არქივი

შიში თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?

679f12d62158

ჩვენ_ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით; განვსხვავდებით გარეგნულად, შინაგანად, ფიზიოლოგიურად, ცხოვრების სტილით, გემოვნებით… მაგრამ არა-შიშებით. მაინც რისი გვეშინია? და რისი ეშინიათ ჩვენ საყვარელ მამაკაცებს? ვინც ირწმუნება, რომ შიში არაფრისა აქვს, უბრალოდ თავს იტყუებს. ქალებს მეუღლეების დაკარგვა, სხვადასხვა დაავადება და მანიაკებთან ღამით შემთხვევით შეხვედრა აშინებს; მამაკაცების შიშის საფუძველი სრულიად სხვაგვარია… შიშისაგან სავსებით განთავისუფლება ფსიქოლოგებთან მუშაობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა ზოგიერთი პრობლემის მოხსნა თავადაც შეგიძლიათ.

რისი ეშინიათ ქალებს?

ქალები საკმაოდ მრავალი მიზეზის გამო ფორიაქობენ. მაგალითად, ნებისმიერი ქალს სურს, ოჯახში მყუდრო გარემო შექმნას. ბევრი მათგანი მოდური ჟურნალების მეშვეობით ცდილობს სახლის მოწყობას. ზოგჯერ ლამაზი ინტერიერის ნახვა მათზე დამთრგუნველად მოქმედებს, რადგან საყვარელი ხალიჩა, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისაღები ოთახის “მშვენებად” მიიჩნეოდა, ახლა მხოლოდ ძაღლის საფენს თუ მოაგონებს; ქალები ხშირად წუხან იმის გამო, რომ მათი სახლი საკმარისად ლამაზად არ გამოიყურება. გასაკვირი არ არის, რომ დიასახლისს ხშირად აქვს იმის შიში,-ვაითუ, სტუმრებს სათანადოდ ვერ გაუმასპინძლდეო. ერთნი სადილის მოსწრებაზე ნერვიულობენ, მეორენი კი იმაზე, ნამცხვარი არ მიეწვათ.
გაათავისუფლეთ საკუთარი თავი ზედმეტი პასუხისმგებლობისაგან. ჯერ ერთი , ადამიანები სტუმრად მხოლოდ კერძების დასაგემოვნებლად არ დადიან. მეორეც-ჩვენს დროში მაღაზიები სავსეა უამრავი ნახევარფაბრიკატებით, რომლის მეშვეობითაც საქმეს საგრძნობლად გაიიოლებთ. ქალების უმეტესობას კი ასევე აწუხებთ ზედმეტი კილოგრამების აკრეფა და მასზე მაშინაც კი წუხან როდესაც შეიძლება საგანგაშო სრულიად არაფერია. შიში თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?

რისი ეშინიათ მამაკაცებს?

4dd94bf4e980
ვიდრე ქალები ლამაზ ინტერიერზე, მიმწვარ ნამცხვრებსა და ძვირად ღირებულ კაბებზე ნერვიულობენ, კაცობრიობის ძლიერ სქესს სრულიად სხვაგვარი შიში იპყრობს. აი, რამდენიმე მათგანი:

  • მამაკაცებს ძალზე ეშინიათ სამსახურის დაკარგვის;
  • გულისკანკალით ფიქრობენ მოსალოდნელ გამელოტებაზე;
  • მათ აკომპლექსებს თანამედროცე ტექნიკის არქონა-უფრო სწორად ის გარემოება, რომ მისი შეძენა ვერ შეძლეს;
  • be63dbfba4e6

  • მათ აგრეთვე ეშინით იმის, რომ დარჩნენ მიტოვებულნი და დაკარგონ თავიანთი “ავტორიტეტი” ქალის წინაშე;

9eb8caa602fd
ასევე მათ უხერხულობას იწვევს იმის შიში, რომ საყვარელი ქალი საჩუქარს დაუწუნებს. რადგან:

  • საჩუქარი ძალზე უფერულია;
  • მისი რჩეულის გემოვნებას არ დააკმაყოფილებს;
  • არ მოუხდება ფერი, სტილი და ა.შ;
  • უბრალოდ არ არის, ის, რაზეც მისი გულის სწორი ოცნებობდა.

რისი ეშინია ყველას?

კიდევ არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ზოგადსაკაცობრიო შიში”, რომელის ორივე სქესისთვის დამახასიათებელია. თუმცაღა ქალებსა და მამაკაცებში ის სხვადასხვაგვარად ვლინდება.
გაქურდვის შიში კაცებს სიგნალიზაციებისა და საკეტების მუდმივი ცვლისაკენ უბიძგებს; ქალები კიი ძვირფასეულობას სამზარეულოს კედლის თაროებსა და ლეიბებში ინახავენ. საკუთარი ქონების დაზღვევით, თქვენ ამ შიშს ადვილად მოიხსნით, მით უმეტეს , თუ ხალხურ სიბრძნესაც გაიხსენებთ: მთავარია ჯანმრთელობა, დანარჩენის მოპოვება კი ყოველთვის შეიძლება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას: შიში ხშირად თვითშენარჩუნების ისნტიქტს უკავშირდება. საინტერესოა, რომ მამაკაცებს ყველაზე ხშირად ისეთი დაავადებები აშინებს, რომლებიც შრომისუნარიანობას აქვეითებს; ქალებს კი ძირითადად ისეთი რომლების გარეგნობას აჩნევს კვალს. აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო ხშირად ნერვიულობენ ბავშვებისა და ახლობლების ჯანმრთელობაზე, ვიდრე მამაკაცები.

სულ ეს იყო…


ჩემი პოსტები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button