ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

Feno Notebook – ანუ ახალი სიტყვა “Gadget” დიზაინში

დაგაინტერესათ? განაგრძეთ :)

დიდი ხანია ტექნოლოგიების თემაზე დავიწყე წერა და ესეც ჩემი მომდევნო პოსტი.

რა თქმა უნდა ყველას გვიფიქრია კომპაქტურ მოწყობილობებზე, ისეთებზე ჩანთაში მარტივად რომ ჩავაგდებთ და სადაც მოგვინდება წავიღებთ. ეგ რა გასაკვირია თანამედროვე სამყაროში ასეთი მოწყობილობები, თუმცა მათ ერთ-ერთ მთავარ პრობლემა ხშირად მოუხერხებლად პატარა ეკრანია. დიზაინერმა ნეილს ვან ჰოფმა კი პრობლემის მშვენიერი გადაწყვეტა მოიფიქრა.

წარმოგიდგენთ Feno Notebook – ს.

მოწყობილობა აღჭურვილია ორი მოქნილი OLED პანელით, რომლებიც ფუნქციონირებენ ისე როგორც ერთი მთლიანი ეკრანი. ჩვეულებრივი ეკრანისგან განსხვავებით მისი გადაკეცვაა შესაძებელი რაც მისი კომპაქტურობის მთავარი საიდუმლოა. ეკრანის ქვემოთ მიმაგრებულია კომპაქტური პანელი მოიცავს კლავიატურას, დამატებით პორტებს, დისკის წამკითხველსა და პატარა, ორიგინალური დიზაინის მქონე მაუსს რომელიც პანელშივე ინახება.

 

გაშლილი Feno ცოტათი სასაცილოდაც კი გამოიყურება რადგან კლავიატურის პანელი მთელი ეკრანის მესამედი ზომისაა და იმის შეგრძნებას ტოვებს რომ შეიძლება უკან გადავარდეს. თუმცა ვფიქრობ ამაზე ნამდვილად გათვლიდნენ და ასე არ დაემართება :)

მართალია სკეპტიკოსები ამ მოწყობილობას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ, ზოგი მიიჩნევს რომ ეკრენების შეერთების ადგილას შესაძლოა ჩნდებოდეს პატარა ზოლი რომელიც სურათში რა თქმა უნდა არ ჩანს. ამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ მაინც დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა ვინც ასეთ იდეებზე მუშაობს.

წყარო: http://blog.cst.ge/

 

ჩემი წინა პოსტები უცნაურზე:

Flyano – საფრენი აპარატი პერსონალურად თქვენთვის

Google +1 ღილაკი საიტებისთვის – გახადე შენი საიტი მეტად სოციალური

 

ჩემი ყველა პოსტი უცნაურზე

 

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close