ლინდბერგის საქმე 3

I ნაწილი – შემთხვევა ჰოუპველში და 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუჩინარება,სამართალდამცველთა გულგრილობა და ნაპოვნი კონვერტი ბავშვის ოთახში,შუამავლის გამოჩენა და კავშირი “ჯონისთან”,ორი შეხვედრა სასაფლაოზე და კონვერტების გაცვლა,სიცრუე,უიმედობა და გზის პირას აღმოჩენილი გვამი.
II ნაწილი – გვამის ამოცნობა და გაკვეთა,საეჭვო დასკვნა და ოპერატიული კრემაცია,შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე,ოქროს სერთიფიკატები და კვალზე გასული პოლიცია,დაკავებული ეჭვმიტანილი და გაყალბებული რეალობა,”შერლოკ ჰოლმსი” და სამი ადვოკატი,სასამართლოს “სტარტი” და გაკვირვებული სახეები…

1935 წლის 24 იანვარს სასამრთლოს წინაშე უშუალოდ ბრუნო ჰაუმპტმანი წარსდგა და პოლიციის მიერ “დათესილი” მითების მსხვრევაც დაიწყო,პროკურატურის მიერ დახატული სურათი რეალიზმიდან სურეალიზმისკენ მიმავალ გზას დაადგა.მოვლენებს წინ გავუსრებ და გეტყვით,რომ ჰაუმპტმანის დაკითხვამ 11 საათს გასტანა,ეჭვგარეშეა,რომ ეს 11 საათი საუკუნეს ჰგავდა.

ჰაუპტმანმა მისთვის დათმობილი ასპარეზი მალევე აითვისა და ნათელი მოჰფინა საკუთარ ცხოვრების გზას გერმანიიდან აშშ_მდე.მან აღიარა,რომ 1919 წელს მართლაც სცადა საკვებისა და ტანსაცმლის მოპარვა და ეს არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობით ახსნა.რამდენიმე თვის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ჯიბეგამოფხეკილმა ბრუნომ ოკეანესგაღმა დაიწყო ყურება.პირველი ცდა 1919 წლის ბოლოს უშედეგოდ დასრულდა.გავიდა 4 წელი და ბრუნო აღწევს მიზანს,ის უკვე შტატების ჰაერით სუნთქავს,მის ჯიბეში მხოლოდ 16 $_ია მაგრამ ჟანგბადი ხომ უფასოა… სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჰაუმპტმანის ამერიკაში ცხოვრებაზე და მის შემოსავალზე,როგორც ეჭვმიტანილი ამბობს,რომ დაქორწინების შემდეგ მისი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და საბანკო ანგარიშზე დაახლოებით 4.5 ათასი $ იდო.ასევე გაირკვა,რომ 30_იანი წლების დასაწყისში ის სასტუმრო “მაჯესტიკ აპარტამენტს”_ში ფანჯრის მინებს აკომპლექტებდა და კვირაში 80$_ს იღებდა(თავდაპირველად 100$_ზე შეთანხმდენენ,შემდეგ კი სასტუმროს მეპატრონემ შეთანხმება დაარღვია).ოჯახის ყოველკვირეული დანახარჯები 15 $ _ს შეადგენდა,ხოლო დანარჩენი თანხით საბანკო ანგარიში იზრდებოდა.საბანკო ანგარიშის ოდენობაზე მეტყველებს 1931 წელს ბრუნოს მიერ შეძენილი “დოჯის” მარკის ავტომობილი შეეძინა(ეს სწორედ ის ავტომობილია,რომელიც ავტოგასამართ სადგურზე გაჩერდა და პოლიცია ჰაუმპტამნის კვალზე გაიყვანა).

