გასართობისაკითხავიუცნაური

კასტრატი – დასაჭურისება სიმღერის სიყვარულით?! (16+)


არ ვიცი ძველათ როგორი ფასეულობები იყო, მაგრამ როცა კასტრატების შესახებ წავიკითხე, ვერც კი წარმოვიდგინე,თუ ასეთი რამ სინამდვილეში არსებობდა. თანამედროვე სამყაროში მგონი არც არსებობს კაცი,რომელიც საკუთარ საამაყო ორგანოს რაიმეს ფასად დათმობს : )) ვინ იყვნენ კატრატები, ისტორია და წარსულის ტრადიციები..

კასტრატები იყვნენ ჩვეულებრივი მამაკაცები, რომელთაც კასტრაციას(დასაჭურისება) უკეთებდნენ, რადგანაც ენდოკრინოლოგიური მდგომარეობით ვერასოდეს მიაღწევდნენ სექსუალურ სიმწიფეს და ხმა არ დაუბოხებოდათ, ექნებოდათ სოპრანო, მეცო–სოპრანო.
კასტრირების რიცხვი მეთვრამეტე საუკუნეში საგრძნობლად შემცირდა. 1870 წელს კი იტალიაში უკანონოდ გაკეთდა.

კასტრატის სხეულში ტესტოსტერონის არარსებობა მთელ რიგ უცნაურობებს იწვევს ზრდის პროცესში. როცა ბიჭი იზრდება, მისი ჰიპოფიზები ისე არ მაგრდება როგორც საჭიროა, ამიტომაც კიდურები და ნეკნებიც უფრო გრძელი უვითარდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. ეს ფაქტორი ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად აძლევს კასტრატს ფილტვების შეუდარებელ სიმძლავრეს და სუნთქვის მოცულობას.
კასტრატებს მოქნილი და საკმაოდ განსხვავებული ხმის ტემბრი უმუშავდებათ, ისინი განსხვავდებიან ქალების მაღალი ხმისგან და ასევე არაკასტრირებული მამაკაცების მაღალი ხმისგანაც.

მცირე ისტორია
კასტრაციას, როგორც დამონების, დამორჩილებისა და დასჯის სახეს დიდი ხნის ისტორია აქვს. მომღერალი კასტრატები კი გადმოცემის თანახმად პირველად ბიზანტიაში ჩნდებიან. (არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც პირველად ისინი ესპანეთში იყვნენ). როგორც ამბობენ კონსტანტინოპოლის იმპერატრიცას აელია ეუდოქსიას ჰყავდა კასტრატი საგუნდო ხელმძღვანელი ბრიზონი, არსებობდნენ თუ არა მისნაირები იმ დროს, ჩვენთვის უცნობია.. მეცხრე საუკუნეში კასტრატები უკვე ახალ ხილს აღარ წარმოადგენდნენ და საკმაოდ გაითქვეს სახელი. ასე გრძელდებოდა მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე. ამის შემდეგ თითქმის 3 საუკუნე ისინი აღარ გამოჩენილან, გაუჩინარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ,რომ შესაძლოა ესპანელთა ,,სოპრანო ფალცეტისტთა” დიდმა ტრადიციებმა დაჩრდილა კასტრატების არსებობა.
დადიოდა ხმები,რომ ესპანელი ფალცეტისტებიც კასტრატები იყვნენ, შემდგომ კი რა მოხდა? კასტრატებმა ისინი ჩაანაცვლეს, რადგანაც თურმე ამ უკანასკნელთა ხმა უფრო ბუნებრივად ჟღერდა.

კასტრატი ევროპულ კლასიკურ ტრადიციებში
კასტრატები იტალიაში პირველად მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში ჩნდებიან, მაგრამ რას ეძახდნენ მათ, როგორი სახელწოდება ჰქონდათ, ეს ჩვენთვის უცნობია. თუმცა ფრაზა ,,Soprano maschio” (მამაკაცი სოპრანო) 1553 წლის ჩანაწერებში, რომში ფიქსირდება. ასევე შემონახულია წერილიც, 1555 წლის 9 ნოემბერს კარდინალმა Ippolito II d’Este-მ გუგლიემო გონზაგას მისწერა, რომ გაეგო გუგლიემო cantoretti-ებით ყოფილა დაინტერესებული, კარდინალი ჰპირდებოდა მას,რომ გაუგზავნიდა ორს, და აქედან ერთი შეეძლო დაეტოვევინა გუგლიემოს. ვარაუდობენ,რომ cantoretti-ბში სწორედ კასტრატები იგულისხმებოდნენ.

