მისტიკასაკითხავიუცნაური

ვამპირიზმი

გამარჯობა საყვარელო მკითხველო :) დიდხანს ვიფიქრე რაზე დამეწერა პოსტი? შემდეგ კი ასეთ საინტერესო ინფორმაცია წავაწყდი :)

სიმართლე რომ გითხრა,მე თვითონ არ მჯერა ვამპირების,მაქციების და ა.შ. მაგრამ,ეს უბრალოდ საინტერესო პოსტია,უბრალოდ რომ წაიკითხო და უბრალოდ ისიამოვნო.

მაშ,ასე

თანამედროვე კულტურაში ეს არსებები ძალიან პოპულარულები არიან,პროდიუსერები ყოველ წელს ახალ–ახალ ფილმებს უშვებენ მათზე,გამომცემლობები ავსებულია მსგავსი წიგნებით..მოთხრობები გაცოცხლებულ მკვდრებზე,რომლებიც იკვებებიან ადამიანის სისხლით,თითქმის ყველა კულტურაში იყო..განსაკუთრებით პოპულარული კი– ევროპაში.

ხალხურმა თქმულებებმა დასავლეთ ევროპაში დიდი ზეგავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლებზე.ასე რომ,დროთა განმავლობაში ვამპირების სახე ყველა ხალხისთვის უნივერსალური გახდა.

ვამპირებზე ლეგენდები სერიოზულად გაამდიდრებს უნგრეთში,რუმინეთში და სხვა სლავურ ქვეყნებში ციგნების მონაყოლებმა.ციგნების ისტორიული სამშობლოს– ინდოეთს,აქვს ბევრი ვამპირული პიროვნება.ბჰუტი და პრეტი– ეს არის ადამიანის სული,რომელიც თანამედროვე სიკვდილით არ გარდაიცვალა.ღამით ის დაბორიალობს გაცოცხლებულ მკვდრებს შორის და თავს ესხმის ცოცხლებს,როგორც ვამპირი.ჩრდილოეთ ინდოეთში,ლეგენდის თანახმად,შეიგიძლიათ აღმოაცინოთ ბრახმარაკშასა (BrahmarakShasa),ვამპირისებრი არსება ნაწლავებით “მორთული” თავით და თავის ქალით,საიდანაც სისხლს სვამს.ვეტალა და პიშაკა– ცოტა სხვანაირი არსებები არიან,მაგრამ ზოგ რამეში ვამპირების გვანან.იმის შემდეგ რაც ინდუიზმს სჯერა მკვდარი ადამიანის სულის გადასახლების,სხვა ადამიანში,სავარაუდოდ თავის მოკვლის ან რაიმე სხვა მსგავსი სიკვდილის შემდეგ,სული რეანკარნაციას ახდენს ასეთ ბოროტ არსებებში.ეს გარდაქმნა არ არის ბავშვობიდანვე,არამედ ამას სიცოცხლეშივე “იმსახურებ”.

ერთ–ერთი ყველაზე განთქმული ინდური ღვთაება,რომელიც დაკავშირებულია სისხლის სმასთან არის კალი,რომელსაც აქვს კლანჭები,ატარებს “ბიჟუტერიას” მკვდრებისგან და აქვს 4 ხელი.მისი ტაძრები მდებარეობს იქ,სადაც ატარებენ კრემაციას.ის და ღვთაება დურგა,ებრძონდნენ დემონს რაქტაბიას,რომელსაც შეეძლო შთამომავლობის გაგრძელება მხოლოდ 1 წვეთი სისხლითაც კი.კალიმ დალია მისი სისხლი მთლიანად,ერთი წვეთიც კი არ დაუღვრია,ამ საქციელით მოიგო ბრძოლა და მოკლა რაქტაბია.

საინტერესოა,რომ კალის სახელი დაკავშირებულია არ აღიარებულ ციგნურ წმინდანთან სარასთან.ლეგენდის მიხედვით ის ღვთისმშობელს და მარია მაგდალენელს ემსახურებოდა და მათთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.ციგნები დღემდე ატარებენ ცერემონიას ყოველ 25 მაისს ზუსტად იმ სოფელში,სადაც ის გადასახლდა.მისი სამყოფელი მდებარეობს მიწის ქვეშ,ამიტომ მკვიდრი მოსახლეობა მათ წმინდანს ალმაცერად უყურებდა და ციგნებს სატანისტებსაც უწოდებდა.

