არქივი

დეპრესიის ტესტი

Depression and Alcoholism

ვ. ა. ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი კითხვარი, რომელიც დეპრესიული მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებელია მოცემულ მომენტში. ის შედგება 43 პუნქტისგან, თითოეული 4 დებულებისაგან.
აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 

1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად.

ბ) ალბათ ის უფრო დაწეული, ვიდრე ჩვეულებრივად;

გ) კი, ის უფრო დაწეულია, ვიდრე ჩვეულებრივად;

დ) ჩემი გუნება-განწყობა ახლა ბევრად უფრო დაწეულია, ვიდრე ჩვეულებრივად

2. ა) მე ვგრძნობ, რომ მე მაქვს სევდიანი განწყობა;

ბ) ხანდახან მე მაქვს ასეთი გაქნწყობა;

გ) მე ხშირად მაქვს ასეთი განწყობა;

დ) ასეთი განწყობა მუდმივად მაქვს.

3. ა) მე არ ვგრძნობ თავს ისე, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გარეშე დავრჩი;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;

დ) მუდმივად ვგრძნობ თავს ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის გარეშე დავრჩი.

4. ა) მე არ მაქვს იმის გრძნობა, თითქოს ჩემი ცხოვრება ჩიხში მოექცა;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;

დ) მუდმივად ვგრძნობ თავს ისე, თითქოს ჩემი ცხოვრება ჩიხში მოექცა.

5. ა) მე არ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს დავბერდი;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა

დ) მუდმივად ვგრძნობ, თითქოს დავბერდი.

6. ა) არ ვარ იმ მდგომარეობაში, თითქოს გული დამძიმებული მაქვს;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი მდგომარეობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;

დ) მუდმივად ვარ ასეთ მდგომარეობაში.

7. ა) წყნარად ვარ ჩემს მომავალთან დაკავშირებით;

ბ) ალბათ მომავალი მაღელვებს ოდნავ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ;

გ) მომავალი მაღელვებს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებივ;

დ) მომავალი მარელვებს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ.

8. ა) ჩემს წარსულში არ ვხედავ იმაზე მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის;

ბ) წარსულში ცოტა უფრო მეტ ცუდს ვხედავ, ვიდრე ყოველთვის;

გ) ჩემს წარსულში ვხედავ მნიშვნელოვნად უფრო მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის;

დ) ჩემს წარსულში მე ვხედავ ბევრად უფრო მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის.

9. ა) უკეთესის იმედი არანაკლებად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ;

ბ) ასეთი იმედები ცოტა უფრო ნაკლებად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ;

გ) ასეთი იმედები მნიშვნელოვნად უფრო ცოტა მაქვს;

დ) უკეთესი იმედები ბევრად უფრო ნაკლები მაქვს.

10. ა) მე არ ვარ ჩვეულებრივზე უფრო მეტად მშიშარა;

ბ) მე ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვარ მშიშარა;

გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვარ მშიშარა;

დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვარ მშიშარა.

11. ა) კარგი ისევევ მახასიათებს, როგორც ადრე;

ბ) ვგრძნობ, რომ ის უფრო ნაკლებად მახასიათებს;

გ) კარგი მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მახასიათებს, ვიდრე ადრე;

დ) ვგრძნობ, რომ ის ბევრად უფრო ნაკლებად მახასიათებს, ვიდრე ადრე.

12. ა) არ მაქვს იმის გრძნობა, რომ ჩემი ცხოვრება უაზროა;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;

დ) მუდმივად ვგრძნობ იმას, რომ ჩემი ცხოვრება უაზროა.

13. ა) მე არ ვარ ჩვეულებრივზე უფრო მეტად განაწყენებული;

ბ) ალბათ ჩეულებრივზე ოდნავ უფრო მეტად ვარ განაწყენებული;

გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად მწყინს;

დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად მწყინს.

14. ა) სასიამოვნოთი ისევე ვკმაყოფილდები, როგორც ადრე;

ბ) ასეთ კმაყოფილებას ოდნავ უფრო ნაკლებად ვიღებ;

გ) ასეთ კმაყოფილებას მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ვიღებ, ვიდრე ჩვეულებრივად;

დ) უკვე აღარ ვიღებ კმაყოფილებას ამით.

