მისტიკასაკითხავიუცნაური

ლონდონის მოჩვენებები

მოგესალმებით :) ისევ ჩემ საყვარელ ქალაქს შევეხები :)

მაშ ასე,

ყველაზე სახელგანთქმული მოჩვენებები,სავარაუდოდ ზუსტად ლონდონში ბინადრობენ.მთელი ქალაქი,უბრალო სახლებიდან დაწყებული,ლონდონის თაუერით დამთავრებული,გავსებულია მოჩვენებებით.

ინგლისის ბანკში,ბინადრობს “შავი მონაზონი” – მოჩვენება,რომელიც ბანკის ბაღში დასეირნობს.ითვლება,რომ ეს სარა უაითჰედის მოჩვენებაა,ბანკის ყოფილი თანამშრომლის ფილიპ უაითჰედის დის,რომელიც დააპატიმრეს 1811 წელს.უაითჰედს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.მისმა დამ ეს ისე განიცადა,რომ შემდეგი 25 წელი ბანკში მოდიოდა და ძმას ეძებდა.როდესაც სარა გარდაიცვალა,ის ძველ ეკლესიაში დამარხეს.შემდგომ კი აქ ბანკი და მისი ბაღი ააშენეს.ამის შემდეგ,აგერ უკვე 150 წელი,მას ხშირად ხედავენ ბაღში,იგი ისევ თავის ძმას ეძებს.

სავარაუდოდ,ყველაზე საშინელი მოჩვენება ბინადრობს ლონდონში,ბერკლი სკვერის სახლში.მან,როგორც იტყობინებიან,სიკვდილამდე მიიყვანე 3 ადამიანი.პირველ შემთხვევაში,ეს იყო პატარა ბავშვი,რომელიც შიშისგან გარდაიცვალა.ამბობენ,რომ აქ ხშირად ჩნდება მისი მტირალი მოჩვენება.მეორე ისტორიაში,მოთხრობილია ქალის მოჩვენებაზე,რომელიც ოდესღაც ამ სახლში თავის ბიძასთან ერთად ცხოვრობდ.ერთხელაც,როცა ბიძის ბინძური ქმედებებისგან უნდოდა გათავისუფლება,ფანჯრიდან გადახტა.მნახველები ამტკიცებენ,რომ ხედავენ მის მყვირალა მოჩვენებას,რომელიც ფანჯრის რაფაზე დგას.მესამე ისტორიაში მოთხრობილია,ერთ საშინელ ფერმკრთალ კაცზე.გაკრვეული დროის განმავლობაში სახლში არავინ ცხოვრობდა და იქ ორი მეზღვაური დასახლდა.უცებ მათ გაეღვიძათ კიბეზე ფეხის ხმის გამო.ვიღაც შემოვიდა ოთახში.მისი დანახვისას,საწყალ მეზღვაურს ისე შეეშინდა,რომ ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.მეორე მეზღვაური,შემდეგ ქუჩაში იპოვეს,შიშისგან ყველა გრძნობა გამქრალი ჰქონდა.

 

სახლი ბერკლი სკვერში,ვიქტორიანულ ეპოქაშიც პოპულარული იყო და აქ ხშირად მოდიოდნენ ტურისტები.ერთი,ფრიად ცნობისმოყვარე მამაკაცი,ლორდ ლიტლტონი,ერთი ღამით დარჩა ამ სახლში.იგი იარაღით იყო აღჭურვილი და ეგონა,რომ ეს დაიცავდა.შემდგომ ყვებოდა,რომ სროლა მოუწია იმ მოჩვენებაში,რომელიც სიბნელიდან დაესხა თავს.ყვებიან,რომ ამ სახლის დიდი ხნის “მოღვაწეობის” დროს კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.ერთხელ,ერთ ოთახში,რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მოჩვნებები,შიშისგან მტირალი მოსამსახურე იპოვეს.ის გადაიყვანეს საავადმყოფოში,სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.როდესაც მოსამსახურე ჯერ გონზე იყო,ექიმები ცდილობდნენ რამის გაგებას.მაგრამ ის არ ლაპარაკობდა,ამბობდა,რომ ეს იმდენად საშინელი იყო,რომ მოყოლასაც ვერ შეძლებდა.

მალევე გამოჩნდა სხვა მოხალისე,რომელმაც გაატარა ღამე ამ ოთახში,რომ გაეგო რა მოხდა იქ.დილას იგი მკვდარი იპოვეს,შიშისგან გამოცვენილი თვალებით.მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა…რაც უწმინდური ძალაც არ უნდა იყოს ბერკლი სკვერში,ის უკვე აღარავის აწუხებს.

 

კიდევ ერთი ცნობილი ადგილი ლონდონში,რომელსაც ხშირად სტუმრობენ მოჩვენებები,- სამეფო თეატრი,დრური-ლეინზე.ამ ძველებურ სახლში,რომელიც 300 წლისაა,არაერთი მოჩვენებაა.ყველაზე სახელგანთქმული რა თქმა უნდა “ადამიანი ნაცრისფერშია”,რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი შეშინებული მსახიობი ხედავდა.ის დადის დარბაზსში სკამებს შორის და შემდეგ კედელში უჩინარდება.ხანდახან მას ხედავენ მაყურებლის ამპლუაში.ხშირად ამბობენ,რომ მისი გამოჩენა სპექტაკლის წინ- კარგის მომასწავებელია.

