ვიდეოებისაკითხავიუცნაური

ანელის მიშელის ეგზორციზმი !


სუსტი ნერვებისა და გულის ადამიანებმა თავი შეიკავეთ პოსტის დათვალიერებისგან !

ანელის მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ცხოვრობდა ბავარიაში,მკაცრ კათოლიკურ ოჯახში და იყო ძალიან მორწმუნე გოგონა. მამამისი, იოსეფი ასწავლიდა მას სამღვდელოებას, დედა- ანნა ეხმარებოდა ქალიშვილს ყოველგვარი შეცდომის გამოსწორებაში. სანამ ანელისი დაიბადებოდა,რამდენიმე წლით ადრე ანნამ გააჩინა უკანონო შვილი (Martha), რომელიც გარდაიცვალა. ანელისმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ეპიტიმია დედას გამო, მოენანიებინა ეს ცოდვა.( „ეპიტიმია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს აკრძალვას. იგი გულისხმობს სხვადასხვა სახის საეკლესიო დისიპლინარული ხასიათის სასჯელებს, მაგალითად: მარხვის დადგენა; მეტანიების შესრულება; დამატებითი ლოცვების შესრულება; განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავის შეკავება და სხვა)
ანელისი წვებოდა და იძინებდა ხის ცივ იატაკზე შუა ზამთარში, ასევე იძინებდა ქვის იატაკზეც მატარებლების სადგურში, ამ დროისთვის უკვე ხედავდა  რაღაც  გამოსახულებებს და ამისგან თავდასაღწევად ეწეოდა ეპიტიმიას. Wurzerburg-ის უნივვერსიტეტში ყოფნის დროს, მან თავის ოთახში ჩამოკიდა ხატები, კართან კი მუდმივად ედო ნაკურთხი წყალი და გამუდმებით ლოცულობდა.

1969 წელს ანელისს დაეწყო კრუნჩხვები. გოგონა გასინჯა არაერთმა ფსიქიატრმა და დაუდგინდა ეპილეფსიის რთული ფორმა.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ანელისი უკვე ხედავდა დემონურ გამოსახულებებს კედელზე და ქონდა ეშმაკისეული ჰალუცინაციები ლოცვის დროს. რაღაც ხმა ეუბნებოდა მას, რომ ის იყო დაწყევლილი. ამ ხმებს გოგონა მიჰყავდა დეპრესიამდე და თვითმკვლელობამდეც კი.
ანელისი იწვა ფსიქიკურ საავადმყოფოში, მაგრამ რადგანაც ექიმების მკურნალობით არანაირი შედეგი არ იყო,გოგონამ გადაწყვიტა ისევ საკუთარ რწმენას მინდობოდა. 1975 წელს მან დაიწყო პილიგრიმობა ( პილიგრიმი . 1. „წმინდა ადგილში“ სალოცავად მიმავალი მორწმუნე; მოხეტიალე მლოცველი.)

ანელისს თან ახლდა ერთი მოხუცი ქალი, მისი თქმით, ის ამჩნევდა, რომ ანელისი ერიდებოდა ხატებს, იესოს სურათებს, არ სვამდა ნაკურთხ წყალს და ასდიოდა საშინელი სუნი. ქალაქის ახლოს მცხოვრებმა ეგზორცისტმა (ავი სულების განმდევნელი) მას დაუსვა დიაგნოზი და უთხრა, რომ იყო დემონით შემპყრობილი.

ამის შემდეგ რამოდენიმე თხოვნის შედეგად ეგზორციზმი შედგა. ორი მღვდელი, მამა არნოლდ რენეზი და პასტორი ერნესტ ალტი უძღვებოდნენ ანალისის 67 ეგზორციზმს 10 თვის განმავლობაში, კვირაში ატარებდნენ 2 სესიას, ზოგიერთი მათგანი 4 საათიც კი გრძელდებოდა. სესიების დროს ანალისის საქციელი საშინელი საყურებელი იყო. ის ხედვა ტანსაცმელს, შარდავდა იატაკზე, ლოკავდა საკუთარ შარდს, ჭამდა ბუზებს, ობობებს და ნახშირს. ერთხელ, ორი დღის განმავლობაში ის დაბობღავდა მაგისი ქვეშ და ყეფდა როგორც ძაღლი. ღამის განმავლობაში განუწყვეტელი ყვირილი კი უკვე ჩვეულება იყო.

სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მან შეწყვიტა ჭამა და მარხულობდა. ეგზორციზმის პირველ სესიაზე ანელისმა ჩამოთვალა ზოგიერთი დემონის სახელი, რომელიც მისი თქმით სხეულს დაუფლეობოდა, მათ შორის იყვნენ ლუციფერი, იუდა, ნერო, ჰიტლერი და ა.შ.


გარდაიცვალა 1976 წლის 1 ივლისის დილას. უკანასკნელი სიტყვები, რაც უთხრა მღვდლებს, იყო: ,,შეევედრეთ, რათა შემინდონ”, შემდეგ კი მიუბრუნდა დედას და უთხრა: ,,დედა, მე მეშინია”.

ეს ანელისის ერთ-ერთი ეგზორციზმის სეანსის ჩანაწერია, ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ გაარჩიოთ რას ამბობს

მოგვიანებით ამ ამბავზე გადაიღეს ფილმიც ( The Exorcism of Emily Rose) ეს მისი ტრეილერია.

ტექსტის თარგმნაზე ,,ვიწვალე” მე  და  be original, don’t copy my ideas  : )

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close