ბიჭებს კასტრაცია ადვილად რომ გადაეტანათ, უმეტესად ოპიუმს აძლევდნენ ხოლმე და მერე უკეთებდნენ ოპერაციას.
ყველაზე ძველ კასტრატად ჯაკომო სპანგლოეტის და კიდევ მარტინოს მოიხსენიებენ. ამათ გარდა პიეტრო ფოლიგანსა და გიროლამო რიზინისაც სახელი ჰქონდათ განთქმული. 1640 წელს კასტრატების არსებობის იდეამ დებატები გამოიწვია, 1903 წელს კი პიუს X აკრძალა.

რა ვიცით კასტრატების შესახებ?
მაგალითად ის ვიცით,რომ თურმე კასტრატებს არ შეეძლოთ ეკლესიაში ქორწინება, ასევე აკრძალული ჰქონდათ ლუთერანულ ეკლესიებში სიმღერა. საფრანგეთში კი იტალიელი მომღერლები და კასტრატები დიდად თვალში არ მოსდიოდათ, ამ უკანასკნელთა დეკადენტური ცხოვრების სტილის გამო. მე–17, მე–18 საუკუნის იტალიაში კი კასტრატები ბუნებრივ სოპრანოებად მიიჩნიეს, ფალცეტისტები კი პირიქით– ხელოვნური ხმების მქონეებად. 1625 წელს რომის პაპის მგალობელთა გუნდი სულ კასტრატებისგან შედგებოდა. ბახის დროს სასულიერო სასამართლოებს შორის რომსა და ვენეციაში უკვე სერიოზული კონკურენცია არსებობდა, ასე რომ ადგილობრივ საოპერო თეატრებს დაევალათ საუკეტესო კასტრატების დაქირავება და საქმეში ჩართვა. იმ დროს, 4000-მდე 7-დან 9 წლამდე ასაკის ბიჭებს უკეთებდნენ კასტრაციას წლის განმავლობაში.

თქვენ გგონიათ თავად კასტრატებისთვის ადვილი იყო ცხოვრება? რა თქმა უნდა არა. მათ უმეტესობას ჭირივით ეჯავრებოდა მშობლები.. მაგალითად დომენიკო მუსტაფას ოჯახმა სიმართლე არ გაუმხილა და განცხადა,რომ როდესაც პატარა იყო, უბედური შემთხვევა მოხდა და ღორმა სასქესო ორგანოები მოაჭამა. დომენიკოს მთელი ცხოვრება ატყუებდნენ, მაგრამ როცა მან სიმართლე გაიგო, მამა მოკლა.

ალესანდრო მორესკი რომის ერთ–ერთ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მას დაბადებიდანვე თიაქარი ჰქონდა, იმ დროს კი ამ დაავადების განკურნების საშუალება კასტრაცია გახლდათ.

აქ შეგიძლიათ მოისმინოთ,როგორ მღერის ალესანდრო ავე–მარიას.

და მაინც, პოსტში ერთგან ქორწინება ვახსენე.. საინტერესოა ქორწინდებოდნენ თუ არა საერთოდ კასტრატები და თუ ასე იყო, როგორები იყვნენ ისინი საწოლში?!

,,გაუმარჯოს იმ დანას, დაილოცოს ის დანა!” – ყვიროდნენ აღფრთოვანებული ფანი ქალები საოპერო თეატრებში, როდესაც კკასტრატებს უსმენდნენ. სავარაუდოდ ამავეს გაიძახოდნენ,როდესაც ასეთ მამაკაცთან საწოლში აღმოჩნდებოდნენ.