ჰაუპტმანი სასამართლოზე

ჰაუპტმანის დაკითხვამდე ბრალმდებელი მხარე ამტკიცებდა,რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ალიბი და ის ვერანაირად ვერ დაამტკიცებდა,რომ გამოსასყიდის მიღების დროს წმ.რეიმონდის სასაფლაოზე არ იმყოფებოდა და კონდონს საპასუხო კოვერტს არ უწვდიდა.პროკურორთა ჯგუფს სახეზე ღიმილი შეეყინება,როცა ბრალდებული ალიბს წარადგინს და განაცხადებს,რომ ის ამ დროს სახლში იმყოფებოდა.აი ეს ალიბიც:
ზევით ვახსენე სასტუმრო “მეჯესტიკ აპარტამენტსი” და დარღვეული პირობა.ჰაუპტამანი ამტკიცებს,რომ სასტუმროს მეპატრონემ პირობა სწორედ 1932 წლის 2 აპრილს დაარღვია და ჯამაგირი 20$_ით შეუმცირა,ამან დაქირავებული აღაშფოთა და მცირე შელაპარაკების შემდეგ ჰაუმპტმანი აღელვებული გაემართა სახლისაკენ(დაახლოებით 17:00 სთ).18 საათზე ჰაუპტმანის კარზე კაკუნი ისმის,ზღურბლზე მისი მეგობარი კლოეპენბურგია,მისალმების შემდეგ მეგობარი სახლში შეიპატიჟა,მეგობრებს უყვარდათ გიტარაზე და მანდოლინზე დაკვრა.2 აპრილის საღამოც მუსიკალურ ატმოსფეროში გაატარეს.როცა კონდონი ვიღაც “ჯონის” კონვერტს აძლევდა,ამ დროს ჰაუპტმანი სახლში იყო მუსიკალური საკრავით ხელში.

რამდენიმე ფაქტს ჰაუმპტამანმა ნათელი მოჰფინა,თუმცა სასამართლო ამას მაინც არ გაითვალისწინებს,ეს კი შეიძლება ბრალდებულის ზედმეტად კორექტულობას დავაბრალოთ(თუმცა მეორე ნაწილში როგორც ვთქვი ეს სასამართლო “ბლეფი” იყო და როგორც ამტკიცებენ,მისი შედეგი მხარეებისათვის(გარდა ჰაუმპტმანისა) წინასწარ იყო ცნობილი).კორექტულობის ნათელი მაგალითია ფაქტი,როცა ჰაუმპტმანი მოსამართლეს თხოვს საკუთარი შემოსავალ–გასავლის წიგნაკის წარმოდგენას,ამაზე ვილენცი(პროკურორთა გუნდის ხელმძღვაბნელი და იუსტიციის მინისტრი) პროტესტს გამოთქვამს და ამბობს,რომ ეს საბუთები არაერთგზის იქნა შესწავლილი(თუმცა არა სასამართლოზე),მოსამართლემ პროტესტი დააკმაყოფილა.ამ წარუმატებლობის გამო ჰაუმპტმანი არ შეცბუნებულა და ზემშვიდად განაგრძობდა დეტალების გახსენებას.

ვილენცი ჰაუპტმანის დაკითხვის შემდეგ დარწმუნდა,რომ სასამართლოს “ლოგიკურ” დასასრულამდე მიყვანა გართულდებოდა,ამიტომაც დახურულ კარს მიღმა ბრალდებულის ადვოკატებს შეხვდა და განაცხადა,რომ ჰაუპტმანი სიკვდილით დასჯის შესაძლო განაჩენს იმ შემთხვევაში აიცილებდა,თუ აღიარებდა თავის დანაშაულს.ამ ანკესზე ადვოკატები არ წამოეგნენ და ვილენცი უარით გაისტუმრეს.მცირე დაფიქრებაა მიხვდეთ რა მიზანს ემსახურებოდა ვილენცის ეს “ანკესი”,ჰაუპტმანის საწინააღმდეგო კომპრომატები,რომ რეალური ყოფილიყო ვილენცი ასეთ “დათმობაზე” წასვლას არც კი გაიფიქრებდა.

