არქივი

4,5 მლრდ წლის მეტეორიტში მეცნიერთათვის უცნობი მინერალი იმალებოდა

36f8119007af
რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო თბომედეგ ბეტონსა და მეტეორიტს, რომლის ასაკიც 4,5 მლრდ წელია? ერთის შეხედვით – არაფერი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, მეორეშიც საქმე გვაქვს იშვიათ, და რაც მთავარია, მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ მინერალთან.

ლოს-ანჯელესის ოლქსი გარემოს მუზეუმის მინერალების განყოფილების (Natural History Museum of Los Angeles County) ხელმძღვანელმა ენტონი კამპფმა (Anthony Kampf) აფრიკის ჩრდილოე-დასავლეთით ნაპოვნი მეტეორიტის კვლევის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ მასში მინერალი კროტიტი (krotite) შედის. ეს მინერალი არასოდეს შეგვხვედრია ბუნებაში, მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, ადამიანის ხელით შექმნილი ზოგიერთი სახეობის ბეტონის შემადგენლობაში შედის.

ციური სხეულის, რომლის შიგნითაც კროტიტია აღმოჩენილი, ინდექსია NWA 1934 CV3. იგი ჰონდრიტებს განეკუთვნება – ჩვეულებრივ მეტეორიტებს, რომლებიც დედამიწის ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. მეცნიერები თვლიან, რომ ჰონდრიტები ძირითადი სამშენებლო მასალაა ახალი პლანეტების დაბადებისას. მკვლევარი ვარაუდობს, რომ მინერალის ფორმირება, რომელიც კალციუმისგან, ალუმინისგან და ჟანგბადისგან შედგება, აირმტვროვან ღრუბელში დაახლოებით 1500 °С ტემპერატურაზე ხდებოდა, რომლისგანაც შემდგომში პლანეტები ჩამოყალიბდნენ.

კროტიტის შესწავლა, რომელსაც ალექსანდრ კროტის (Alexander N. Krot) პატივსაცემად დაარქვეს სახელი, – გავაიევის უნივერსიტეტის ცნობილი კოსმოქიმიკოსი, მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაიგონ მზის სისტემების განვითარების ადრეულ ეტაპებზე მიმდინარე პროცესები.

წყარო: www.internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button