არქივი

8 წლის ბიჭი გოგო გახდება

5eaa279d8ef1

პირველად სქესის შეცვლის ოპერაციას 8 წლის ბავშვს გაუკეთებენ.

ამერიკელი ჯოი რომერო ოფიციალურად გოგონა, სახელად ჯოზი გახდა. ის ექვსი წლის იყო, როდესაც ექიმებმა ტრანსსექსუალად აღიარეს. ახლა კი მას სქესი ყველა საბუთში აქვს შეცვლილი, ბიჭი გოგოდ იქცა, თუმცა ტექნიკურად ეს გარდასახვა მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც ჯოზის სქესის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციას გაუკეთებენ და ჰორმონალურ თერაპიას გაივლის. ეს მას სამომავლოდ იმაში დაეხმარება, რომ ქალად გაიზარდოს. ამის შესახებ ”Medikforum.ru” წერს.

ჯოის დედა, 42 წლის ვენესია ყვება, რომ ”ჯოი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც ისე იქცეოდა, თოთქოს ახალშობილს არწევდა. ხოლო როდესაც ლაპარაკი დაიწყო, მაშინვე განაცხადა: ”მე გოგო ვარ!”. ჩვენ მის გამოჯანმრთელებას ვცდილობდით და ვეუბნებოდით, რომ ის ბიჭი იყო. ოთხი წლის ასაკში კი მან კატეგორიულად გამოგვიცხადა: ”მე გოგო ვარ და ეს ასეა!”
ჯოზის მამა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში ინჟინერად მუშაობს. ”თავდაპირველად შეძრული ვიყავი ამით, ვაჟის დაკარგვას ვგლოვობდი. მაგრამ შემდეგ კარგად დავფიქრდი და მივხვდი, რომ ვაჟი კი არ დავკარგე, არამედ გოგონა შევიძინე”.

ჯოზი ჯერჯერობით არიზონაში საკუთარ სახლში იღებს განათლებას. სამხედრო ბაზის სკოლაში ბავშვებმა ამგვარი ტრანსფორმირება ვერ გაიგეს, ამიტომ მშობლებს ბავშვის შინ წაყვანა მოუხდათ. მალე მის წამლებით მკურნალობას დაიწყებენ, რათა სამომავლოდ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნების განვითარება შეწყდეს. 12 წლის ასაკში კი ის რეგულარული ჰორმონალური თერაპიის გავლას დაიწყებს, რაც მას სქესის საბოლოოდ შეცვლაში დაეხმარება.
სიახლის წყარო : topnews.ru

მსგავსი ამბები

Back to top button