კულტურა

დასასვენებელ პარკებსა და ბაღებში შემოღებული ახალი წესები, ანუ ,,წამოპლაკული ქალიშვილების” გამოსწორება

ed1dbffb628d

ჯერ შესაძლოა ბევრს არ გაგიგიათ ახალი წესების შესახებ, მაგრამ ამან ინტერნეტ სივრცეში დიდი აყალმაყალი გამოიწვია. თავდაპირველად ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა პოსტი, სადაც ისაუბრა თავის შეზღუდულ უფლებებზე. დიახ, თურმე პარკებსა და ბაღებში, სადაც წესით ადამიანები ისვენებენ, დაცვის თანამშრომლები ამ დროს დაგეშილები ადევნებენ თვალყურს დასვენების წესს. აი თუ ეს წესი თვალში არ მოუვიდათ, ან იმ დღეს ცუდ ხასიათზე არიან და სულ არ მოეწონათ როგორ ეხუტები გვერდზე მჯდომ საყვარელ ადამიანს, მოვლენ და დაუსაბუთებელ, მაგრამ მაინც პრეტენზიას წაგიყენებენ.

საინტერესოა რა შედის წესრიგის დამრღვევ მოქმედებებში?
1) ,,წამოპლაკვა” – ზუსტად ამ ტერმინს მოისმენთ სიუჟეტში,რომელიც პოსტკრიპტუმმა გააშუქა შაბათს. წამოპლაკვაში სავარაუდოდ ფეხების ზემოთ აწევა იგულისხმება, ანუ სკამზე დალაგება, ან უბრალოდ წამოწოლა,დაახლოებით ისე, როგორც პირველ ფოტოზე. მაგრამ როგორც თავად სიუჟეტის პერსონაჟი აფიქსირებს, წამოპლაკვა ქალიშვილი გოგონებისთვის ნამდვილად არ შეიძლება! ეს უკიდურესი ამორალობაა, აბა ის რისი ქალიშვილია თუ ფეხები აპლაკა?!
თუმცა ის აღარ დაუკონკრეტებიათ როგორ უნდა დაადგინონ ქალიშვილია წამოპლაკული არსება, თუ ,,წაიტეხა” კისერი უკვე სადმე?
მე კი ჩემის მხრივ მოვითხოვ იგივე წესი დაწესდეს ვაჟიშვილების მიმართაც. აბა ვაჟიშვილი კაცი რომ წამეიპლაკება, სულ კარგავს თავის პეწსა და სიკოხტავეს!

2) ,,უთხარი არა შეყვარებულს”– ან მოვა დაცვა და გეტყვის კმარას = ) ჩახუტება, სატრფოს მუხლებზე მოკალათება, კოცნა ეს ყველაფერი აკრძალულია. თუმცა კონკრეტული ამკრძალავი აბრა ან დაწერილი კანონი ამაზე არ არსებობს, სავარაუდოდ დაცვის წევრები თავად გვევლინებიან მოძრავი კანონების როლში და შიგადაშიგ ითავსებენ მოსამართლეთა როლსაც, რომელსაც სიტუაციის შეფასება და მოქმედებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა ევალება.

ვინ შემოიღო წესები?
თავისთავად ჩნდება ეს შესანიშნავი კითხვა, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ ჩანს. სიუჟეტში დაცვის წევრი ამბობს, რომ ამ ეს აკრძალვები უფროსობამ დაადგინა. მთაწმინდის პარკის უფროსობა კი აცხადებს, რომ არავითარი შეზღუდვა არ მოქმედებს, ოღონდ ინვენტარი არ დააზიანოთ და თუ გინდა ,,თავზე შემოგიწყვიათ ფეხებიო”.
იქნებ ამ წესების შემქმნელი და თავი თავად საზოგადოებაა? რატომ მიმაქვს საზოგადოებაზე ეჭვი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ როდესაც პარკში წყვილი ერთმანეთს კოცნის, ამვლელ–ჩამვლელის თვალთახედვა ამ ორი ადამიანის გარდა მგონი ვეღარაფერს ვეღარ ხედავს, ზოგი უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტებს რაღაცას, ზოგი ხელს ჩაიქნევს, აქაოდა წასულია ამათი საქმეო, ზოგიც ერის გარყვნა–გადაგვარების პრობლემაზე დაფიქრდება და გულში დემოკრატიულ მთავრობასაც შეუკურთხებს. მაგრამ რა დემოკრატია მეგობრებო, უკვე ლამისაა საბჭოთა წეს–წყობილებაში დავბრუნდეთ.
ვეძებე, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი კონკრეტული პარკების ზემოთ მოყვანილ წესებს (დაწერილ მდგომარეობაში). თუმცა მივაგენი ბათუმის ბულვარზე აი ასეთ საინტერესო ინფორმაციას:

