ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

სასაცილო და საინტერესო ამბები

ძალიან სასაცილო და საინტერესო ამბები

ობამასთან სადილი კარგ იდეაზე იყიდება

ბარაკ ობამასთან სადილი აშშ-ის განვითარების კარგ იდეაზე იყიდება.

სულ პრეზიდენტთან სადილობის საშუალება 4 ადამიანს მიეცემა. თუმცა ეს პატივი მარტო იდეაზე (როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის) არ იყიდება. ამისთვის გარკვეული თანხის გაღებაც არის საჭირო. სადილი ბიზნესმენებს 5 მლნ აშშ დოლარი დაუჯდებათ.
ვაშინგტონში გადაფრენისა და რესტორნის ხარჯს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აანაზღაურებს: “ყველაფერი, რაც მჭირდება, ეს არის თქვენი იდეები იმის თაობაზე, როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა ამერიკელებისთვის უკეთესი გავხადოთ”, – წერს ობამა ამერიკელ ბიზნესმენებს. ობამას წერილს usatoday.com-ი აქვეყნებს.
”ეს არ იქნება ოფიციალური სადილი, ეს უფრო მეგობართა თავყრილობა იქნება. იმედი მაქვს, შემომიერთდებით. მინდა დრო თქვენთან, ჩვეულებრივ ამერიკელებთან ერთად გავატარო”.

ბარაქ ობამა თავის წერილში ბიზნესმენებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს: “გთხოვთ, გაიღოთ 5 მლნ აშშ დოლარი”.

 

ტომ კრუზმა ქალიშვილს 100 000 დოლარად ხეზე ბუდე აუგო

ტომ კრუზმა და კეტი ჰოლმსმა თავიანთ ქალიშვილს, სურის ხეზე აგებული სათამაშო სახლი უყიდეს. ეს სიამოვნება კრუზების ოჯახს 100 000 დოლარი დაუჯდათ.

ამ პატარა უძრავ ქონებაში არის წყალგაყვანილობა და ელექტროობა. სახლს გააჩნია უფასრთხოების კამერები. აქვე იქნებიან მოახლეები – იმ შემთხვევაში, თუკი სურის რამე დასჭირდება.
კრასნოიარსკში 10 რუბლიანს ძეგლი დაუდგეს. ქაღალდის კუპიურას მალე მიმოქცევიდან ამოიღებენ. ბრინჯაოს მონუმენტი 16 ივნისს, დილით გახსნეს.

სკულპტურის ავტორი ალექსანდრ ტკაჩუკია. სკულპტურა “სბერბანკის” შეკვეთით დაამზადეს. ძეგლი ჩვეულებრივი 10 რუბლიანის ასლია და მისი დამზადება 1 მლნ რუბლი დაჯდა. ის 1 ტონაზე მეტს იწონის.

კრასნოიარსკში 10 რუბლიანს ძეგლი დაუდგეს

ძეგლის გარდა, კრასნოიარსკში გაჩნდა კუპიურის სახელობის ბაღიც. მას “ჩვენი ათიანი” უწოდეს.

რუსეთის ბანკმა 10 რუბლის ქაღალდის კუპიურების ბრუნვიდან ამოღება 2009 წელს გადაწყვიტა. კუპიურებს მონეტები შეცვლის.

იაპონიაში ზღვის სანაპიროზე გამორიყულ კერძო სეიფებში 12 მლნ დოლარი იპოვნეს

იაპონიის პოლიციამ ცუნამიდან 3 თვეში ზღვის სანაპიროზე გამორიყულ კერძო სეიფებში 12 მლნ დოლარზე მეტი იპოვნა. პოლიცია სტიქიით დაზარალებულ რაიონებს ასუფთავებს.

თანხის მნიშვნელოვანი რაოდენობა საოჯახო სეიფებში იყო შენახული. სეიფებში ფულთან ერთად პირადი დოკუმენტებიც იდო, ამან მეპატრონეების მოძებნა გააადვილა. ამჟამად თანხის 85%-ის მეპატრონე დადგენილია.

ტელეეთერით აჩვენეს, როგორ დაალაგეს პოლიციელებმა ნაპოვნი თანხა ქაღალდის დიდი ზომის ფურცლებზე და როგორ დააუთოვეს კუპიურები.

იაპონიაში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. ბუნებრივი კატასტროფისგან გამოწვეული ზარალი 312 მლრდ დოლარია.

წყარო:AMBEBI.GE

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close