TECH & მეცნიერებაგართობა

Minecraft

minecraft 04
Minecraft (ქართ. მაღაროს ხელობა ან მაღაროს საქმიანობა) — კომპიუტერული თამაში, რომელშიც ყველაფერი აწყობილია ბლოკებისგან (კუბებისგან) და ამ ბლოკებზე ზემოქმედებს მოთამაშე. თამაში შეიძლება როგორც პირველ პირით ასევე მესამეთი. თამაშს არა აქვს მიზანი და წესები, მოთამაშეს შეეძლება შექმნას ისეთი სამყარო როგორიც მოუნდება, ბლოკების დადება-დამსხვრევით, აირჩიოთ თამაშის სასურველი სტრატეგია, ააშენოს ფერმა, მაღარო და ასე შემდეგ. თამაშს ასევე აქვს ქსელური (მრავალმომხმარებლიანი) რეჟიმი, სადაც შეიძლება სხვა მოთამაშეებთან ერთად თამაში (ასევე ხელმისაწვდომია LAN ქსელის თამაში), ოფიციალური საიტიდან (ან თუნდაც სხვა საიტიდან) გადმოწერილი პროგრამით შესაძლებელია საკუთარი სერვერის გაშვება. Minecraft შექმნა შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა, Mojang AB-ის დამფუძნებელმა, თუმცა ასევე აქტიურად იმუშავეს კომპანიის სხვა წევრებმაც (ამ მომენტისათვის მარკუს პერსონი აღარ მუშაობს ამ თამაშზე, თუმცა განახლებების გამოშვებას ხელმძღვანელობს კომპანიის წევრი Jens Bergensten-ი). თამაშმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან: IGN-9.0/10, Game informer-9.25/10, GameSpot-8.5/10. Minecraft-ი იყიდა 13 მილიონზე მეტ მოთამაშემ. 2012 წელს თამაში გამოვიდა Xbox 360-ზე გამოსულია Xbox Marketplace-ს ავატარის ნივთები. ამ თამაშში არის 56 ენა მათ შორის ქართულიც.

არსებობს ორი სათამაშო ვარიანტი (თამაშის ვერსია), ესენია: ჩვეულებრივი და კლასიკური, ჩვეულებრივი არის გაუმჯობრსებული კლასიკური ვარიანტი მაგრამ ჩვეულებრივი არის ფასიანი. აქ არის დამატებული შემოქმედებითი რეჟიმი, არის შეუზღუდავი რესურსები (ამ შემთხვევაში ბლოკები და ნივთები) და მოთამაშე არ კვდება (გამონაკლისი იმ შემთხვევაში თუ სიცარელეში ჩავარდება), თუმცა გადარჩენის რეჟიმი უფრო განვითარებულია. ჩვეულებრივი ვერსია ღირს 19.95 ევრო, თამაში არაა განთავსებული სტიმზე (Steam). კლასიკური რეჟიმის თამაში ხდება პირდაპირ ბრაუზერში, აქ სიკვდილი შეუძლებელია და კუბიკებიც შეზღუდული არაა. მობები (იხილეთ ქვემოთ) არაა, შეიარაღება (მაგალითად აბჯარი და ხმალი) არაა, მწინააღმდეგობა არაა (ბლოკი მომენტალურად ტყდება) და კიდევ ბევრი ფუნქცია არაა. თამაშს აქვს გრაფიკის ორი სახეობა: ლამაზი, და სწრაფი (სწრაფში გრაფიკა შედარებით ულამაზო ხდება, თუმცა კომპიუტერი ნაკლებად იტვირთება). თამაშისთვის დრო-და-დრო გამოდის განახლებები რომლებშიც ჩნდება ახალი ფუნქციები, მაგალითად 1.2.4 ვერსიიდან შემოვიდა განვითარებული ჩატის სისტება, ახალი ფიცრის და ქვიშაქვის ბლოკები და სხვა.
minecraft
გადარჩენა
გადარჩენის რეჟიმში, მოთამაშეს აქვს სიცოცხლე რომელიც ეცლება სხვადასხვა დაზიანებების დროს: დავარდნის, მონსტრების დარტყმის, მოწამლვის, ალის მოდების და სხვა დაზიანებების დროს, სიკვდილის დროს ყველა ნივთი იყრება სიკვდილის ადგილას, მოთამაშე კი ჩნდება თავდაპირველი გაჩენის ადგლიას (ან სახლში, თუ აქვს). ასევე მოთამაშეს აქვს შიმშილის “გრაფა” რომელიც დროთა განმავლობაში იცლება (სისწრაფე გააჩნია პერსონაჟის აქტიურობას), ის შეიძლება აღდგეს კვებით (თევზის, ვაშლის, ძროხის უმი/შემწვარი ხორცის და სხვა საკვების მიღებისას), შიმშილის გრაფის ამოწურვის შემთხვევაში მოთამაშეს დაეწევა სიცოცხლე მინიმუმამდე (თუმცა არ მოკვდება), როდესაც შიმშილის გრაფა სავსეა, სიცოცხლე სდგება. აბჯარს შეუძლია ზიანის შემცირება, იარაღები კი გამოიყენება სხვა პერსონაჟისთვის ზიანის მისაყენებლად. ასევე არის სუნთქვის განყოფილება, რომელიც ჩნდება წყალში ყოფნისას და ყვინთვის დროს ნელ-ნელა იკლებს, ამოწურვის შემთხვევაში პერსონაჟი დაიწყებს სიკვდილს. ნივთების შექმნა შეიძლება ხელობის საშუალებით
minecraft minion by 01minecraftfan d6wr3wv
შემოქმედებითში მოთამაშე არ იღებს ზიანს, არ არის შიმშილი, მოთამაშეს შეუძლია იფრინოს, მომენტალურად გატეხოს ბლოკი, და აიღოს ნებისმიერი ნივთი ინვენტორიდან (მას არ სჭირდება დამზადება, ის პირდაპირ ხელმისაწვდომია). ასევე აქ არის ნივთები, რომელიც არ იქმნება ხელობით, ანუ ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოქმედებით რეჟიმში, ამ ნივთებში შედის მობთა კვერცხები, რომლის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია გააჩინოს თითქმის ყველა სახეობის მობი, არ არის “სუნთქვა”. ონლაინ თამაშში, ოპერატორებისათვის (იგივე ადმინისტრატორებისათვის) ხელმისაწვდომია შემოქმედებით-გადარჩენითზე გადართვა.

