მისტიკასაკითხავიუცნაური

სულთა რჩეული

ლოთი ფეხსაცმლის მკერავისა და წერა-კითხვის უცოდინარი,მუდამ ნაცემი მრეცხავის,ჰუძონის ნაპირებზე მცხოვრებ ოჯახში 1826 წელს გაჩნდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვილი – ენდრიუ ჯექსონ დევისი.ჩანდა,თითქოს ცხოვრება უხეშ,განუვითარებელ ხალხს შორის დიდს არაფერს უქადდა მომავალში გამხდარ,ავადმყოფ და წყნარ ბიჭს…მაგრამ მისმა ღვთისაგან ბოძებულმა გონებამ,ცნობისმოყვარეობამ და სასწაულმა თავისი საქმე გააკეთა – ის გახდა საქვეყნოდ ცნობილი.

”სულები არაერთხელ გამომეცხადნენ,მაგრამ არასდროს უცდიათ ჩემი ან ჩემი გადაწყვეტილებების კონტროლი.ისინი კეთილი ნებით წარგზავნილების როლს ასრულებდნენ.”

ამბობენ,მასში ბავშვობიდანვე დუღდა სწავლის არანორმალური წყურვილი.მიუხედავად იმისა,რომ 16 წლამდე მხოლოდ ”კატეხიზისი” ჰქონდა წაკითხული და უნივერსიტეტში არ უსწავლია,20 წლისამ დაწერა თავისი ორიგინალური ფილოსოფიური ნაშრომებიდან ერთ-ერთი.დაბადებიდანვე იგი იყო მთელი კაცობრიობის ცოდნის ნაერთი.რა თქმა უნდა,ეს ცოდნა მას არც მშობლებისგან და არც ნიუ-იორკის ბინძური გარეუბნებიდან მიუღია,არამედ სხვა სფეროებიდან – ბავშვობიდანვე ესმოდა ხმები,შეეძლო მოვლენების განჭვრეტა და ავადმყოფობის დანახვა,ჯერ კიდევ ჯანმრთელ სხეულში.დედამისის სიკვდილი მან ერთი კვირით ადრე იწინასწარმეტყველა და ზუსტად იცოდა,როგორ დაუწყებდა მთვრალი მამა დედას ლანძღვას,რას ეტყოდნენ უნუგეშებელ ბიჭს მეზობლები და რამდენს მოითხოვდა უხასიათო მღვდელი წესის აგებაში.

ნათელმხილველის დაბადება

ერთხელ ენდრიუ ფოკუზნიკის გამოსვლაზე მოხვდა,რომელმაც თავი მაგად გამოაცხადა და არტისტის დახმარებაც ითხოვა… და აი აქ გაიღვიძა მასში განსაკუთრებულმა ნიჭმა – ის ხედავდა ყველაფერს : წყლულს მეზობლის კუჭში,ნაყოფს გასათხოვარი ქალის მუცელში,კიბოს უჯრედებს ჯერ კიდევ ჯანმრთელი შესახედაობის ადამიანის მკერდში… მისი წინასწარმეტყველებები ერთი-მეორის მიყოლებით სრულდებოდა და იდგა მთელი რიგები შველის მათხოვართა.

ადგილობრივი მკერავი,სახელად ლივინგსტონი,იმდენად გაოცებული და მოხიბლული იყო ბავშვის შესაძლებლობებით,რომ თავი მიანება თავის საქმიანობას და ასისტენტად დაუდგა ენდრიუს.მათ თავი გაჰქონდათ გლეხების ბედისწერის წინასწარმეტყველებით და მკითხაობით.მთავარი – დიაგნოზებია.მათთვის ამ საოცარ ბავშვთან ხალხი ამერიკის სხვადასხვა კუთხეებიდან მოემართებოდა.

რწმენის ძალა

როდესაც დევისს ჰკითხეს,როგორ სვამდა დიაგნოზებს,მან უპასუხა:”ადამიანის სხეული გამჭვირვალე ხდება ჩემი ”სულიერი თვალისთვის”.ცხადად ვხედავ თითოეულ ორგანოს,ისინი შუქს ასხივებს,მაგრამ როდესაც ავადმყოფობა ბუდეს იდებს,შუქი მუქდება”.

