საკითხავისასარგებლო

ბუები და ტოროლები (ფსიქოლოგიური ტიპოლოგია)

არსებობენ ადამიანები რომელთაც ღამე არ ძინავთ… შეიძლება არანაირი დარღვევა არ ჰქონდეთ, არც ორგანიზმში და არც ფსიქიკაში, მაგრამ ღამე ვერ იძინებენ… სწორედ ამ თემის შესახებ ხელში ჩამივარდა რამოდენიმე ეგრედწოდებული “ქსეროქსი” და გადავწყვიტე ამაზე პატარა სტატია დამეწერა…

ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის მიხედვით ადმიანები იყოფიან 2 ტიპად. “ბუები” და “ტოროლები”. ეს ტიპოლოგია გულისხომბს ადამიანთა კლასიფიკაციას ორგანიზმის მუშაობის მიხედვით უფრო დეტალურად:

ტიპოლოგია ტოროლა:
“ტოროლები” ადვილად იღვიძებენ დილით, ხალისიანები არიან და საღამოსათვის იღლებიან.ღრმად, კარგად სძინავთ ღამე. ხალისიანად ასრულებენ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს დღის საათებში. მათი ორგანიზმი კი მზის ამოსვლისთანავე აქტიურად იწყებს მუშაობას… მოკლედ ზოგადად ცხოვრების სტილი ტოროლებისთვისაა ზედგამოჭრილი.

ტიპოლოგია ბუ:
ბუ ტოროლას ანტიპოდია… ბუები მზის ჩასვლისთანავე იწყებენ ცხოვრებას… ღამე აწუხებთ შემოქმედებითი წვა… ღამე მათი მეგობარია… მათი ორგანიზმი, ღამე იწყებს, აქტიურ მუშაობას, მაგრამ ბუებს ამის გამო პრობლემები ექმნებათ… ამაზე ოდნავ მოგვიანებით…

მეცნიერული თვალსაზრისით ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფაქტორი ჩამოყალიბდა თემური წყობილების შექმნის დროს… ანუ თემში იყო ადამიანთა კატეგორია რომელიც ღამე ეწეოდა საქმიანობას, დარაჯობდა საკუთარ თემს ან ზრუნავდა ცეცხლის შენარჩუნებაზე (მტაცებლისგან თავდაცვის მიზნით და არა მარტო…) ასევე იყო მეორე კატეგორია რომელიც დილიდანვე მიდიოდა სანადიროდ ან ეწეოდა შემგროვებლობას… სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ ფსიქოლოგები ადამიანის ცნობიერებაში ჩამოყალიბებულ ზემოთხსენებულ ზნე-ჩვეულებებს.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე როგორც ავღნიშნე ცხოვრების სტილი ტოროლებისთვისაა ზედგამოჭრილი… სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახური/ უმეტეს შემთხვევაში დილით იწყება და რათქმაუნდა ტოროლებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს…. მაგრამ სულ სხვანაირად არის საქმე ბუსთვის… წარმოიდგინეთ დგები დილით, სრული არსებით, გძინავს არაფრის თავი არ გაქ, მარამ უნდა წახვიდე სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახური სხვა გზაა არაა… მთელი დღე გამოფიტული ხარ… საათობით გჭირდება დრო რაიმეს გასაკეთებლად რომელსაც საღამოს რამოდენიმე წუთში გააკეთებ…. საღამოს კი როდესაც ტვინი აქტიურად მუშაობს ვერ იძინებ… ყველას ძინავს შენ კი მაინც ვერ იძინებ,მიუხედავდ იმისა რომ გამოფიტული ხარ… უბრალოდ ტვინი არ ითიშება…. სადღაც 3 საათის მერე უკვე ორგანიზმი ვეღაარ უძლებს გადატვირთვას და გეძინება… დილით კი ისევ სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახური… ფსიქოლოგები ფიქრობენ რომ ტიპოლოგია ბუს მატარებელი ხალხი ზოგადად ახდენს ადაპტირებას და ტოროლას რეჯიმზე გადადის… მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებას ამას. ზემოთხსენებული პრობლემები რომელიც მათ ცხოვრების სტილის და მათი ტიპოლოგიის არათანხვედრის გამო ექმნებათ, შეიძლება წლების მანძილზე სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს (ნევროზი; დეპრესია;უარეს შემთხვევაში სუიციდი)

იმედია შევძელი თქვენთვის წარმოდგენა მაინც შემექმნა ამ ტიპების შესახებ ასერომ ველოდები კომენტარებს პასუხით: რომელი ტიპოლოგიის წარმომადგენელი ხარ შენ?

სტატია მომზადებულია ჩემს მიერ… როგორც კეისარი იტყოდა AVE მე :D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close