კულტურა

ახალი Windows-ი წარადგინა სტივ ბალმერმა

05160a0c51ba
გამოფენა CES-2011 (Consumer Electronics Show) კორპორაცია Microsoft-ის მმართველმა სტივ ბალმერმა გააცნო მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა, რომელსაც ჟურნალისტებმა დაარქვეს Windows 8, ხოლო თვითონ ბალმერს არ უთქვია არაფერი მსგავსი, უბრალოდ აცნობდა როგორც ”ახალი Windows-ი”. ბალმერის სიტყვებით, ”ახალი Windows-ი” მიიღებს არქიტექტურის მხარდაჭერებს როგორებიცაა “System on a Chip” და ARM…

ARM-არქიტექტურა - ეს არის 32-ბიტიანი პროცესორი შემცირებული ბრძანებების აკრეფვით, რომელიც ამ დროისთვის იწარმოება კომაპნია ARM Limited-ის მიერ. ყველა ARM პროცესორი გამოირჩევა ენერგოკვების დაბალი მოხმარებით, ხოდა ამიტომაც ხშირად იყენებენ მობილურ მოწყობილობებში და ა.შ.

SoC ან System-on-a-Chip - სისტემა კრისტალზე, მის მიკროსქემაში კონცენტრირებულია რამოდენიმე კომპიუტერული კვანძი. შეუძლია წარმოაჩინოს ერთი ან რამოდენიმე მიკროპროცესორი, მეხსიერების ბლოკები ROM, RAM, Flash, სხვადასხვა გამოსათვლელი მიკროპროცესორი, კვების გამართვის სისტემა, USB ინტერფეისი კონტროლი, Ethernet და მრავალი სხვა. მოკლედ, სრულფასოვანი კომპიუტერი ერთ ჩიპზე. ამიტომაც მოცემულმა არქიტექტურამ მოიპოვა ადგილი მობილურების წარმოებაში.

კორპორაცია Microsoft-ის სურვილი ამ ტექნოლოგიების მხარდაჭერაზე, გვეუბნება იმას, რომ კომპანიას სურს “ახალი Windows-ის” პორტირება, რათა გავიდეს კონკურენტულ მობილური კომპიუტერების ბაზარზე. ბალმერმა არც კი უარყო ეს ფაქტი, და არც არაფერი უთქვია ახალი Windows-ის გამოსვლის ვადებზე.

 

სტივ ბალმერმა ასევე ილაპარაკა Microsoft Office-ის პაკეტის პორტირებაზეც, მისი გამოსვლის დროს მან აჩვენა Word და PowerPoint მუშაობის მაგალითები ARM სისტემაზე.

მსგავსი ამბები

Back to top button