არქივი

მიწისძვრისგან თავდაცვა

a6b307739120
სამყაროში ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმატა. როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის და სხვა სტიქიური უბედურებების დროს? თქვენს კითხვებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე პასუხობს.

ხშირი შეკითხვები:

მართალია თუ არა რომ მიწისძვრის დროს, თუკი საყრდენი კედლის ქვეშ დადგები, უფრო მეტად დაცული იქნები?

დიახ მართალია, კარგი იქნება თუ წინასწარ განვსაზღვრავთ შენობაში ხელსაყრელ ადგილს, სადაც შეიძლება ბიძგების შეწყვეტამდე დაცდა, მაგ: კაპიტალური შიდა კედლის ღიობები, კუთხეები ასევე საყრდენი კედლები, მაგიდა, კარადა და ა.შ.

მკითხველი გიორგი: მიწისძვრის დროს რამდენად უსაფრთხოა ეზოში ყოფნა?
ეზოში ყოფნის დროს თავი არ უნდა შევაფაროთ ხეებს, არ გაჩერდეთ შენობის ახლოს, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, ხიდებზე და მათ ქვეშ.

მკითხველი ნათია: სეისმურად აქტიურ ზონებში, ბავშვებს სკოლებში უტარდებათ ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის დროს. საქართველოში თუ აპირებთ ამ პრაქტიკის შემოღებას და თქვენ თუ იქნებით ჩართული ამ პროცესში?

პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება #415 ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის, საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ” ითვალისწინებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რათა ნებისმიერ ორგანიზაციაში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ჩამოყალიბდეს საგანგებო ვითარების პირობებში მოქმედი ოპერატიული შტაბი, რასაც ჩვენი სამსახური ბრძანების შესაბამისად ახორციელებს.

მიწისძვრის დროს რამდენად სახიფათოა ქუჩაში ელექტროსადენებთან ახლოს ყოფნა, რომლებიც შეიძლება დაწყდეს?
ელექტროსადენებთან ახლოს ყოფნა სახიფათო და დაუშვებელია.

მიწისძვრის დროს ზოგი მაშინვე გარეთ გარბის. პირველ ყოვლისა, რა უნდა მოვიმოქმედოთ?
პირველ ყოვლისა, ბიძგის შეგრძნებისთანავე სასწრაფოდ უნდა დატოვოთ შენობა თუ იმყოფებით I სართულზე. ლიფტით სარგებლობა სახიფათოა, შენობა 15-20 წმ-ის განმავლობაში უნდა დატოვოთ, ხოლო ზედა სართულების შემთხვევაში, უნდა დავრჩეთ ადგილზე.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მიწისძვრის დროს სახლში ხანძარი არ გაჩნდეს?
მიწისძვრის დროს სახლში ხანძარი რომ არ გაჩნდეს, დაცული უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესები. მაგ: სახლში არ უნდა ინახებოდეს ცეცხლსაშიში, ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები.

თუკი ადამიანი ნანგრევებში მოყვება, არის რაიმე საშუალება, რითაც მას შეუძლია თავისი მდგომარეობა შეიმსუბუქოს? ან თუ არის რაიმე ხერხი, რომლის საშუალებითაც ის მაშველებს თავისი ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინებს?

თუ აღმოჩნდებით ნანგრევებში, ან გარე სამყაროსგან იზოლირებულ სათავსოში, არ შეშინდეთ, ეცადეთ გაარკვიოთ სად იმყოფებით, ხომ არ არის ახლოს გასასვლელი, დაუგდე ყური, იხმაურე, გახსოვდეს, რომ ცეცხლის ანთება არ შეიძლება, ამასთან მნიშველოვანია, იცოდეთ რომ მილების, ბატარეების და კედლის მეშვეობით შესაძლებელია სიგნალების გადაცემა. გახსოვდეთ, რომ ენერგია უსარგებლოდ არ უნდა დახარჯოთ.

რა ტიპის სამუშაოებს ასრულებს საგანგებო სიტუაციების სამსახური?
საგანგებო სიტუაციების სამსახური ასრულებს ყველა სახის სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამუშაოებს ასევე სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებს.

მართალია თუ არა, რომ შინაური ცხოველები (თევზები და ძაღლები) მიწისძვრას წინასწარ გრძნობენ და უჩვეულოდ იქცევიან?
დიახ, მართალია.

თუ არსებობს საგანმანათლებლო ბროშურები, როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს და თუ აპირებთ სკოლებში რაიმე სახით შეიტანოთ ასეთი ინფორმაცია?

დიახ, ასეთი ბროშურები არსებობს და მიმდინარეობს საგანმანათლებლო სისტემისთვის ინფორმაციის მიწოდება.

გვიშველის თუ არა მიწისძვრის დროს მაგიდის ქვეშ შეძრომა, ან ცეცხლგამძლე სეიფში ჩაკეტვა?

გვიშველის.

მართალია თუ არა, რომ ხიმინჯებზე მდგარი სახლი უფრო მყარია მიწისძვრის მიმართ?

დიახ, მართალია.

რამდენი ხნის შემდეგ წყდება ნანგრევებში ხალხის ძებნა?

ძებნის პროცესი არის უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციების დასრულებამდე.

წყარო http://www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button