არქივი

პაკო დე ლუსია (ვირტუოზი გიტარისტი)

jzdug
ბიოგრაფია და ვიდეოები სრულიადში.
ფრანცისკო სანჩეს გომესი (პაკო დე ლუსია) დაიბადა 1947 წელს 21 დეკემბერს.კადიზის პროვინციაში ესპანეთში.მას ყავდა ოთხი ძმა რომლებიც ასევე მუსიკალურები იყვნენ.მათგან ანტონიო სანჩეზი გახდა ცნობილი გიტარისტი ხოლო პეპე დე ლუსია კი ცნობილი მომღერალი ფლამენკოს სტილში.ხოლო რეიმონ ალგესერიასი კი ასევე ცნობილი გიტარისტი.(ეს სხვადასხვა გვარები არ გეგონოთ ფსევდონიმებია).ბიჭების დედას ერქვა ლუიზა და ამიტომ პეპემ და პაკომ გადაწყვიტეს შეექმნათ ფსევდონიმი “დე ლუსია” რაც ლუიზასას ნიშნავს.მისი მამა მეტად მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა პაკოს სწავლასთან დაკავშირებით,იგი აიძულებდა პაკოს ბავშვობიდანვე ევარჯიშა გიტარაზე დაკვრაში დღეში მინიმუმ თორმეტი საათი რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.მამა პაკო სკოლიდანაც კი გამოიყვანა რათა გიტარისათვის უფრო მეტი დრო დაეთმო.პირველად პაკო თერთმეტი წლის იყო როდესაც საჯაროდ დაუკრა,ეს მოხდა რადიოში.ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან მოიგო შეჯიბრებაში სადაც ფლამენკოს სტილში დამკვრელები მონაწილეობდნენ.

(ალბათ მიხვდებით გიტარიანი პაკოა 11 წლის ასაკში :) მეტი უკეთესი სურათი არ იყო )

1964 წელს კი უკვე მან ჩაწერა სამი ალბომი ცნობილ მომღერალთან რიკარდო მოდრეგოსთან.1968-1977 წლებში იგი თანამშრომლობდა ცნობილ მომღერალთან ფლამენკოს სტილში კემერონ დე ლა ისლასთან, რომელთანაც 10 ალბომი ჩაწერა.
1979 წელს დე ლუსიამ ჯონ მაკგილანთან და ლარი კორელთან ერთად შექნმა ტრიო და ჩაატარა ევროპული ტურნე.

2007 წლის 23 მარტს მას კადიზის მუსიკალურმა ინივერსიტეტმა დოქტორის წოდება მიანიჭა.
n8dmb

იხილეთ ვიდეოები:

მსგავსი ამბები

Back to top button