ამ შემთხვევაში ჰაუპტმანის ადვოკატებმა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს,მაგრამ ეს იყო “ზღვაში წვეთი”.სასამართლო სხდომებს შორის შუალედში ბრუნოს ხშირად ჰქონდა პირისპირ შეხვედრა თავის მეუღლე ანა ჰაუპტმანთან,რომელსაც არაერთგზის განუცხადა ადვოკატების ქცევის შესახებ,რომელსაც ცინიკური ელფერი დაჰკრავდა.ბრალდებული თავის ადვოკატებს თხოვდა,რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაემართათ და დაესახათ პრიორიტეტები საბოლოო გამარჯვებისათვის.ამ თხოვნაზე რეილი და ფლემინგტონი უარს ამბობდნენ და მიზეზად მოუცლელობას ასახელებდნენ(ეს რა არის სხვა, თუ არა ცინიზმი),ბრუნოს “ტეტ–ა–ტეტ” მხოლოდ ფიშერი ხვდებოდა,თუმცა შედეგი არსად ჩანდა.
ადვოკატთა მორიგი “წაყრუება” აუტოპსიის პროცედურის ხელმძღვანელ ჩარლზ მიტჩელის ჩვენებას ახლდა თან.მიტჩელმა სასამართლოს მოახსენა გაკვეთის ყველა დეტალი და მრავალ ადამიანს გამომეტყველებაც საეჭვო გახდა,აშკარა იყო,რომ გვამი ჩარლზ ლინდბერგ უმროსს არ ეკუთვნოდა.ჰაუპტმანის ადვოკატები კი ყოველივე ამას არხეინად შესქეროდნენ და არც კი ცდილობდნენ ხელჩასაჭიდი საბუთის ბრალდებულის სასარგებლოდ გამოყენებას.
ჰაუპტმანმა ამ დროს ბოლოჯერ გაიბრძოლა,”მოუცლელ” რეილისა და ფლემინგტონს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა და სასწარფოდ მოითხოვა ახსნა–განმარტებები.შეტყობინების გაცნობის შემდეგ ფლემინგტონს “სინდისის ქენჯნის შეტევამ” გადაუარა და თავის კლიენტს შეხვდა.მათი შეხვედრა მეოთხედ საათს გაგრძელდა,მცირე გასაუბრების შემდეგ ფლემინგტონში ისევ ცინიზმისა და მოუსცლელობის “სინდრომმა” გაიღვიძა,მოუცლელობა მოიმიზეზა და კარი გაიჯახუნა.ამ დროს ჰაუპტმანი გონება განათდა და მის წინაშე დაიხატა რეალური სურათი–ის იყო “განტევების ვაცი”,ის ხელსახოცი,რომელზეც ტალახიანი ხელების შეწმენდას ცდილობდნენ… წარმოესახა შავბნელი რეალობა.ამის შემდეგ ჰაუპტმანი დეპრესიის მორევმა ჩაითრია.

როგორც ხედავთ,ადვოკატი რეილი არანაირ ღონს არ ხმარობდა(ეს მისი კარიერისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდება,ერთ დროს ცნობილი ადვოკატი ამ საქმის შემდეგ “კეთროვანი” გახდება).ერთ დღესაც “მოუცლელმა” ვექილმა “მოიცალა” და რამდენიმედღიანი სიჩუმე დაარღვია.მისი მოთხოვნით სასამართლოზე გამოიძახეს სემ სტრეპონე,რომელსაც ჰაუპტმანის სასარგებლოდ უნდა მიეცა ჩვენება.სტრეპონე ამტკიცებდა,რომ 1933 წლის 14 მაისს თავის სახელოსნოში იხილა იზიდორ ფიში(ამ სახელოსნოს ფიში ხშირად სტუმრობდა) ლითონის ყუთით ხელში.სტრეპონე გაცილებით შორს წავიდა და განაცხადა,რომ ეს სწორედ ის ყუთი იყო რომელიც ჰაუპტმანის გარაჟში აღმოაჩინეს.
მცირე ხნის შემდეგ რეილი აჩუმებს სტრეპონეს და აფიქსირებს საკუთარ აზრს,ის ამბობს:“ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი იზიდორ ფიშმა გაიტაცა!” ვალში არც ბრალმდებელი მხარე აღმოჩნდა.1935 წლის 6 თებერვალს მოხდა სტრეპონეს ჯვარედინი დაკითხვა,დაკითხვისას სტრეპონეს წამოსცდა:“მე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმკურნალობდი.” როგორც აღმოჩნდა სტრეპონეს ფსიქიკური გადახრები ჰქონდა და რამდენჯერმე გაიარა სარეაბილიტაციო კურსი.ფაქტია,რომ ასეთი ადამიანის მონაჩმახს არავინ იღებდა ყურად.

