რომელია თქვენი ყვავილი?
ყველა ქალს აქვს თავისი საყვარელი ყვავილი,მაგრამ ყველამ არ იცის თუ რომელი ყვავილის აურა მოქმედებს მასზე საუკეთესოდ.გააგრძელეთ და გაიგებთ…
იმისათვის რომ ეს გაიგოთ საჭიროა არითმეტიკული გამოთვლები.ამისათვის ,თქვენი დაბადების თარიღის ყველა რიცხვი შეკრიბეთ.მაგალითად:თუ თქვენ დაიბადეთ
23.07.1971=2+3+7+1+9+7+1=30=3+0=3
3- არის თქვენი პერსონალური ნომერი.
1.
ვარდი
ზოგჯერ თქვენ შეცდომით გთვლიან სასტიკ და უგრძნობ ადამიანად.როგორც ვარდის ეკლები,თქვენი ხასიათიც აშინებს გარშემომყოფებს.მაგრამ ვინც რეალურად გაგიცნობთ და ვისაც თქვენს სულში ჩაახედებთ წარმოუდგებით როგორც მშვენიერი,ნაზი და რომანტიული ადამიანი,როგორც ვარდის ფურცლები.
რჩევა:ეცადეთ თქვენს სიახლოვეს ყოველთვის იქონიოთ ახლადგაფურჩქვნილი ვარდი,ის თქვენ დაგეხმარებათ გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოებაში.
2
კალენდულა
თქვენი ყვავილი-მშვენიერი ნარინჯისფერი ფურცლებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.ის ყოველთვის მზისკენაა მიბრუნებული და კარგ განწყობას გვიქმნის.თქვენც მასავით ნათელი და მხიარული ხართ.თქვენ მოგწონთ ქალად ყოფნა,რომელიც ღირსეულად ცხოვრობს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
რჩევა:ყოველთვის იქონიეთ თქვენი ყვავილი ახლოს,რომ მისმა აურამ დაგიცვათ ტყუილისა და შურისაგან.
3
ზამბახი
ყვავილის სამეული სტრუქტურა:სამი ფურცელი შიგნით,სამი-ზევით მიმართული და სამი-ქვემოთ დაშვებული-შეესაბამება მის პერსონალურ ნომერ 3-ს.ეს ნომერი ურთიერთობის სიმბოლოა.
რჩევა:თუ თქვენი სამსახური ითვალისწინებს ხალხთან ურთიერთობას,კარგი იქნება თუ სამუშაო მაგიდაზე იქონიებთ 3 ყვავილს.
4
შროშანი
თავისი მძაფრი არომატით იზიდავს როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს.თქვენ ხართ ნაზი ქალი,რომელსაც უყვარს მხოლოდ მეგობრების წრეში ტრიალი.
რჩევა:შეისუნთქეთ ამ ყვავილის ესენცია,ყოველ დილით.რადგანაც იგი მთელი წლის განმავლობაში არ ხარობს.ის დაგეხმარებათ თქვენი ოცნების მამაკაცის პოვნაში.
5
ჟასმინი
ითვლება შეყვარებულთა ყვავილად.მისი სტრუქტურა -ხუთი ფურცელი შეესაბამება მის ნომერს.ხოლო 5 არის ვნებისა და გატაცების სიმბოლო.თქვენ კი გიყვართ სიყვარულში გამარჯვება.
რჩევა:ამ ყვავილის აურა დაგეხმარებათ ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში.
6
ტიტა
ლეგენდის თანახმად,აღმოცენდა ყმაწვილის ცრემლსა და სისხლზე,რომელიც უბედურ სიყვარულს შეეწირა.თქვენი ყვავილი იდეალური სიყვარულის სიმბოლოა:მგრძნობიარე და ორმხრივი,სწორედ ასეთის მოლოდონში ხართ.
რჩევა:იმისათვის,რომ ისარგებლოთ მისი აურით გამოზარდეთ იგი საკუთარ სახლში.
7
ორქიდეა
ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილთაგანი.ითვლება ჰარმონიისა და სიმშვიდის სიმბოლოდ,სულიერი სრულყოფილების ემბლემად.ძველად,ქალები მიირთმევდნენ ,მათი წარმოდგენით იგი მათ ნაყოფიერებას აუმჯობესებდა.
რჩევა:გაამრავლეთ ორქიდეები,ისინი თქვენს სულში ევოლუციას მოახდენენ.
8
ქრისანტემა
ყვავილი მხიარულ ტონებში,ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.მის ფურცლებს იყენებენ ფოტოთერაპიის დროს,ორგანიზმის გასაწმენდად.
რჩევა:რიცხვი 8 არის სიცოცხლის მოყვარული ადამიანების სიმბოლო,ეს ყვავილი ოპტიმიზმით განგაწყობთ.
9
ყოჩივარდა
მისი ნაზი არომატი აღვიძებს მგრძნობელობას,ამიტომაც ანტიკური ხანის,ბერძენი ბოტანიკოსი თეოფრასტე ,თვლიდა რომ ეს ყვავილი საძინებელ ოთახში უნდა მოვათავსოთ.
რჩევა:გამოიყენეთ ამ ყვავილის აურა თქვენი ინტუიციის გასაუმჯობესებლად.