15. ა) დანაშაულს არ ვგრძნობ ხოლმე, თუ არ არის ამის მიზეზი;

ბ) ხანდახან თავს რამეში დამნაშავედ ვგრძნობ;

გ) მე ხშირად ვგრძნობ, თითქოს რამეში დამნაშავე ვიყო;

დ) მუდმივად ვგრძნობ თავს რამეში დამნაშავედ.

16. ა) თუ რამე ისე არაა, თავს ჩვეულებრივზე მეტად ვიდანაშაულებ;

ბ) ამისთვის თავს ოდნავ უფრო მეტად ვიდანაშაულებ;

გ) ამისთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;

დ) ბევრად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს.

17. ა) როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ არ მაქვს სიძულვილის გრძნობა;

ბ) ხანდახან ხდება, რომ თავი მძულს;

გ) ხშირად მძულს ხოლმე თავი;

დ) მუდმივად ვგრძნობ, რომ თავი მძულს.

18. ა) არ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს ცოდვებში ვიყო ჩაფლული;

ბ) ხანდახან უკვე მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) უკვე ხშირად ვგრძნობ ამას;

დ) ეს გრძნობა უკვე აღარ გამდის.

19. ა) სხვების ჩადენილზე თავს ჩვეულებრივზე უფრო მეტად არ ვიდანაშაულებ;

ბ) ამისთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;

გ) მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;

დ) სხვების ჩადენილზე ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს.

20. ა) ჩვეულებრივ არ მაქვს ისეთი გრძნობა, როცა ყველაფერი უაზროდ ჩანს;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;

გ) უკვე ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;

დ) ეს მდგომარეობა უკვე აღარ გამდის.

21. ა) არ მაქვს ის გრძნობა, თითქოს სასჯელი დავიმსახურე;

ბ) უკვე მაქვს ხოლმე;

გ) ის ხშირად მაქვს უკვე;

დ) ეს გრძნობა ფაქტიურად არ გამდის.

22. ა) ჩემში კარგს არანაკლებად ვხედავ, ვიდრე ადრე;

ბ) კარგს ოდნავ უფრო ნაკლებად ვხედავ ჩემში, ვიდრე ადრე;

გ) ჩემში კარგს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ვხედავ, ვიდრე ადრე;

დ) ჩემში ბევრად უფრო ნაკლებად ვხედავ კარგს, ვიდრე ადრე.

23. ა) მე ვფიქრობ, რომ ჩემში ცუდი არაა იმაზე მეტი, ვიდრე სხვებში;

ბ) ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდი სხვებზე უფრო მეტი მაქვს;

გ) მე ხშირად ვფიქრობ ასე;

დ) მუდმივად ვფიქრობ, რომ ცუდი ჩემში უფრო მეტია, ვიდრე სხვებში.]

24. ა) არ მაქვს სიკვდილის სურვილი;

ბ) ამის სურვლი ხანდახან მაქვს;

გ) ამის სურვლი უკვე ხშირად მაქვს;

დ) ეს უკვე ჩემი მუდმივი სურვილია.

25. ა) მე ხშირად არ ვტირი;

ბ) ხანდახან ვტირი;

გ) ხშირად ვტირი;

დ) მინდა ტირილი, მაგრამ ცრემლები აღარ მაქვს.

26. ა) არ ვგრძნობ, რომ გაღიზიანებული ვარ;

ბ) ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული;

გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული;

დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული.

27. ა) არ მაქვს ისეთი მდგომარეობა, როცა არ ვგრძნობ ჩემს ემოციებს;

ბ) ხანდახან მაქვს ასეთი მდგომარეობა;

გ) ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;

დ) ასეთი მდგომარეობა უკვე აღარ გამდის.

28. ა) ჩემი გონებრივი აქტივობა არანაირად არ შეცვლილა;

ბ) უკვე რაღაც გაურკვევლობას ვგრძნობ ჩემს აზრებში;

გ) უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან გამოვშტერდი (თავში ცოტა აზრია);

დ) უკვე არაფერზე აღარ ვფიქრობ (თავი ცარიელია).

29. ა) არ დამიკარგავს ინტერესი სხვების მიმართ;

ბ) ვგრძნობ, რომ ჩვეული ინტერესი სხვების მიმართ ოდნავ შემცირდა;

გ) ვგრძნობ, რომ ეს ინტერესი ბევრად შემცირდა;

დ) საერთოდ გაქრა ინტერესი ადამიანების მიმართ.