სასამართლო პროცესის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს გრაფოლოგთა დასკვნების განხილვა.ბრალმდებელი მხარის მოთხოვნით სასამართლო დარბაზში გამოიძახეს პოლიციის გრაფოლოგი ალბერტ ოსბორნი.თავისი თესიზებით ოსბორნმა დაიწყო მტკიცება იმისა,რომ ფანჯრის რაფაზე ნაპოვნ წერილში წარმოდგენილი ხელწერა ჰაუპტმანის ხელწერის იდენტური იყო.ოსბორნის თესიზები აქსიომა არ იყო და ეს ნათლად წარმოაჩინა დაცვის მხარის მიერ გამოძახებულმა ექსპერტმა ჯონ ტრენდიმ.
ტრენდის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარებოდა,გარდა პროკურორ ლენიგანისა,რომელმაც დემაგოგიური განცხადებებით სცადა ტრენდის პერსონის “დაჩრდილვა”,მაგრამ უშედეგოდ.
ტრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამტაცებლის მიერ კონდონისათვის გადაცემულ წერილის და ასკვნის შემდეგს:

1.წერილი დაიწერა მაგიდის კუთხეში ან სხვა მოუხერხებელ ადგილას;
2.გამტაცებელი წერილის წერას თავდაპირველად იწყებს მარცხენა ხელით,ოთხი ხაზის შემდეგ კი უკვე მარჯვენა ხელი ერთვება საქმეში(ეს ჰაუპტმანისთვის “შეუსრულებელი მისია” იქნებოდა);
3.გამტაცებლის მიერ დაწერილი წერილში გამოყენებულ ასობგერა “S”_ზე და ” K”_ზე დაკვირვებით გამოჩნდა,რომ ჰაუპტმანისა და გამტაცებლის კალიგრაფია განსხვავებული იყო.ეს განსხვავება იმდენად ნათელი იყო,რომ გაპროტესტებაც კი უშედეგო იქნებოდა.

ტრენდის გამოსვლა ნათლად აჩვენებდა ოსბორნის მიერ გადმოცემული თესიზების სიყალბეს.პროკურორებმა გრაფოლოგს აღარ შეეპასუხნენ,ხოლო ოსბორნი უფრო შორს წავიდა,ტერნდის დაკსვნას მიემხრო და ამით საკუთარი განცხადებების სიყალბეს ხაზი გაუსვა.
ტრენდის გამოსვლა ჰაუპტმანის სასამართლო პროცესის ყველაზე ნათელ მხარეს წარმოადგენს,თუმცა დაცვის მხარის ადვოკატთა სიჩუმემ ნათელი წყვდიადით ჩაანცვლა და საბოლოოდ დამარხა რიჩარდ(ბრუნო) ჰაუპტმანის იმედები.

1935 წლის 11 თებერვალს სიტყვით გამოდის ჰაუპტმანის ადვოკატი რეილი.მისიგან განცხადება უფრო აბდაუბდას ჰგავდა,ვიდრე განსწავლული ადამიანის პირიდან ამოსულ სიტყვებს.ის ლაპარაკობდა ყველაფერზე გარდა მთავარისა,გამტაცებელად იზიდორო ფიშს ასახელებდა,ბეტი გოუს მის თანამზრახველად ასახელებდა,ბოლოს კონდონსაც გადაწვდა.რეილიმ არ განიხილა არცერთი ზემოთნახსენები ფაქტი,რომელიც ჰაუპტმანის უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობას იძლეოდა,ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა სასამართლოს სიყალბე.

სასამართლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.2 იანვრიდან 13 იანვრამდე გაიმართა 29 სხდომა,დაიკითხა 162 მოწმე.1935 წლის 13 თებერვალს 12 მსაჯული საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად დახურულ კარს მიღმა სხდომას მართავს,რომელმაც 11 საათს გასტანა.13 თებერვლის საღამოს ვერდიქტი მკაფიოდ გაისმა სასამართლოს დარბაზში,თორმეტი მსაჯულიდან შვიდმა ჰაუპტმანის დამნაშავედ ცნო… მოსამართლე ტრენჩარდმა წაიკითხა ვერდიქტი და განაცხადა,რომ ბრუნო ჰაუპტმანს სიკვდილით დასჯა ელოდა… ასე გაიცა “ვიზა”,აინთო “მწვანე შუქი” ელექტროსკამისკენ მიმავალ გზაზე… ასე იქცა უდანაშაულო ადამიანი ბავშვის გამტაცებლად და მკვლელად…

მოსამართლე ტრენჩარდი

სიკვდილით დასჯა უნდა მომხდარიყო 1935 წლის 18 მარტს.
მაგრამ ასე მარტივი არ აღმოჩნდა ჰაუპტმანის სიკვდილით დასჯა.სასამართლო პროცესის შემდეგ პრესის ფურცლებზე “ქარიშხალია”,საგაზეთო სტატიები ხაზს უსვამენ ჰაუპტმანის უდანაშაულობას,ეჭვი შეაქვთ სასამართლოს კანონიერებაში.ადვოკატ რეილის მძიმე დღე დაუდგა,ჟურნალისტები კითხვას კითხვაზე უსმევენ და ითხოვენ პასუხებს პროცესზე შემჩნეული “მოუცლელობის” გამო.ადვოკატი ყოველივე ამან იმდენად შეაშფოთა,რომ საბოლოოდ ჰონორარზე უარი თქვა და მოითხოვა თანხის ჰაუპტმანის მეუღლისთვის გადაცემა,ასევე სცადა ჰაუპტმანის გადასარჩენი ფონდის შექმნა,თუმცა არ დასცალდა-ვისკის სიყვარულმა ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანა.
ჟურნალ “ივნინგ ჟორნელის” ხელმძღვანელობამ მიმართა ჰაუპტმანს,ჟურნალი 90000 $_ს იხდიდა თუ ჰაუპტმანი გაახმოვანებდა გატაცების ყველა დეტალს.ბრუნომ ამაზე უარი განაცხადა,უდანაშაულო ადამიანი ვერ მოიგონებდა იმას,რაც მის ხელწერა არ იყო.

ერთადერთი ადამიანი ვინც ყველა ღონეს ხმარობდა ჰაუპტმანის გადასარჩენად იყო “ამერიკელი შერლოკ ჰოლმსი” ელისს პარკერი,რომლილს დასაბუთებული ეჭვები თქვენთვის უკვე ცნობილია.1935 წლის თებერვლის ბოლოს პარკერმა გამოსცა ე.წ. “ელისს პარკერის კითხვები”,სადაც მოცემული იყო რამდენიმე კითხვა “ლინდბერგის საქმესთან” დაკავშირებით.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

