არქივი

ძველი მსოფლიოს საინტერესო ფაქტები

a771c90b4a82

იესო ქრისტეს შობის თარიღი
VI საუკუნეში ერთმა იტალიელმა სწავლულმა ბერმა დიონისე მცირემ გამოაცხადა რომ იესო ქრისტე იშვა 532 წელს და ამ თარიღიდან უნდა დაეწყოთ წელთაღრიცხვა.
დიონისე მცირემ შემთხვევით არ აიღო რიცხვი 532, რომელიც 28-ისა და 19-ის ნამრავლს წარმოადგენს. ყოველ 28 წელიწადში თვეებისა და კვირათა დღეები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, 1998 წელს 5 იანვარი იყო ორშაბათი, 20 თებერვალი-პარასკევი, 16 აპრილი-ხუთშაბათი და ა.შ ზუსტად 28 წლის შემდეგ , ე.ი 2026 წელს 5 იანვარი ისევ ორშაბათი იქნება, 20 თებერვალი-პარასკევი, 16 აპრილი-ხუთშაბათი და ა.შ. ამას მზის წრე ეწოდება. ყოველ 19 წელიწადში მთვარის ფაზები თვეების ერთსა და იმავე რიცხვებზე მოდის. დავუშვათ, 1998 წლის 8 იანვარს ცაზე ახალი მთვარე ამოვიდა, 7 დღე-ღამის შემდეგ, ე.ი 15 იანვარს მთვარემ სრული წრის ფორმე მიიღო, დასრულდა მისი ფაზა. ზუსტად 19 წლის შემდეგ, 2017 წელს, მთვარის ერთ-ერთი ფაზა ისევ 8 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დამთავრდება. ასევე დაემთხვევა მთვარის სხვა ფაზებიც. გაამრავლა რა დიონისე მცირემ 19 28-ზე მიიღო 532. ყოველ 532 წელიწადში თვეების, კვირეების და მთვარის ფაზები ზუსტად ერთსა და იმავე დღეებზე მოდის, ე.ი კვირის დღე და თვის რიცხვი ემთხვევა მთვარის ფაზას.
ამგვარი გადაწყვეტილება აადვილებს საეკლესიო დღესასწაულების გამოანგარიშებას, რადგან ზოგი მათგანი მზის წრის მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად შობა, ზოგი კი – მთვარის წრის მიხედვით, მაგალითად აღდგომა, ამიტომ შობა მუდმივია, აღდგომა კი მოძრავი.
ქრისტიანულმა ეკლესიამ დააკანონა დიონისე მცირეს მიერ შემოთავაზებული ქრისტეს შობის თარიღი და 532 წლიანი მოქცევა.

მითი ოსირისის სამსჯავროს შესახებ
,,დასავლეთის ქვეყნის” კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე ზის ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან მიჰყავს გარდაცვლილები. გარდაცვლილი ოსირისს უმტკიცებს რომ მას ხალხისთვის ბოროტება არ მოუტანია, არ მოუპარავს, არ მოუკლავს, არ უყაჩაღია, არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიუყნებია.
აღსარების შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავთ. სასწორის ერთ თეფშზე გარდაცვლილის გულს, მეორეზე კი ფრინველის ბუმბულს დებენ, თუ გარდაცვლილი ცრუობდა-ცოდვებით დამძიმებული გული თავისკენ გადაიხრება და ცოდვილი საშინელი ურჩხულის მსხვერპლი ხდება. თუ გარდაცვლილი არ ცრუობდა- სასწორი გაწონასწორდება და გარდაცვლილი ,,დასავლეთის ქვეყანასი” გადადის. იქ იგი უზრუნველყოფილია სასმელ-საჭმლით, ჩასაცმელ-დასახურავით და მხიარული ცხოვრებით.