ასევე აქვე ბინადრობს მოცეკვავე დენ ლინოს მოჩვენება.საგრიმიოროს სარკეში,რომლითაც იგი სარგებლობდა,ხშირად ჩნდება მისი სახე.მნახველები ამტკიცებენ,რომ ის ზუსტად ლინოა.ხანდახან თეატრში ბევრი უცნაური შემთხვევა ხდება და ეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოჩვენებების იონებია.მსახიობები ამბობენ,რომ ხშირად,სპექტაკლის დროს,ვიღაცის ხელის შეხებას გრძნობენ.

თეატრი დრური-ლეინზე,შეიძლება პოპულარულია,მაგრამ არა ერთი,სადაც მოჩვენებები სახლობენ.თურმე,ისინი კიდევ 5 თეატრში არიან.მათ შორის- ჯონ ბაკსტოუნის სული.იგი თეატრის ხელმძღვანელი იყო და დედოფალ ვიქტორიას ფავორიტი.მისი მოჩვენება ძალიან კეთილია,ხშირად ჩნდება მაყურებელთა შორის,ხოლო მისი საგრიმიოროს კარი თავისი იღება და იკეტება.”ჰეიმმარკეტში” ხშირად დაბოდიალობს ჰენრი ფილდის მოჩვენება,რომელიც იყო თეატრის მსახიობი და ხელმძღვანელი XVIII საუკუნეში.თეატრ “კოლიზეუმში” ყოველ წელს ჩნდება მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცის სული.ამბობენ,რომ თავისი დაღუპვის წინა დღეს,მან ზუსტად აქ უყურა სპექტაკლს.

ლონდონში არიან ყველა გემოვნების მოჩვენებები- კლოუნებიდან მეფეებამდე.ბევრი ადამიანი ამტკიცებს,რომ ხედავდნენ გეორგ II-ის სახეს კენსინგტონის სასახლის მთავარი შესასვლელის თავზე მდებარე ფანჯარაში.ყვებიან,რომ სიკვდილის წინ მეფე ზუსტად აქ იდგა იმ იმედით,რომ ქარის მიმართულება შეიცვლებოდა და გერმანიიდან მომავალი გემები,მნიშვნელოვანი დეპეშებით მალე ჩამოვიდოდა.მაგრა,Но1760 წლის 25 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა,ისე რომ ვერ წაიკითხა დეპეშები…და ამ დრომდე,გეორგ II-ის მოწყენილი სახე ფანჯარაში ჩნდება და ელოდება დეპეშებს.

 

რა თქმა უნდა,თაუერის ხსენების გარეშე,ლონდონის მოჩვენებებზე საუბარს ვერ დავასრულებ.ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი,ზუსტად ედვარდ სვიფტისგან მივიღეთ,რომელიც სამეფო საგანძურის მფარველი იყო 40 წლის განმავლობაში.სვიფტი იხსენებდა,რომ ერთხელ 1817 წლის ოქტომბერში,ის მთელი ოჯახით ვახშმობდა საგანძურის სასადილოში,როდესაც მათ თვალწინ უცნაური რამ მოხდა: მათი მაგიდის ზევით სული “ეკიდა”.უცებ იგი მაგიდის გარშემო გაცურდა.მისის სვიფტა დაიკივლა: “ღმერთო,მან ხელი მტაცა!”.მაშინ სვიფტი ავარდა და სკამი მოუქნია უცნაურ მოჩვენებას.საინტერესოა,მაგრამ არც სვიფტის შვილს და არც რძალს იგი არ დაუნახავთ.

თვითმხილველთა მტკიცებით,ყველაზე საშინელი საყურებელი,რომელიც თაუერში ნახეს,გრაფინია სოლსბერიისკის წამების სცენაა.რომელიც ჰენრი VIII-ის ბრძანებით აწამეს.ეს ჩვენება მხოლოდ წამების წლისთავზე ჩნდება.მნახველები ამბობენ,რომ გრაფინია საკმაოდ კარგად ჩანს და მისი ყვირილიც გარკვევით ისმის.

გასაკვირი არაა,რომ მოჩვენებების უმეტესობა “სისხლის კოშკში” ბინადრობს.აქ ჩნდება ორი პატარა პრინცი,ედვარდ V და მისი ძმა რიჩარდი,ისინი მოკლეს ჰერცოგ რიჩარდის ბრძანებით,რომელიც შემდგომ მეფე რიჩარდ III გახდა.მათი მოჩვენებები ბევრჯერ უნახავთ..ხელიხელჩაკიდებულები დადიან სიმშვიდის მოსაპოვებლად.

უთავო სხეული ანნა ბოლეინის,ერთ-ერთი ცოლი ჰენრი VIII-ის.იგი ბევრჯერ ჰყავთ ლონდონის თაუერის სხვადასხვა ადგილას ნანახი.ერთმა ფელდმარშალმა მოყვა,რომ ანნას მოჩვენება მეფის საძინებელთან ნახა.ამბობს,რომ მის წინ ანნას უთავო სხეული გაჩნდა და მან გრძნობ დაკარგა.მაგრამ,მას არ დაუჯერეს და იფიქრეს,მთვრალი იყოვო.

აი ასეთი ამბები ხდება ლონდონში…მიუხედავად იმისა,რომ ეს არ ვიცოდი და ახლა გავიგე,მაინც სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ქალაქში :) ყველას დიდი მადლობა :) ესეც ჩემი მე100 პოსტი

BY ნაწკა

 


ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close