-რატომ არ იყო კიბეზე ჰაუპტმანის თითის ანაბეჭდები?
-რატომ არ ყეფდა ლინდბერგების ძაღლი,რომელიც უცხო ადამიანების მიმართ უნდობლობას იჩენს?
-როგორ შეეძლო ნამდვილ გამტაცებელს გამოსასყიდის გადაცემის “ცერემონია” გაეწელა ერთ თვეს,თუ უკვე ბავშვი მკვდარი იყო?
-რატომ იყო წერილი ფანჯრის რაფაზე,სადაც დიდი იყო შანსი წერილის დაკარგვისა და არა ბავშვის საწოლში?
-როგორ აღმოაჩინა ლიუის ბორმანმა სხვენში კიბის დასამზადებლად გამოყენებული მასალის დანარჩენი ნაწილი,როცა მანამდე -განხორციელებული 19 დეტალური კვლევა უშედეგოდ დასრულდა?
-თუ ბეტი გოუ და ენი ლინდბერგი გატაცების შემდეგ ბავშვის ოთახს დეტალურად ათვალიერებენ სად გაქრა მათი თითის ანაბეჭდები? ვინ დაალაგა ოთახი და ვინ წაშალა ანაბეჭდები?
-რატომ მოითხოვეს დამნაშავეებმა ასეთი მცირე თანხა,როცა საქმე ეხებოდა მდიდარი ოჯახის შვილს?
-რატომ უარყო ჰაუპტმანმა “ივნინგ ჟორნალის” შემოთავაზება?
-თუ ჰაუპტმანი დამნაშავეა,მაშინ რატომ არ დათანხმდა ვილენცის შეთავაზებას,რომელიც აღიარებითი ჩვენების შემთხვევაში სიკვდილით დასჯას გამორიცხავდა?
-როგორ შეიძლება ამოიცნო ადამიანის ხმა 2 წლის შემდეგ,თუ მოსმენილი გაქვს ერთი ფრაზა და ისიც შორი მანძილიდან?
-რატომ ვერ აღმოაჩინეს წერილი ბეტი გოუმ და ენი ლინდბერგმა და როგორ გაჩნდა წერილი ჩარლზ ლინდბერგის შესვლისას?
-რატომ იჩქარეს გზის პირას აღმოჩენილი გვამის კრემაცია თუ ის ნამდვილად ჩარლზ ლინდბერგ უმცროსს ეკუთვნოდა?
-რატომ შეცვალა ჩარლზ ლინდბერგმა ჩვენება?

კითხვების გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისი იყო,ნათლად ჩანდა,რომ ელისს პარკერი ჰაუპტმანის(სიმართლის) გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარდა.1935 წლის მარტის დასაწყისში პარკერის რჩევით ჰაუპტმანმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა,მართალია აპელაცია არ იქნა მიღებული,მაგრამ ეს არ ნიშნავდა დასასრულს.დეტექტივმა შეუძლებელი შეძლო და საქმის ვითარება გააცნო ნიუ–ჯერსის შტატის გუბერნატორს ჰარალდ ჰოფმანს.სწორედ ჰოფმანის ჩარევით 6ჯერ გადადეს ჰაუპტმანის სიკვდილით დასჯა.21 დეკემბერს კი მოხდა სენსაცია,შტატის გუბერნატორი ციხეში ესტუმრა ჰაუპტმანს.დახურულ კარს მიღმა ჰოფმანი,პარკერი და ჰაუპტმანი 40 წუთის მანძილზე საუბრობდნენ.

შეხვედრის მეორე დღეს ვილენცი აღშფოთებას ვერ მალავს,მან მოიწვია სასწრაფო პრეს–კონფერენცია და ნამდვილი ისტერიკა მოაწყო.მან განაცხადა,რომ ჰაუპტმანის “განაჩენი”
მანიპულაციის საგნად იქცა,შტატის გუბერნატორის ციხეში სტუმრობა პოლიტიკური “სარჩულით” ახსნა.1936 წელს იგეგმებოდა შტატის გუბერნატორის არჩევნები,სადაც ერთმანეთს სწორედ ჰოფმანი და ვილენცი უპირისპირდებოდა,ამით კი მართლაც ნათელი ხდება ჰოფმანის ქმედების მიზანი.
ვილენცის ამ ისტერიკას ჰოფმანის განცხადება მოჰყვა.მან განაცხადა,რომ არც კი განიხილებოდა ჰაუპტმანის შეწყალება,რადგან ის არ აღიარებდა დანაშაულს(ეს სიმართლე იყო,რადგან თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს შეუძლებელია მისი შეწყალება).

