არქივი

train surfing – ექსტრემი თუ თვითმკვლელობა?

892e86845ac3
“მატარებლის სერფინგი” ყველაზე ექსტრემალური და ამავდროულად ყველაზე საშიში სახეობაა.

“მატარებლის სერფინგი” პირველად აზიაში, კერძოდ კი ინდოეთში გაჩნდა, როდესაც ბილეთის გარეშე დარჩენილ ადამიანებს მატარებლის სახურავზე ან რომელიმე სხვა ადგილზე დგომით უწევდათ მგზავრობა. შემდეგ ეს ყველაფერი დაიხვეწა და არაოფიციალურ სპორტულ სახეობად იქცა.

ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიდნენ თუ ვინ უფრო მეტს გარისკავდა. ეს მიმდინარეობა ევროპასაც მოედო. პირველად 1990 წელს გამოაცხადეს, რომ ამ ექსტრემულ სახეობას ახალგარდა ბიჭი შეეწირა, თუმცა ეს სპორტის სახეობა არსებობას კვლავ განაგრძობდა და მატარებლის განვითარებასთან ერთად უფრო სახიფათო ხდებოდა. შემდეგ ეს სპორტის სახეობა მეტროს და ყველა ჩქაროსნულ მატარებლებსაც მოედო, შესაბამისად მსხვერპლიც გაიზარდა. ყველა შეძრა 22 წლის ინგლისელი თინეიჯერის სიკვდილმა, რომელიც მატარებელს ქვეშ დაუწვა. ეს სპორტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა დანიაში.

დღემდე გრძელდება ამ “სპორტის” სახეობის წინააღმდეგ ბრძოლა და სადგურებში ამ სახეობის გამო დაცვა უფრო ძლიერდება, აგრეთვე მკაცრდება კანონები მათ წინააღმდეგ. შეიქმნა ვებ-გვერდი www.trainsurfing.dk, თუმცა სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

http://www.youtube.com/watch?v=BNgL_ZwGrqY

http://www.youtube.com/watch?v=s6J-D0_gzF8

http://www.youtube.com/watch?v=VZvm5H4F-aA

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button