საკითხავისასარგებლოუცნაური

ჯონ ჰინკლის საქმე

ჯონ ჰინკლის საქმე ამერიკის მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა.
ჯონ ჰინკლი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტ როლანდ რეიგანს ესროლა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ უდანაშაულოდ ცნო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ჰინკლისთვის გამოტანილი ვერდიქტი გააპროტესტა. ჰინკლის საქმეზე ჩატარებული გამოკითხვისას, ამერიკელთა 83-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აშშ-ში მართლმსაჯულება არ შედგა. საქმე ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერდიქტის გამოტანამდეც მიიჩნევდა, რომ ამერიკის პრეზიდენტზე თავდამსხმელი უნდა გაესამართლებინათ.

ჰინკლი 1981 წლის 30 მარტს მომხდარი ფაქტის გამო დააპატიმრეს, მან ვაშინგტონში მდებარე, სასტუმრო ჰილტონიდან გამოსულ პრეზიდენტს რამდენჯერმე ესროლა. პრეზიდენტს, რომელიც ლიმუზინისკენ მიემართებოდა ჰინკლიმ ჯერ დაუძახა, ხოლო შემდეგ ესროლა.

ერთი ტყვია თავში მოხვდა პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს ბრედლის, მეორე ტყვიით დაიჭრა პოლიციელი, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა, მესამე ტყვიამ კედელი დააზიანა, მეოთხე პრეზიდენტის პირად დაცვას გულში მოხვდა, მეხუთემ პრეზიდენტის მანქანის მინა დაამსხვრია, ბოლო, მეექვსე ტყვია ამერიკის პრეზიდენტს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი პრეზიდენტი სპეციალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს.
სასამართლო პროცესის მსვლელობისას დადგინდა, რომ გასროლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰინკლიმ გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა მსახიობ ჯუდი ფოსტერს, რომელზეც  უგონოდ იყო შეყვარებული. ის წერდა, რომ მოაწყობდა თავდასხმას პრეზიდენტზე, რათა მისი ყურადღება მიექცია. პროცესის მსვლელობისას ჰინკლიმ მოითხოვა მსახიობის მოწმედ მიყვანა, რომელმაც დაადასტურა, განსასჯელის მონათხრობი. აღსანიშნავია, რომ ჰინკლიმ პროცესზე ჯუდი ფოსტერს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა და ერთხელაც არ შეხედა მასზე შეყვარებულ განსასჯელს, ფანქარი ესროლა და დაემუქრა, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს, მას სასტიკად გაუსწორდებოდა.
რამდენიმესაათიანი თათბირი ჰინკლისთვის გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტით დასრულდა – ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ჰინკლი უდანაშაულოდ ერთხმად ცნო, თუმცა, იგი ფსიქიკურად დაავადებულად მიიჩნიეს.

ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ჰინკლის გამართლების საფუძვლად მიიჩნია მიზეზი – მსახიობის, რომელზეც ჰინკლი შეყვარებული იყო, პირისპირ ნახვა და არ მიიღო ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომ განსასჯელს პრეზიდენტის მოკლვა განზრახული ჰქონდა და, ამიტომაც, ჰინკლი დამნაშავედ არ ცნო.

წყარო: msajuli.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close