a3ed93f75bc0

როგორც ჩანს ამ კითხვაზე ერთი პასუხის გამცემი მაინც ვიპოვნე, წესების შემომღები არც მეტი არც ნაკლები ჩვენი ბაბუები ყოფილან. მართალია, მართალი.. ბაბუა ალბათ ახლა სამოთხიდან გადმომყურებს და ბედნიერია წამოპლაკვის საშუალებას რომ არ მაძლევენ ,,კეთილი ბიძიები.”

რას ფიქრობს საზოგადოება ამ ნორმების შესახებ და როგორ აფიქსირებენ ისინი აზრს ინტერნეტში?

ფორუმზე ბაბუას ხუთოსანი შვილიშვილიც გამოჩნდა და აი ასეთი ზრდილობიანი კომენტარი დატოვა.

3c6902282193
სახლში ზასაობაზე თურმე არ აქვს პრეტენზია, აი ისღა გვაკლდა სახლშიც შემოგვივარდნენ და ასეთებმა წაგვიყენონ პრეტენზიები = ))

4e7aae9bb008

ეს სასაცილო კომენტარი კი ბაბუების დანაშაულს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს : ))))))

ბევრ მშობელს გასამართლებელ საბუთად ის მოჰყავს, რომ შიშით ბავშვებს ვეღარ ასეირნებენ პარკებში, რომ ეს თახსირი ახალგაზრდობა რყვნის მათ შვილებსაც, მაგრამ აი რას ამბობს ერთ–ერთი მშობელი:

08a752cd53fd

მოკლედ ყველა გზა რომისკენ არა, მაგრამ საზოგადოების აზროვნებისა და ცნობიერებისკენ კი მიდის. ჯერ ხალხმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან რა არის გარყვნილება, რა არის სიყვარული, რა რყვნის ბავშვს და რა არა.
მშობლების არასწორი მიდგომის წყალობით ბავშვებს აი ასეთი აზროვნება და სტერეოტიპები უყალიბდებათ

b085f3c55655

აქ დააკლიკეთ და უყურეთ პოსტკრიპტუმის სიუჟეტს ამ თემაზე

ასევე ფეისბუქზე გაიხსნა შესაბამისი გვერდი, სადაც ათასზე მეტი მომხმარებელი აპროტესტებს შემოღებულ აკრძალვებს – იხილეთ აქ

შეიქმნა ივენთიც, რომლიც მონაწილეებიც აქციის მოწყობას გეგმავენ ხვალ, მათი ინფო ფეისბუქზეა გამოქვეყნებული და ასე გამოიყურება:

ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას. 24 ივნისს, პარასკევს, საღამოს 8 საათზე მოგვყავს ჩვენი შეყვარებულები/მეგობრები/GF/BF-ები, ცოლები/ქმრები და ყველანი სახალხოდ ვზასაობთ რიყის ახალ პარკში, მინი ამფითეატრთან! თუ კოცნა დანაშაულია, მაშინ ვამაყობთ, რომ ჩვენ ამხელა დანაშაულს ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ! ♥

647971e4638f

მართლა გაიმართება თუ არა ხვალ თბილისში ასეთი სცენა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კომენტარებში დაიცავით ცენზურა!!!!!

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button