განცხადებათა გაცვლის შემდეგ,ჰოფმანი პარკერს ხვდება და ამბობს,რომ ის ვეღარ ჩაერევა ჰაუპტმანის საქმეში.ელისს პარკერი იძულებული გახდა საკუთარი ძალებით ემოქმედა.
1936 წლის იანვარში პარკერი საკუთარ ვაჟთან ერთად ყოველგვარი სანქციის გარეშე აკავებს ადვოკატ პოლ ვენდელს დაკითხვის მიზნით.ვენდელის აღიარებითი ჩვენებით გაირკვა,რომ ადვოკატმა თავის საქმიან პარტნიორებთან ერთად განახორციელა ლინდბერგის ბავშვის გატაცება.ყოველივე ეს ფურცელზე დაწერა და ბოლოს საკუთარი ხელწერაც დაურთო.მიღებული საბუთით პარკერი მალე გამოჩნდა ვილენცის ოფისში,მაგრამ თვითონ აღმოჩნდა დაკავებული ადამიანის უკანონოდ შეპყრობისა და დაკითხვის გამო.ელისს პარკერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა,ვენდელმა თავისი ჩვენება უარყო და ყველაფერი პარკერის სისასტიკეს გადააბრალა,რათქმაუნა სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.მოსამართლემ “ვერდიქტი” წაიკითხა და დეტექტივი ელისს პარკერი 6 წლით ციხეში მიაბრძანა.პარკერმა დღის სინათლე ვეღარ იხილა და 1940 წელს ციხეში გარდაიცვალა,მას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა ბრუნო ჰაუპტმანის უდანასაულობის.

1936 წლის 3 აპრილს ბრუნო ჰაუპტმანი სიკვდილით დასაჯეს ელექტრო სკამზე….

ჩანახატი

ჰაუპტმანის სიკვდილის დასჯის შემდეგ თანდათან იზრდებოდა “დამნაშავის” უდანაშაულობაში დარწმუნებულ ადამიანთა არმია.გამოჩნდა ლინდბერგის ბავშვის გატაცების რამდენიმე ახალი ვერსია.აღსანიშნავია ორი მათგანი:

1.ჩარლზ ლინდბერგი–საკუთარი შვილის მკვლელი.
ეს ვერსია შეიმუშავებულ იქნა მწერალ–კრიმინოლოგების ლიუდოვიკ კენედის,გრეგორი ალგრენის,ასევე გადამდგარი პოლიციელის სტივენ მონიერისა მიერ.ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევდნენ,რომ 1932 წლის მაისში აღმოჩენილი გვამი ნამდვილად ჩარლზ ლინდბერგ უმცროსს ეკუთვნოდა.მათ მოიპოვეს სამედიცინო დასკვნა,სადაც აღწერილი იყო პატარა ჩარლზის დეფექტები,რომელიც ბავშვის გონებასუსტობას უსმევდა ხაზს.ეს არ მოსწონდა ბავშვის მამას,ამიტომაც მან მოკლა საკუთარი შვილი და გზის პირას მიაგდო.
ამ ვერსიას ამყარებდა ასევე ენი მოროუს დღიური,სადაც ეწერა:”მან(ჩარლზმა) სასამართლოზე მოიტყუა,როცა ჰაუპტმანის ხმაში გამტაცებელი ამოიცნო.” ზევით ვახსენენ 21 დეკემბრის შეხვედრა ციხეში(ჰოფმანი,პარკერი,ჰაუპტმანი),ამ შეხვედრის დროს ჩარლზ ლინდბერგი,ენი მოროუ და კონდონი ტოვებენ აშშ_ს ტერიტორიას.ლინდბერგები ბრიტანეთში გადავიდნენ,შემდეგ კი შვედეთში;ხოლო კონდონი მექსიკაში.ისტორიკოსები და კრიმინალისტები ამ ქცევას გაქცევას უწოდებენ.

2.ელიზაბეტ მოროუ–დისშვილის მკვლელი.
ამ ვერსიის ავტორია ნოელ ბენი.ენი მოროუს უფროსი და ელიზაბეტი ფსიქიკურად გაუწონასწორებული იყო და ყოველთვის ცდილობდა ლინდბერგების ოჯახის დანგრევას,რადგან ჩარლზი მასაც უყავრდა.ნოელ ბელის ვერსიით ელიზაბეტმა შურისძიება გადაწყიტა და საკუთარი დისშვილი სიცოცხლეს გამოასალმა.ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის საჯაროდ განხილვაზე ჩარლზმა უარი თქვა და სწორედ ამ დროს იპოვეს ოპერატიული გამოსავალი,ბავშვი კიდნეპინგის მსხვერპლად გამოაცხადეს.ამის შემდეგ ელიზაბეტ მოროუს დიდ ხანს აღარ უცოცხლია და 1933 წლის შემოდგომაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახლა კი ვნახოთ “ლინდბერგის საქმის” მხარეთა ცხოვრება უდანაშაულო ადამიანის დასჯის შემდეგ.
ბრუნო ჰაუპტმანის მეუღლე ანა 1994 წელს გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.სიცოცხლის ბოლომდე ანა დარწმუნებული იყო საკუთარი მეუღლის უდანაშაულობაში.ის გადაიღეს რამდენიმე დოკუმენტურ ფილმში,ხშირად ქვეყნდებოდა მისი ინტერვიუები,თუმცა მემუარების დაწერაზე უარი განაცხადა.