სლავურ მოსახლეობას მიაჩნდა,რომ ვამპირები ხდებიან მკვლელობის მსხვერპლნი,თვითმკვლელები,დაღუპული ჯადოქრები,ასევე ეკლესიისგან გარიყულნი და “არასწორად” დამარხულნი.ხოლო,ვამპირი თუ გიკბენდათ,მიჩნეული იყო,რომ აუცილებლად იქნებოდით ვამპირი სიკვდილის შემდეგ.ცრურწმენების თანახმად,ვამპირები და ჯადოქრები ყველაზე ძლიერები წმინდა გიორგის დღესასწაულზე არიან( იულიანური კალენდრით 22 აპრილს,ხოლო გრეგორიანული 4 მაისს).გლეხებს სწამდათ,რომ ის,ვინც გარდაიცვალა დათქმულ დრომდე ადრე,თავის სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ გააგრძელებენ.ასეთ გაცოცხლებულ მკვდარს არ დააკმაყოფილებს უბრალო საჭმელი და ისინი სიცოცხლის ენერგიას გამოსწოვენ ცოცხლებს,მათი სისხლის დალევით.

როგორც ცნობილია,ყველაზე კარგი საშუალება,პროფილაქტიკაა,ამიტომაც,გარდაცვლილის ნათესავები,თუ კი ეჭვობდნენ რომ მისი ახლობელი ვამპირი გახდებოდა,ცდილობდნენ თავის დაზღვევას.ითვლებოდა,რომ ვამპირის განიარაღება რამოდენიმე ხერხით შეიძლება: მის კუბოში ჯვარის დადება,ან პირში ნივრის ჩადება,ან მისი გულის “გაგმირვა”. სლავურ ხალხს დანიშნულ დრომდე გარდაცვლილებს(ქალებს და ბავშვებს) ცდიდნენ ვამპირიზმზე.ამისთვის დაკრძალვის შემდეგ (7 წლის განმავლობაში) არ აყრიდნენ მიწას,რომ ყოველ წამს შეეძლოთ მისვლა და ნახვა,როგორ იხრწნება სხეული.თუ ხრწნა სწორად მიმდინარეობდა,მიწას აყრიდნენ,თუ გარდაცვლილი დიდი ხანი არ იხრწნებოდა,მას თავს აჭრიდნენ და პირში ნიორს უდებნდნენ.

განკურნავენ თუ არა ვამპირებს გენეტიკოსები?

შეიძლება ითქვას,ვამპირების თემა მეცნიერების მიერ ამის შემდეგაა დახურული,მაგრამ თითქმის ყველაზე რევოლუციური აღმოჩენა იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში.1963 წელს ინგლისელმა ექიმმა ლი ილლისმა სამეფო საზოგადოებაში წარადგინა მონოგრაფია: “მაქციების პორფირიასა და ეთიოლოგიაზე”,სადაც იყო გაანალიზებული დოკუმენტური შემთხვევები ვამპირიზმთან დაკავშირებით.ექიმმა ილლისმა გამოთქვა აზრი,ამ ისტორიების უმეტეს ნაწილში ცრურწმენა კი არა,პორფირიის ნამდვილი შემთხვევებია.

პორფირია– გენეტიკური დაზიანების იშვიათი ფორმა: ავადდება 1 ადამიანი 200 000–ში.თუ რომელიმე მშობელს აქვს პორფირია,მაშინ 25%–ით ის შვილს გადაეცემა.როგორც სხვა გენეტიკური დარჭვევა,პორფირიაც ინცესტის შედეგია,ამიტომაც ამით ევროპელი ბერები ხშირად წვალობდნენ.ისინი იძულებულნი იყვნენ ვინმე ნათესავი შეერთოთ ცოლად,ხოლო ისეთი სოფელის,როგორიცაა ტრანსილვანია,ხშირად ხდებოდა ნათესავური ქორწინებები.და რომ არა ეს დაავადება– არ იქნებოდა მითები დრაკულაზე და სხვა სისხლისმსმელ არსებაზე.პრაქტიკურად,ყველა სიმპტომით,ავადმყოფი– ვამპირია.ასეთ ადამიანებს ხშირად ებრძონდნენ,რაც უფრო ვითარდებოდა ქრისტიანობა.