Minecraft-ში ბლოკების (კუბების) გარდა არის ნივთებიც, ბლოკებისგან ნივთები იმით განსვხვავდება რომ მისი დადგმა შეუძლებელია (გადაგდება შესაძლებელია), თუმცა აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები, ნივთები არსებობს სხვადასხვანაირი ტიპის.

მატერიალები — ეს ნივთებია რომელიც ხელობისთვის (სხვა ნივთების და ბლოკების შექმნისთვის) იყენებენ.
საჭმელი — ნივთები, რომელიც გამიყენება შიმშილის მოსაშორებლად (თუ პერსონაჟს არ შია მას სიცოცხლე ურეგენირდება).
ინსტრუმენტები — ნივთები, რომლებიც გამიყენება გარემოსთან ზემოქმედებისთვის (მაგალითად წერაქვი მაღაროში სამუშაოდ).
ინფორმირებელი ნივთები — ეს არის ნივთები რომელიც მოთამაშეს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის (მაგალითად ნიშანი, საათი, რუკა, კომპასი).
იარაღი — განკუთვნილია აგრესიული მობებისგან თავის დასაცავად, ასევე საჭმლის მოსაპოვებლად, სანადიროთ (უმარტივესი გზა მობების დასამარცხებლად).
აბჯარი — ნივთები რომლებიც განიკუთვნება სიცოცხლის შესანარჩუებლად, ზიანის შესამცირებლად.
ტრანსპორტი — ნივთები, რომლებიც მოთამაშეს ეხმარება მსოფლიოში მოგზაურობაში, გადაადგილებაში.
დეკორაცია — ნივთები, რომლებსაც დეკორაციული ფუნქცია აქვთ, ალამაზებენ გარემოს.

Download Now Minecraft Snapshot 13w19b for New Textures Better Mechanics

ასევე Minecraft ს გააჩნია სხვადასხვა მოდები , ამ მოდების დაყენების შემდეგ თამაასში ემატება ნივთები ან იცვლება რაიმე
ასევეა Minecraft Texture Pack რაც ცვლი თამაშის სტილს და ბლოკების სტილის

L3f3c

ეს თამაში არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის, ამ თამაშს თამაშობენ ასევე ზრდასრული გეიმერებიც, ეს ერთ ერთი ძვირად ღიებული თამაშია დღეს დღეობით
იმედია მოგეწონებათ და ასევე გახალისდით ამ პოსტით , Minecraft ოფიციალური ვებ გვერდია www.Minecraft.net

თუ მოგეწონათ პოსტი არ დაიზაროთ , დაალაიქეთ , დააშეარეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი
ინფორმაცია ნაწილობრივ მოწოდებული იქნა ka.wikipedia.org დან . მადლობა ყურადღებისთვის .

Vangoga

მიყვარს სხვადასხვა უცნაური ინფორმაციები , მიყვარს ყურება GamePlay-ების , ჩემი ჰობია : დახატვა და კომპიუტერში ძრომიალი

მსგავსი ამბები

Back to top button