ცხადია,დევისის გამოცდილებას ბევრი მედიკოსი ეჭვქვეშ აყენებდა,მაგრამ ხშირადაც მორბოდა მასთან ვიზიტის აფიშირების გარეშე.ჰიპოკრატე ამბობდა:”სხეულის მტანჯველ დაავადებას სული დახუჭული თვალებით ხედავს.”ნუთუ ჰიპოკრატე ამ ხედვას გულისხმობდა?

დევისს ავადმყოფის დასახმარებლად ახლო მანძილი არ სჭირდებოდა: იგი ავადმყოფს მაგნიტური მანიპულირებით,შორიდან კურნავდა და ტრანსში ვარდებოდა.ტრანსიდან გამოსვლისას მას გონება დაბინდული ჰქონდა და შთაბეჭდილებების უცბად გახსენება არ შეეძლო,მაგრამ დროთა განმავლობაში ქვეცნობიერი სურათს უმცირეს წვრილმანებამდე აღადგენდა.

მისი ავტობიოგრაფიის ყველაზე საოცარი ეპიზოდი: ერთხელ,1844 წლის ერთ საღამოს,დევისზე მოულოდნელად გადმოვიდა ძალა,რომლის ზემოქმედებითაც იგი გაფრინდა,თავისი პატარა ქალაქის საზღვრებს გასცდა და მთებში,ერთ მდელოზე დაეშვა,სადაც ორ უცნობს ელაპარაკებოდა მედიცინაზე,თავის ნიჭზე და სხვა თემებზე.

გამოღვიძების შემდეგ აღმოჩნდა,რომ იგი სახლიდან ორმოც მილში იმყოფებოდა.ამ ”მთებში შეხვედრამ” ბევრი რამ შეცვალა დევისის ცხოვრებაში.

ამ შეხვედრის შემდეგ ენდრიუმ დაწერა წიგნი,რომელიც მისი მანიფესტი გახდა.რა თქმა უნდა,არსებობდა ბევრი ადამიანი,რომელსაც შეეძლო დაეფიცა,რომ დევისი ყალთაბანდი იყო,მაგრამ სხვებიც იყვნენ,მაგ:დოქტორი ჯორჯ ბუში,ნიუ-იორკის უნივერსიტეტის  ივრიტის პროფესორი-მასწავლებელი.ის არაერთხელ დასწრებია დევისის სეანსებს და აი რას ამბობს:

”შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო,რომ გამიგონია დევისის პირიდან წარმოთქმული ძველ ებრაულ ენაზე სიტყვა,რომელიც წარმოადგენს მათ იმ დროის გეოგრაფიულ წარმოდგენებს,რომელსაც იგი თავის ასაკში ვერანაირად ვერ ისწავლიდა დროის სიმცირის გამო.იგი განიხილავდა ბიბლიურ ისტორიებს და მითოლოგიებს,ენის წარმოშობასა და ფესვებს,მსოფლიოს სხვადასხვა ერების ცივილიზაციის განვითარებას.ასეთი ცოდნით ნებისმიერი სახელანთქმული სკოლა დაიკვეხნიდა.ასეთი სიღრმის ცოდნას ვერავინ მიიღებს,თუნდაც ქრისტიანული სამყაროს ყველა წიგნი წაიკითხოს.ვერანაირი ტვინი ვერ შეედრება მას სრულყოფილებითა და მის მიერ დემონსტრირებული ცოდნის სიღრმით.”

უსწავლელი სწავლული

დევისის იმ აღწერებს შორის,რომლებიც ადამიანებმა დატოვეს,რომლებიც მას იცნობდნენ,არის საკმაოდ უცნაური აღწერებიც:მოუხერხებელი და გაუთლელი…საერთოდ არ კითხულობს წიგნს და გრამატიკის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს…ულამაზო და თავხედი…გულგრილი კომფორტის მიმართ…არ ეკუთვნის დღევანდელ სამყაროს…ერთი სიტყვით,აღწერა მაინცდამაინც სასიამოვნო არაა.ერთნი წერდნენ,რომ ის რელიგიური იყო,მეორენი კი – პირიქით.ალბათ,საზოგადოდ მიღბული აზრის თანახმად,მას ღმრთის არ სწამდა:ყოველ შემთხვევაში,ბიბლიური ჭეშმარიტებისგან იგი თავს შორს იჭერდა,მაგრამ მისი საიქიოს ძალებისადმი რწმენა განსაკუთრებული იყო.

