კულტურა

ავტორების კონკურსი 2 (გამოვლინდა გამარჯვებული)

da7b2f3c3b32

ახალი ავტორების მოზიდვა და ძველების წახალისება ბლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაც დავაანონსე წინა კონკურსზე ავტორების დაჯილდოვების ამბავი : ))

რისთვის ვაძლევთ ხმას სასურველ ავტორს?
ავტორს ხმა ეძლევა არა თავისი ნიკის პოპულარულობის, ან პირადი სიმპატიის გულისთვის. ჩვენ ვაფასებთ მხოლოდ და მხოლოდ პოსტს. აქ ჩამოთვლილი იქნება შემოსული საკონკურსო პოსტები, რომელსაც გაეცნობით და შემდეგ, საუკეთესოს ავტორს მისცემთ გამოკითხვაში ხმას.

რას მიიღებს ავტორი გამარჯვების შემთხვევაში?

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge
მინდა აღვნიშნო, რომ სვუპს ახლა ძალიან კარგი აქცია აქვს, განსაკუთრებით ფოტომოყვარულებს გაუხარდებათ, რადგანაც პრიზი ფოტოაპარატი გახლავთ, აქციის პირობების გასაგებად დააკლიკეთ აქ.

დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი. ეს გახლავთ 20 ლარიანი ვაუჩერი coffee room–ში, (მის: ვაჟა-ფშაველას 19) გამოყენება ხდება ნებისმიერ პროდუქტზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვაუჩერს ვადა აქვს 1 თვე, ასე რომ ამ დროის მანძილზე ერთხელ შეძლებთ კარგ გარემოში დროის გატარებას : )

გამარჯვებულ ავტორს შეუძლია დააგემოვნოს უგემრიელესი ყავა ესპრესო, ასევე ნამცხვრები, კერძები, კოქტეილები და ყველაფერი რაც კი მენიუში შედის.

ახლა გადავიდეთ პოსტებზე და დღევანდელ კონკურსანტებზე:

1) პოსტი: ლინდბერგის საქმე

მისი ავტორი: Don Mindia

2) პოსტი: ვაჟიშვილობის ინდიკატორი

ავტორი: PigeonMan

3) პოსტი: Waverly-ის მთების სანატორიუმი – მოკლე და მტანჯველი გზა სიკვდილისაკენ

ავტორი: – N.B

4) პოსტი: უბედურების მომტანი ნახატები

ავტორი: CreaTive

ახლა კი ხმის მიცემაზე გადავიდეთ : ) მონიშნეთ ის, ვისი წარმოდგენილი პოსტიც საუკეთესოდ მოგეჩვენათ. პოსტების სანახავად ზემოთ მათ სახელებზე დააკლიკეთ. ხმათა რაოდენობა დაფარულია, შედეგებს იხილავთ მხოლოდ დღეს, ღამის 12 საათზე.


რამდენიმე პოსტი, მიუხედავად იმისა,რომ ეწერათ საკონკურსოაო,არ მოხვდა აქ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ან იმ პოსტებში გამოყენებული იყო მასალები ქართული საიტებიდან, ან წიგნიდან იყო გადმოწერილი. რაც კონკურსის წესებით აკრძალულია, შეგახსენებთ რომ უნდა წარმოადგინოთ ან უცხოური საიტებიდან მოძიებული ინფორმაცია, ან თავად დაწეროთ რაიმე. (ლიტერატურული ნაწარმოებები არ იგულისხმება). ასევე იყო ერთი პოსტიც, რომელიც არ გახლდათ გამართული ქართული ნაწერი, უამრავი შეცდომით პოსტს ვერ გამოვიტანთ კონკურსზე,ასე რომ შემდეგში გაითვალისწინეთ.

დანარჩენ ავტორებს არ დაგავიწყდეთ, თქვენც ჩაებით შემდეგ კონკურსში, მიაწერეთ პოსტს ბოლოში,რომ იგი საკონკურსოა და აუცილებლად მოხვდებით აქ.

შედეგები 18:00 საათისთვის ასე გამოიყურება, დაველოდოთ რა მოხდება ღამის 12 საათამდე : )))

fbeffc871ea2

შედეგები 22:00 საათისთვის

2d60bca8e96e

შესრულდა 24:00 საათი და გამოვლინდა გამარჯვებული : ) ეს გახლავთ – N.B, იგივე ნათია ბრეგაძე. გილოცავ ნათი და წარმატებები :* თუ როგორ გადანაწილდა ხმები,შეგიძლიათ იხილოთ ხმის მისაცემ დაფაზე. 

 

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button