ლეგენდა ჭადრაკის შესახებ
ძველ ინდოეთში ერთმა ბრძენმა 64-უჯრედიან დაფაზე სპილოს ძვლისაგან გაკეთებული ინდოეთის ჯარის ოთხი სახეობის შესატყვისი ფიგურების გადაადგილებით თამაშის მკაცრი წესები გამოიგონა. ეს თამაში იმავდროულად საომარ მოქმედებებსაც ასახავდა, უძველესი ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ ახალი თამაშით მოხიბლულმა მეფემ, ბრძენის დაჯილდოება გადაწყვიტა და ჰკითხა, თუ რას მოითხოვდა გამოგონების საფასურად. ბრძენმა მორიდებით სთხოვა, მისთვის პირველ უჯრედში-1, მეორეში-2, მესამეში-4, მეოთხეში-16 და ასე, ყველა მომდევნო უჯრედებში თავის თავზე გამრავლებულ რიცხვთა ჯამის რაოდენობის ხორბლის მარცვალი მიეცათ, მეფეს გაეცინა და ბრძანა-საფასური მეფის ბეღლიდან გაეცათ, ბრძანება ვერ შესრულდა, რადგან მიუხედავად იმისა რომ დაიცალა არამარტო მეფის, არამედ სახელმწიფო ბეღლებიც, ბრძენმა საფასური მაინც ვერ მიიღო.
ინდოელი ბრძენის მიერ გამოგონებულ თამაშს არაბებმა ,,შატრანდი” უწოდეს და მისი თამაშის წესები აზიისა და ევროპის ქვეყნებს გააცნეს, ასე გავრცელდა მსოფლიოში ცნობილი და ჩემი უსაყვარლესი თამაში-ჭადრაკი.

უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, ურო ძლიერ…
ძველ ოლიმპიაში გამართული უკანასკნელი თამაშებიდან გავიდა დიდი ხანი. XIX საუკუნეში სპორტზე უზომოდ შეყვარებულ ფრანგს, პიერ დე კუბერტენს აზრად მოუვიდა აეღორძინებინა ოლიმპიური თამაშები, მის იდეას მხარი დაუჭირეს და 1896 წელს საბერძნეთის ქალაქ ათენში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, როგორც საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება. იქედან მოყოლებული, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება ოლომპიური თამაშები.
საინტერესოა ის ფაქტიც რომ, ზევსი ძველი ბერძნული მითოლოგიით სპორტული შეჯიბრებების მფარველია, მისი ერთ-ერთი ატრიბუტია თასი.

ძველი გაძეთი
იულიუს კეისრის დროს, რომში გამოდიოდა თანამედროვე გაზეთების ყველაზე უძველესი წინამორბედები. ეს იყო ,,სენატის უწყებანი” და ,,რომაელი ხალხის ყოველდღიური უწყებანი”. ,,გაზეთი” წარმოადგენდა თაბაშირით დაფარულ დაფას. მასზე იწერებოდა სახელმწიფო მმართველობის საკითხები და დღის მნიშვნელოვანი ამბები, ეს ,,გაზეთები” გამოფენილი იყო და მათ ყველა ეცნობოდა. გადამწერები კი ამ დაფა-გაზეთებიდან მრავალ ასლს იღებდნენ და შემკვეთებს-,,ხელმოწერებს” უგზავნიდნენ.

 

მოკლედ, მეხუთე კლასში ისტორიის მასწავლებლის შეცვლამ, ჩემს ინტერესებს კიდევ ერთი, ძალზედ საინტერესო ძველი მსოფლიოს ისტორია დაამატა… გაუთავებლად ვკითხულობდი ეგვიპტელების, შუმერების, სპარსელების, ხეთების, ურარტუელების, ბაბილონელების და ა.შ  შესახებ სხვადასხვა წიგნებს და მასწავლებელი გვიყვებოდა უამრავ საინტერესო და იდუმალ ამბებს, ერთი სიტყვით, მთლიანად გადავვარდი ძველ მსოფლიოში და მთელი ზოგადი განათლებაც, მგონი, მაშინ დავაგროვე… რომ არა სკოლის გამოცვლა და ახალი, ყოვლად ,,სტანდარტული” მასწავლებელი, ვინ იცის ახლა ჟურნალისტიკის მაგივრად რომელ ფაკულტეტზე ვიქნებოდი…

P.S ესეც ასეეე, ახლა ცოტა დავიღალე, დანარჩენს შემდეგში შემოგთავაზებთ.:):):)

მსგავსი ამბები

Back to top button