ყოველ საღამოს სანამ დაიძინებ, დაწერე შენს დღიურში ის რის შესახებაც გინდა დაგესიზმროს. (  გააკეთე პატარა ჩანახატები. უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი მიაქციე ყურადღება, მაგალითად როგორი ამინდი იქნება, როგორ ოთახში იქნები, რა იდება მაგიდაზე,  როგორი ტანსაცმელი ეცმევა სხვას. და ა.შ.  როდესაც გააკეთებ ჩანაწერს, დაწექი დასაძინებლად, არ უყურო ტელევიზორს, ან არ წაიკითხო წიგნი, თორემ შეიძლება შენი სიზმარი სულ სხვანაირი აღმოჩნდეს.)

3) გადაიკითხე ნელა და დაწვრილებით ის რაც დაწერე შენს დღიურში, ეცადე გონებით იქ წახვიდე სადაც  დღიურში გიწერია.

4) დაწექი, მოდუნდი, და იფიქრე მხოლოდ იმაზე რაც გინდა რომ დაგესიზმროს. დაიმახსოვრე უწვრილმანესი დეტალებიც კი მნიშვნელოვანია. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ის ადგილი სადაც გინდა რო იყო, რას გააკეთებ, როგორ მოიქცევი. იფიქრე დიალოგებზე პარტნიორთან,  წარმოიდგინე ხმები რომელსახ გაიგებ.

5)  როდესაც გაიღვიზებ, დაწერე იმის შესახებ რაც დაგესიზმრა, არა აქვს მნიშვნელობა იყო ეს ის სიზმარი რომელიც გინდოდა რომ გენახა თუ არა. გაავლე პარალელი შენს სიზმარს და შენს სურვილს შორის, გაანალიზე რა იყო მსგავსება და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

6) როდესაც რამე დაგესიზმრება, ეცადე შეახწიო შენს სიზმარში, გაანალიზო რომ  გძინავს, (ყველაზე მარტივი საშუალება: წაიკითხე ერთი და იგივე რამ ორჯე, თუ წარწერა არ დაემთხვა ესეიგი გძინავს.) ეცადე აკონტროლო  როგორც შენი თავი ასევე  სხვები შენს სიზმარში.

ასეთ სიზმარს ქვია გამჭირვალე სიზმარი  (“Lucid Dreaming” ). დაიწყე მარტივიდან და საბოლოოდ შეძლებ ყველაფრის კონტროლს.

 

p.s.

ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც  ჩემ თავზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე. სიმართლე გითხრათ თავიდან არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ჩემი სიზმრის სრულიად კონტროლს, მაგრამ  ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი სიზმრები ყველაზე სასიამოვნო პერიოდაი გახდა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემ სიზმარში არ არსებობს პრობლემები, არ არსებობს წესები, არანაირი შეზღუდვა, დავწვები ყოველ ღამე და ვფიქრობ, დღეს  პრეზიდენტი ვიყო  თუ, ანჯელინას ახლო ნათესავი :). ჩემი სიზმრები სრულიად ჩემს ხელშია და დამიჯერეთ არაფერია ამაზე სასიამოვნო, თითქმის ისეთ დონეზე მივედი რომ უკვე რეალობა აღარ მხობლავს, აღარ მიზიდავს, რეალობაში მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობ რომ ღამეს დაველოდო დავწვე დავიძინო და გავხდე ჩემი სიზმრების ღმერთი….

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close