გართობა

ჩვენ და ისინი

0ab9280ddaf4

უცნაურზე და არამარტო უცნაურზე ბევრი საუბრობს საქართველოს და ქართველობის მინუსებზე და პლიუსები გვავიწყდება ან პირიქით ვლაპარაკობთ პლიუსებზე და მინუსები გვავიწყდება :) ბევრი თვლის რომ ევროპელია , ბევრიც უარყოფს და ანტიევროპიზაციის მომხრეა :) მე კიდე მინდა ამ პოსტით ვისაუბრო ჩვენს კარგზე და ცუდზე და ასევე მათ კარგზე და ცუდზე და რა განსხვავებაა ჩვენს შორის, მე დავწერ ჩემს თვალით დანახულს და არა განაგონს და ვეცდები მცირე დეტალებიც მოვყვე :) ასევე ზოგი რამე იქნება სუბიექტური და ნურავინ გამომეკიდება :) მაშ ასე გავარგრძელოთ!

ჩვენ: 1 ჩვენ ძალიან გვიხარია როცა სტუმრად გვეწვევიან შერონ სტოუნი, ენდი გარსია ან ნებისმიერი ჰოლივუდის ვარსკვლავი და ამ დროს მთელი ქვეყნის მაშტაბით ამ თემაზე მიდის მითქმა-მოთქმა

ისინი: 1 ისინიც მხიარულობენ ამ შემთხვევაში მაგრამ ტელევიზიებში, ინტერნეტში თუ რადიოში ამ თემის გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც საუბრობენ

5d8adb87c551

2 ჩვენ შეგვიძლია წაუკითხავ წიგნზე ვისაუბროთ და პრემიერამდე განვსაჯოთ უარყოფითად ფილმი “ჭამა და სექსი” იმიტომ რომ სათაური უკვე ქართულ მენტალიტეტს აღიზიანებს

2 ისინი მშვიდად ელოდებიან ფილმის პრემიერას მიუხედავად იმისა თუ რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს ფილმი და კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ გამოხატავენ საკუთარ აზრს

cbb546f71bf6

3 ჩვენ შეგვიძლია “დერვიშების”-სულიკო ჩავთვალოთ ერის მასხრათ აგდების , ტრადიციების ფეხქვეშ გათელვის სიმღერად და გვინდა თუ არ გვინდა მაინც მოვუსმინოთ!

3 ისინი მუსიკას აღიქვამენ როგორც ხელოვნებას და მოწონების შემთხვევაში უსმენენ და თუარ მოეწონათ მარტივად იტყვიან არ მომეწონა და აღარ მოვუსმენ

 

4 ჩვენ შეგვიძლია მართლმადიდებლობა დავიცვათ აგრესიით და ისეთი ჩვეულებრივი წიგნის გამო როგორიცაა “საიდუმლო სირობა” ქუჩებში გამოვიდეთ და ავტორს ვაგინოთ

4 ისინი ფიქრობენ რომ ლიტერატურა თავისუფალია უნდათ წაიკითხავენ არ უნდათ და არ წაიკითხავენ

91f910f5e6cc

5 ჩვენ იაპონიის კატაკლიზმები შეგვიძლია ღმერთის რისხვად ჩავთვალოთ და დავაბრალოთ იმას რომ იაპონიაში ქალწულების ინსტიტუტი არ არსებობს

5 ისინი მხოლოდ იზიარებენ იაპონელი ხალხის მწუხარებას

d403226d87d2

6 ჩვენ გვიყვარს ფრაზა “მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო” :)

6 ისინი აქ განსხვავდებიან იმით რომ მათ არ იციან მეზობლობა

7 ჩვენ ახალგაზრდები ვცდილობთ ვიაროთ ეკლესიაში და ვადიდოთ უფალი

7 ისინი მაკდონალდსში უფრო ბევრჯერ არიან ნამყოფი ვიდრე ეკლესიაში და არც კი ახსოვთ უფალი

a531b3cdd0b4

8 ჩვენ უმრავლესობამ ვიცით მეგობრის დაფასება და შეგვიძლია მეგობარს გვერდით ვედგათ ჭირშიც და ლხინშიც

8 ისინი მეგობრის ჭირს ნაკლებად იზიარებენ

2add5d404aaa

9 ჩვენ ვიცავთ ტრადიციებს, ჩვენ ვამაყობთ წინაპრებით მაგრამ მომავალი გვავიწყდება

9 ისინი იცავენ ტრადიციებს, ამაყობენ წინაპრებით მაგრამ მომავალზეც ზრუნავენ და ცხოვრობენ ახლით

10 ჩვენ გვყავს შეყვარებულები და სექსიც გვაქვს მასთან მაგრამ ამ ყველაფერს ტაბუ ადევს და ვერავინ ვერ უნდა გაიგოს

10 ისინი არიან შეყვარებულები და სექსიც აქვთ მაგრამ ეს ლოგიკურია თუ შეყვარებული ხარ სექსიც გექნებათ

c8a2e813cde8

მოკლედ სულ ეს იყო პირველი პოსტია რაც დავწერე და სუბიექტური ვიყავი და მხოლოდ საკუთარი შეხედულებები დავწერე რაც დავინახე ის ვთქვი დანარჩენი თავად განსაჯეთ!

მსგავსი ამბები

Back to top button