არქივი

მთვარე

a8d74c9dcb1a

1969 წლის 20 ივლისს ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარეზე ავიდნენ დ პირველი ადამიანები გახდნენ,ვინც მთვარეზე ფეხი დადგა.ისინი რუხი ფერის ფხვიერი ნიადაგის მქონე ცივ და უსიცოცხლო სამყაროში აღმოჩნდნენ,სადაც მზე სრულიად ბნელი ციდან ანათებდა.

1cf23aefc124

მთვარე დედამიწის ბინებრივი თანამგზავრია.სხვა პლანეტებსაც აქვთ საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი თანამგზავრები.ჩვენი მთვარე ქვის უსიცოცხლო ბურთია,რომლის დიამეტრი დაახლოებით დედამიწის დიამეტრის 1/4-ის ტოლია.მასზე არც ატმოსფერო,არც თხევადი წყალი და არც სიცოცხლეა.ათასობით მილიარდი წლის მანძილზე მთვარეზე ცოტა რამ თუ შეიცვალა.
მთვარეზე ტელესკოპის გარეშეც ადვილად შენიშნავთ ბნელსა და ნათელ არეებს.ბნელი უბნები,ათასობით მილიონი წლის წინ გამდნარი ქანების მიერ მთვარის ზედაპირზე არსებული ღრმულების ამოვსების შედეგად წარმოიქმნა.მთვარის ძველ რუკებზე მათ ზღვებს უწოდებდნენ ,მაგრამ,
სინამდვილეში ისინი კლდოვანი დაბოლოებებია.მთვარეზე ასული პირველი ასტრონავტები სიმშვიდის ზღვაზე გადმოსხდნენ.მთვარის ზედაპირის უფრო ნათელი არეები,მთიანი ადგილებია.

15dfd6cd7f91

ყველგან კრატერებია

მთვარე კრატერებითაა დაფარული.ისინი კოსმოსიდან ჩამოცვენილი ლოდების შედეგია.მათი უმრავლესობა მთვარის ჩამოყალიბებიდან მცირე დროის შემდეგ გაჩნდა.უფრო მოზრდილმა ლოდებმა,რომლებსაც ასტეროიდებს უწოდებენ,წარმოქმნეს აუზები,რომლებიც მოგვიანებით “ზღვებად” იქცა.”ზღვიან” ადგილებში უფრო ცოტა კრატერია,ვიდრე მთებში. კრატერების ზომები რამდენიმე სანტიმეტრიდან 100 კილომეტრამდე მერყეობს.ზოგი მათგანი უფრო განიერიცაა.მთვარის ყველაზე დიდი კრატერია ბეილი,რომლის სიგანე 295 კილომეტრია.

75005dd816f7

ახლოს და შორს

მთვარე დედამიწას გარს უვლის დაახლოებით 384 400 კილომეტრის დაშორებით.მთვარის გრავიტაცია 5-ჯერ უფრო ნაკლებია,ვიდრე დედამიწისა,თუმცა იმის გამო,რომ მთვარე ასე ახლოსაა,დედამიწაზე მიქცევ-მოქცევების ძირითადი მიზეზი სწორედ მისი გრავიტაციული ველია. მთვარე დედამიწის გარშემო შემობრუნებას იმდენსავე დროს ანდომებს,რამდენსაც დედამიწა – საკუთარი ღერძის გარშემო.ეს იმას ნიშნავს,რომ მთვარე დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხრითაა მიმართული.კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის მეორ,შორეული მხარის გამოსახულება გადაიღო.მასზე უამრავი კრატერია,მაგრამ უფრო ცოტა “ზღვაა”.

როგორ შეიძინა დედამიწამ მთვარე

ასტრონომები დიდხანს იმტვრევდნენ თავს იმასთან დაკავშირებით,თუ საიდან გაჩნდა მთვარე.ყველაზე უფრო გავრცელებული აზრის თანახმად,დედამიწას მისი გაჩენიდან ძალიან მალე უზარმაზარი ასტეროიდი შეეჯახა.ძლიერმა დარტყმამ დედამიწის ვეებერთელა ნაწილები კოსმოსში გატყორცნა.ზოგიერთი მათგანი დედამიწის გარშემო ორბიტაზე დარჩა.შემდგომ,გრავიტაციულმა ველმა ნამტვრევების შეერთება და თავმოყრა გამოიწვია.სწორედ ამის შედეგად წარმოიქმნა მთვარე.

1fbfca4a3b95

“აპოლოს” მისიები

1969 წლის ივლისიდან 1972 წლის დეკემბრამდე,ამერიკელი ასტრონავტების ექვსმა ეკიპაჟმა მთვარეზე წარმატებული დაშვებები განახორციელა.ყოველი მისიის ხელმძღვანელი მთვარის გარშემო ორბიტაზე რჩებოდა,ხოლო მთვარის მოდულის ორი ასტრონავტი მთვარის ზედაპირზე გადაჰყავდათ.როდესაც ასტრონავტები ზედაპირზე სამუშაოებს დაასრულებდნენ,მთვარის მოდულს ისინი ისევ ორბიტაზე გადაჰყავდა.ისინი ძირითადად ხომალდზე გადადიოდნენ,რომელსაც ეკიპაჟის სამივე წევრი დედამიწაზე მოჰყავდა.”აპოლოს” ასტრონავტებმა 400 კილოგრამი მთვარის ქანები შეაგროვეს და მრავალნაირი ექსპერიმენტი ჩაატარეს.მთვარეზე გაფრენილმა ბოლო სამმა ეკიპაჟმა ელექტრული მთვარემავალი წაიღო,რათა უფრო შორეული ექსპედიციები განეხორციელებინათ.

მსგავსი ამბები

Back to top button