არქივი

თვითაალება

0aeebfdfabaf
თვითაალების დროს ადამიანს ყველანაირი მიზეზისა თუ ზემოქმედების გარეშე სხეულზე ცეცხლი ეკიდება და რამდენიმე წუთში ნახშირდება. თვითაალება ამოუხსნელ მოვლენებში გადის და დღემდე მეცნიერების დავის საგანია.

თვითაალება ბევრ უძველეს წიგნშია ნახსენები, მათ შორის ბიბლიაშიც. მაშინ თვითაალებას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ. მკაფიოდ პირველად ფრანგმა ჯონას დუპონტმა აღწერა 1673 წელს. მის ჩანაწერებში ნახსენებია ვინმე ნიკოლ მილეტი, რომელსაც ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი ცოლის მკვლელობის რეალური მიზეზი თვითაალება იყო. ის ყოველთვის ბევრს სვამდა და ერთხელაც დამწვარი იპოვეს იმ დონეზე, რომ უვნებლად მხოლოდ თავის ქალა და თითების ძვლები იყო შემონახული. ჩალის ჭილოფი კი, რაზეც იწვა, უმნიშვნელოდ იყო დაზიანებული.

მსგავსი შემთხვევები მრავლად განმეორდა მე-18-19-20 საუკუნეებში. ბოლო 300 წლის განმავლობაში თვითაალების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და ცოცხლად გადარჩენა მხოლოდ ორმა მოახერხა. შესაბამისად უმეტეს შემთხვევებში გამოკვლევა ვერ ტარდებოდა და მიზეზი ჯერაც უცნობია.

დღესდღეობით თვითაალების მიზეზად რამდენიმე ვერსიაა დასახელებული:
1. ჩვეულებრივი გარეგანი ფაქტორები, მაგალითად ანთებული სიგარეტი.
2. მოჩვენებები ან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები, თუმცა რას გვერჩიან, უცნობია.
3. ადამიანის სხეული – ადამიანის ორგანიზმი შეიცავს აირებს, მაგალითად მეთანს, რომელიც დიდი რაოდენობითაა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ელექტრული განმუხტვის დროს კი მეთანი საწვავის როლს ასრულებს და ადამიანი შიგნიდან იწვის, ამიტომაც არ ვნებს სხვა საგნებს.
4. სფერული ელვა.
5. ალკოჰოლი – თვითაალების ბევრი მსხვერპლი ლოთი იყო. თუმცა ეს ვერსია უარყვეს, რადგან ამ შემთხვევაში ალკოჰოლის კონცენტრაცია 23% მაინც უნდა იყოს. იმ დროს როცა ალკოჰოლით მოწამვლისას ეს მაჩვენებელი 1%-ია.
6. ქიმიური ნაერთების რეაქციაში შესვლა, რაც არასწორი კვების შედეგია.
7. პოლიციის ოფიცერი ჯონ ჰეიმერი წიგნში “The Entrancing Flame” ვარაუდობს, რომ თვითაალების მიზეზი პსიქოსომატურ პრობლემებში უნდა ვეძებოთ, რადგან თვითაალების მსხვერპლთა უმეტესობას აღწერენ როგორც კარჩაკეტილ, მარტოსულ, დეპრესიულ ადამიანებს. მისი აზრით, ემოციური აღელვების ფონზე სისხლში არსებული აზოტი იწვევს მიტოქონდრიულ აფეთქებებს. მისი ვარაუდი გააკრიტიკეს ბიოლოგებმა და განაცხადეს რომ აზოტი აფეთქებებს ვერ წარმოშობს და ვერც საწვავად იქნება გამოყენებული იმ დონეზე, რომ ადამიანის სხეული დაანახშიროს.

თვითაალებისას სხეული ყოველთვის იმაზე ძლიერ იწვება, ვიდრე უბრალოდ ცეცხლის მოკიდებისას. ხშირად ძვლებიც კი ნახშირდება და იშლება. მხოლოდ რამდენიმე ნაწილი რჩება ხოლმე უვნებელი, მაგალითად ტერფები, ხელიგულები, ზოგჯერ თავიც. ხშირად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ადამიანი საწოლში აალდა და საბანზე დამწვრობის არანაირი კვალი არ ყოფილა, იმის მიუხედავად რომ კანის დაწვას მინიმუმ 300 გრადუსი სჭირდება, სხულისას – 1500-ზე მეტი.

თვითაალების ყველა შემთხვევა ხდება შენობაში. მსხვერპლნი ყოველთვის მარტოსული ან ცალკე მცხოვრები პიროვნებები არიან. მათი მეზობლები ყოველთვის ამბობენ, რომ არ გაუგონიათ რაიმე ყვირილი ან კვნესა, რაც წესით თვითაალებას უნდა ახლდეს თან დამწვრობით გამოწვეული ტკივილის გამო. თვითაალებას გადარჩენილები: დები კლარკი და სუზან მოთსჰედი აღწერენ, რომ ისინი ამ დროს ტკივილს არ გრძნობდნენ და მათი სხეული ლურჯად ანათებდა. თუმცა წყალთან შეხებისას თვითაალება შეწყდა.

მსგავსი ამბები

Back to top button