30. ა) გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივად ვიღებ;

ბ) ეს უფრო მიჭირს, ვიდრე ყოველთვის;

გ) გაცილებით უფრო მიჭირს;

დ) უკვე აღარ შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება.

31. ა) მე არანაკლებ მიმზიდველი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ;

ბ) ალბათ ცოტა უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარ;

გ) გაცილებით უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარ;

დ) ვგრძნობ, რომ საშინლად გამოვიყურები.

32. ა) ისევე შემიძლია შრომა, როგორც სულ;

ბ) ოდნავ უფრო მიჭირს შრომა;

გ) გაცილებით უფრო მიჭირს;

დ) უკვე საერთოდ ვერ ვშრომობ.

33. ა) ჩვეულებრივზე ცუდად არ მძინავს;

ბ) ოდნავ უფრო ცუდად მძინავს;

გ) გაცილებით უფრო ცუდად მძინავს;

დ) უკვე საერთოდ არ მძინავს.

34. ა) მე ჩვეულებრივზე უფრო მეტად არ ვიღლები;

ბ) ოდნავ უფრო მეტად ვიღლები;

გ) გაცილებით უფრო მეტად ვიღლები;

დ) უკვე აღარ მაქვს ძალები, რომ რაღაც ვაკეთო.

35. ა) მადა ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები არ მაქვს;

ბ) ოდნავ უფრო ცუდი მადა მაქვს;

გ) გაცილებით უფრო ცუდ მადაზე ვარ;

დ) უკვე საერთოდ აღარ მაქვს მადა.

36. ა) ჩემი წონა არ შეცვლილა;

ბ) ბოლო დროს ცოტა გავხდი;

გ) ბოლო დროს შესამჩნევად გავხდი;

დ) ბოლო დროს ძალიან გავხდი.

37. ა) ჩემს ჯანმრთელობას ისევე ვუფრთხილდები, როგორც ყოველთვის;

ბ) ჩემს ჯანრთელობას უფრო ნაკლებად ვუფრთხილდები;

გ) გაცილებით უფრო ნაკლებად ვუფრთხილდები;

დ) უკვე საერთოდ აღარ ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას.

38. ა) ვერ ვგრძნობ, რომ შევიცვალე;

ბ) უკვე ვგრძნობ, რომ ოდნავ შევიცვალე;

გ) უკვე ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვნად შევიცვალე;

დ) ისე შევიცვალე, რომ თავს ვეღარ ვცნობ.

39.ა) ტკივილს ისევე ვგრძნობ, როგორც ყოველთვის;

ბ) ტკივილს უფრო მეტად ვგრძნობ, ვიდრე ჩეულებრივად;

გ) ტკივილს უფრო სუსტად ვგრძნობ;

დ) უკვე თითქმის ვეღარ ვგრძნობ ტკივილს.

40. ა) ზოგიერთი დარღვევა (პირის სიმშრალე, გულის აჩქარება, უჰაერობა) ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მაქვს;

ბ) ეს დარღვევები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მაქვს;

გ) ზოგიერთი ამ დარღვევათაგან გაცილებით უფრო ხშირად მაქვს;

დ) ეს დარღვევები ბევრად უფრო ხშირად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივად.

41. ა) დილით ჩემი გუნება არაა უფრო ცუდი, ვიდრე ღამით;

ბ) დილით ის ოდნავ უფრო ცუდია, ვიდრე ღამით;

გ) დილით ის მნიშვნელოვნად უფრო ცუდია;
დ) ის გაცილებით უფრო ცუდია დილით.

42. ა) არ მახასიათებს გუნება-განწყობის რხევა გაზაფხულზე;
ბ) ერთხელ ასეთი რამ უკვე მქონდა;
გ) ასეთი რამ ორჯერ ან სამჯერ მქონდა;
დ) ასეთი რამ ბევრჯერ მქონდა.

43. ა) ვარ ხოლმე ცუდ გუნებაზე, მაგრამ ეს არ გრძელდება დიდ ხანს;
ბ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს კვირამდე, თვემდე;
გ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს თვეობით;
დ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს წლამდე და მეტი.

ა-0 ქულა,

ბ-1 ქულა,

გ-2 ქულა

დ-3 ქულა.

ჯამდება
1-8 დეპრესია არ არის ან უმნიშვნელოა
9-23 დეპრესია მინიმალურია
24-43 მსუბუქი დეპრესია
44-65 ზომიერი დეპრესია
66-85 გამოხატული დეპრესია
86-დან ღრმა დეპრესია

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button