ავადმყოფობა ხასიათდება იმით,ირღვევა პიგმენტური ცვლა და მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ჰემოგლობინის დაშლა მიმდინარეობს.ასეთ ავადმყოფებს მზის სხივები ძალიან აწამებთ.

ახლაც კი,მედიცინაში,არის 90 პორფირიის შემთხვბევა,რომელიც ვერ განიკურნა.შესახედაობით,პორფიირიით დაავადებული ძლიერად ჰგავს მითებში აღწერილ ვამპირებს.

იყო რამოდენიმე მკვლელი,რომმლებიც ახორციელებდნენ ვამპირულ რიტუალებს თავის მსხვერპლებთან.სერიულ მკვლელებს პიტერ კერტენს და რიჩარდ ტრენტონ ჩეიზს პრესაში ნამდვილ ვამპირებს ეძახდნენ.

ვამპირიზმის რეკლამირების ოსტატობა

ერთ–ერთი პირველი იყო,გერმანელი გენრიხ ავგუსტ ოსენფელდერის ლექსი “ვამპირი” (1748 წ.).რომელსაც ჰქონდა,ნამდვილი ეროტიკული ქვეტექსტი: მამაკაცი,რომლის სიყვარულიც უარყოფილი იქნა ქალის მიერ,ემუქრებოდა,რომ ღამით ეწვეოდა და მის სისხლს დალევდა,აჩუქებდა ვნებიან ვამპირულ კოცნას და ამით დაუმტკიცებდა,რომ მისი გაკვეთილები უკეთესია,ვიდრე დედამისის ქრისტიანული სწავლება.

ბალადა “ლენორ”(1773 წ.) გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერის– ყველაზე თვასაჩინო მაგალითი მე–18 საუკუნეში.Denn die Todten reiten schnell(რადგან მკვდრები სწრაფად მოძრაობენ)–ს სიუჟეტი გამოყენებული იქნა ბრემ სტოკერის “დრაკულაში”.

ამ თემას გოეთეც მიუბრუნდა,თავის ლექსში “კორინთელი პატარძალი”(1797წ.),სადაც იყო ისტორია ქალზე,რომელიც დაბრუნდა სამარიდან,რომ მოეძებნა ის,ვისთანაც დანიშნული იყო.

ერთ–ერთი ისტორია “ვამპირი” – იყო დაწერილი ჯონ უილიამ პოლიდორის მიერ,1819 წელს.ეს პატარა ისტორია გახდა მაგალითი იმ ვამპირის,რომელიც ახლა გავრცელებულია კინოსა და ლიტერატურაში.ბაირონის ველური პირადი ცხოვრება,გახდა მთავარი გმირის მოდელი– ვამპირი ლორტ რუტვენი.გმირს აქვს: განვითარებული ინტელექტი,თავბრუდამხვევი ვიზუალური მხარე.ეს ისტორია იყო გადაწერილი დიუმას მიერი,რომელსაც ასევე ვამპირი დაერქვა (1851 წ).

ბრემ სტოკერის “დრაკულა” (1897) გახდა ვამპირის ერთ–ერთი ყველაზე კარგი დახასიათება.სტოკერმა გამოსახა ვამპირიზმი როგორც დაავადება.

სახელი ” გრაფ დრაკულა” იყო ნამდვილი ადამიანისგან ნასესხები,რომელსაც ვლად ცეპეში ერქვა.ის ცხოვრობდა XV საუკუნეში,ცნობილი როგორც ვლად მეორე დრაკულა.იგი მართავდა ქალაქ ტირგოვიშტეში და თურქებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

თანამედროვეობაში,ენ რაისის “ვამპირის ქრონიკებში”,ვამპირებს უფრო ადამიანური თვისებები გააცნიათ და ესაჭიროებათ თანაგრძნობა,ვიდრე ურჩხულები არიან.

ბინდზე თქვენც კარგად იცით და აღარ გავმეორდები :)

და ბოლოს,გათვლით,სუფთა ვამპირულ თემაზე 20–21 საუკუნეებში,იყო დაწერილი 97 წიგნი,გადაღებული 94 ფილმი.ასევე შექმნილია დაახლოებით 12 თამაში,სადაც ვამპირი მთავარი გმირია.

დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია მოგეწონათ ინფორმაცია :) ყველას დიდი მადლობა :)

BY ნაწკა

პოსტი საკუნკორსეა :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close