არქივი

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

7cb33292ae65

ხალხის თხოვნით დავდე II ჯვაროსნული ლაშქრობა. ყველა სრულიადში…

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია), რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენუსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და , 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.

aa80dc6309cb

ევგენი III

144 წელს სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ხნის ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ. ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. ამის გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.

რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III. გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალების დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.

5d34d53c5a5c

ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღეისთვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.

რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფრანგმა რაინდებმა სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმა კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.

კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დამასკოსკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50000 კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც წყალი აღმოაჩნდათ.

17f40c8bddb8

შემოდგომაზე შეტევა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა, თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button