მისი ხილვები მეცნიერებაში საოცარი იყო.სწორედ მან შემოიღო ტერმინი ”ატმოსფერული ნავიგაცია”,გამოარკვია რა,რომ ”აუცილებელია შეიქმნას სპეციალური მექანიზმი,რომელიც მიმართულია ჰაერის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მსუბუქი,უსაფრთხო და სასიამოვნო ფრენისათვის”.

ტრანსში ყოფნის დროს მან ასევე ”დაინახა” მომავლის მატერიალური აღმოჩენები : 1856 წელს დევისმა იწინასწარმეტყველა ავტომობილისა და საბეჭდი მანქანის შექმნა.

სიკვდილის მნახველი

ენდრიუ დიდ დროს ატარებდა მომაკვდავების საწოლებთან,ყურადღებით ადევნებდა სულის ამოსვლას თვალყურს.ამ დაკვირვებების შედეგები შევიდა წიგნში „უდიდესი ჰარმონია“.დევისი ირწმუნებოდა,რომ ერთხელ გარკვევით დაინახა,როგორ დატოვა ეთერულმა სხეულმა სხეულის გარსი და ცარიელი დატოვა იგი.ის ყვებოდა სიკვდილის წინა,სულის ენერგიის კონცენტრაციის შესახებ,რომელიც მთელ ტვინს ანათებდა და კაშკაშებდა.მან ასევე დაწვრილებით აღწერა ის მომენტი,როდესაც ეთერული სხეული ფორმირებას იწყებს და „კორპუსთან ჭიპლარის მაგვარი მოციმციმე რაღაცითაა დაკავშირებული“.

„ვაკვირდებოდი,თუ როგორ გაფრინდა სული მეზობელი ოთახიდან და ატმოსფეროში გაუჩინარდა“.დევისმა ასე აღწერა სიკვდილი – გაფრენა,გათავისუფლება – მის მიერ აღწერილმა სიკვდილმა ბევრს მოჰგვარა შვება.

1923 წელს,ცინცინატში ქალბატონ მონკს საოცარი რამ შეემთხვა.იგი ერთი საათი მკვდარი იყო,ხოლო შემდეგ დაბრუნდა.მონკმა თქვა,რომ ყველაფერი ისე მოხდა,როგორც ამას დევისი აღწერდა.გაისმა სკეპტიკოსების არამეგობრული კომენტარები:“ძალიან ბევრი იკითხა დევისი“ – ხოლო მედიუმმა პირქუშად უპასუხა: „ბრმა ფანატიზმი – საშინელი ცოდვაა!“.

მორალისტი და მქადაგებელი

იგი ცოდვების შესახებ ძალიან ბევრს წერდა და თვლიდა,რომ კაცობრიობითვის პროგრესის მიღწევის საუკეთესო მეთოდია – ცოდვებთან ბრძოლა.მას სძულდა ცოდვილი ცხოვრება:ფული,ალკოჰოლი,ძალადობა და გონებრივი ინტერესების არქონა.უნდა ითქვას,რომ დევისი ნამდვილად მორწუნე ცხოვრებით ცხოვრობდა: იყო ღარიბი,გულახდილი და წუხდა სხვისი უბედურების გამო,ხოლო თავის პირად უსიამოვნებებს ლაღი ღიმილით ხვდებოდა,მაგალითად – ორ უიღბლო ქორწინებას.

დევისი და მისი ცოლი

იგი 1910 წელს,84 წლის ასაკში გარდაიცვალა და შევიდა ამერიკის უდიდეს გამოჩენილ გენიოსთა სიაში.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები
Close
Close