კასტრატები იმ დროს ისეთი სათაყვანებელი არსებები იყვნენ, როგორც დღევანდელი როკ-მომღერლები. მართავდნენ ტურნეებს მთელ ევროპაში და საუცხოო საფასურსაც იღებდნენ. ცნობილნი იყვნენ თავიანთი ცოტა უცნაური ხასიათით, წუთიერი გაცხარებით, აუტანელი პატივმოყვარეობით, აკვიატებული აზრებით, ექსტარავანგული ექსცესებით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სექსუალური მამაცობით : )
კასტრირების შემდგომ გამოწვეული ფიზიკური ეფექტები ფაქტიურად უმართავი იყო და უმეტესად ბიჭის ასაკზე გახლდათ დამოკიდებული.
მათ,ვისაც 10 წლამდე უკეთდებოდა სასქესო ორგანოს მოკვეთა, იზრდებოდნენ უფრო ქალურები, გლუვი, უთმო სხეულით,ინფანტილური პენისით და ფაქტიურად სექსუალური ცხოვრება არ ჰქონდათ. აი ვისაც 10 წელზე ზევით ასაკში ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია, ამ დროისთვის კი ბიჭის სხეული უკვე სექსუალურ სიმწიფეში გარკვეულწილად შეჭრილია. მათ მამაკაცის სხეულისთვის დამახასიათებელი ფიზიკურობა ასე თუ ისე უნარჩუნდებოდათ და ხშირად ერექციის უნარიც.

ევროპის მაღალი საზოგადოების ქალებმა შესანიშნავად განჭვრიტეს,რომ კასტრატების სახით მათ საიდუმლო ურთიერთობისთვის მშვენიერი კანდიდატები ჰყავდათ, რადგანაც ეს მამაკაცები ხომ ,,მოსიარულე კონტრაცეპტივები” იყვნენ : )) ქალბატონებს არასდროს შეაწუხებდათ ორსულობაზე ფიქრი, რაც იმ დროში პრობლემას წარმოადგენდა. ვრცელდებოდა ხმები,რომ კასტრატები არაჩვეულებრივი საყვარლები იყვნენ და რომ მათი ყურადღება მთლიანად საყვარელ ქალზე იყო მიპყრობილი..
ერთი კასტრატი- სახელად კონსოლინო, თავის ქალურ თვისებებსა და დახვეწილობას ჭკვიანურად იყენებდა. ის პაემანზე კაბაში გადაცმული ეცხადებოდა საყვარლებს, ისე რომ ხალხს ქალი ეგონა..
15 წლის ირლანდიელი გოგონა დოროთი მაუნსელი კასტრატ გიუსტო ტენდუჩისთან ერთად გაიქცა, მაგრამ გოგონას არ გაუმართლა, გაცოფებულმა მამამისმა ის ციხეში ჩააგდო.

კასტრატთან ქორწინება ჩვეულებრივ ეკლესიის მიერ აკრძალული იყო. თურმე ზოგიერთი კასტრატი მხოლოდ ქალებთან გულაობას არ სჯერდებოდა და კაცებსაც სთავაზობდა მომსახურებას.
ამან თურმე თავად კაზანოვაც კი აცდუნა. იგი თავის მოგონებებში ერთგან წერს: ,,რომი აიძულებს ყველა მამაკაცს გახდეს პიდარასტი.”
კაზანოვა თურმე ერთ მშვენიერ კასტრატს შეხვდა, სახელად ბელინოს. ამ ადამიანმა თითქმოს მოაჯადოვა განთქმული მექალთანე, ისე შორს წავიდა ამბავი,რომ კაზანოვამ ოქროც კი შესთავაზა,ოღონდ კი ბიჭს მისთვის გენიტალიები ეჩვენებინა. როცა სურვილით შეპყრობილმა კაზანოვამ ,,კასტრატი” მიიმწყვდია, აღმოაჩინა ,,ყალბი პენისი”.. თურმე ეს ბელინო გოგონა ყოფილა და თავს კასტრატად ასაღებდა. ისტორიკოსებმა ქალის სახელი და გვარი შემოგვინახეს,მას ტერესა ლანტი ერქვა. კაზანოვა და ტერესა მართალია საყვარლები გახდნენ, მაგრამ ვაჟბატონმა ის ვენეციაში მიატოვა, მაშინ როდესაც ლანტიმ ბავშვი გაუჩინა, თუმცა კაცმა არ იცის იყო თუ არა ეს კაზანოვას შვილი.
შემდგომ ტერესა ევროპაში გაემგზავრა და იქ გახდა წარმატებული მომღერალი.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close