ანა ჰაუპტმანი

ჩარლზ ლინდბერგი და ენი ლინდბერგი 60-იან წლებში გაიყარნენ,მათ ამ დროისათვის ოთხი შვილი ჰყავდათ.ენი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას,ეხმარებოდა მწერლებსა და მხატვრებს,ცხოვრების ბოლო წლებს უდადელად ატარებდა..თუმცა ვინ იცის იქნებ მის გულს ძველი სევდა ღრღნიდა.
ჩარლზ ლინდბერგი ავადსახსენებლ 1932 წლის 1 მარტამდე აშშ_ს სიამაყედ ითვლებოდა,თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ის გერმანიაში ჩავიდა და დაათვალიერა ავიაქარხნები.გერინგმა ლინდბერგს მესამე რეიხის ერთ–ერთი საპატიო ორდენი “რკინის არწივი” გადასცა,რითაც ძალიან ამაყობდა “აშშ–ს სიამაყე”.

მეორე მსოფლიო ომის დროს ლინდბერგი ყველა ღონეს ხმარობდა,რათა აშშ–ს უარი ეთქვა ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაზე,ამის გამო ის მოკვეთეს პენტაგონიდან(როგორც იცით ლინდბერგს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და პენტაგონში დაშვებული იყო).მართალია ეიზენჰაუერის პრეზიდენტობისას ის ისევ დააბრუნეს პენტაგონში,მაგრამ მას აშშ_ს “სიამაყედ” აღარავინ აღიქმევდა.1974 წელს ჩარლზ ლინდბერგი გარდაიცვალა და მრავალი საიდუმლო მიწაში ჩაიტანა.

“ლინდბერგის საქმის” შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.1976 წელს გამვიდა ტელეფილმი “ლინდბერგის საქმე”,ბრუნო ჰაუპტმანის როლში ენტონი ჰოპკინსი.1934 წლის 1 იანვარს გამოვიდა აგატა კრისტის დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე”,ავტორი ამბობს,რომ სწორედ ლინდბერგის ბავშვის გატაცების ამბებით შთაგონებულმა დაწერა ეს ნაწარმოები.

ავადსახსენებელი დღის შემდეგ ოთხმოცმა წელმა განვლო,მაგრამ მაინც ვერ გაიფანტა შავბნელი ღრუბლები,მაინც უცნობია რეალური მოტივი გატაცებისა,ნამდვილი დამნაშავის ვინაობა… სწორედ ამიტომ ითვლება “ლინდბერგის საქმე” აშშ_ს დანაშაულის ისტორიის წაუკითხავ გვერდად.
თუმცა არსებობს იმედი,რომ ოდესმე ბნელს ნათელი შეცვლის.იმედი ხომ ბოლოს კვდება…მანამდე კი ყველა(ვისაც აქვს რეალური დასკვნების გამოტანის უნარი) თანხმდება იმ აზრზე,რომ ბრუნო ჰაუპტმანი უდანაშაულო იყო.
ფაქტი ფაქტად რჩება,ამ სისასტიკეს ემსხვერპლა 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი… ხოლო რეალურმა დამნაშავეებმა სისხლიანი ხელები ჰაუპტმანს შეაწმინდეს.

დასასრული

წყარო: ჩემი ბლოგი

Apocalyptic Image | Create your badge


ავტორი: Don Mindia


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE