გასართობისასარგებლო

Facebook-ის 3 ნაკლებად ცნობილი ფუნქცია..

null

უკვე აღარ არის საჭირო იმ ავლა დიდების და ისედაც ცნობილი ფაქტების ჩამოთვლა რასაც Facebook-მა მიაღწია. ფაქტობრივად ინტერნეტ ცხოვრება ამ ქსელმა დაიპყრო და კიდევ დიდხანს არ აპირებს მისი გავრცელების შეჩერებას…

ამ პოსტში წარმოგიდგენთ, 3 ნაკლებად ცნობილ/გამოყენებად ფუნქციას რაც Facebook-ს გააჩნია.

1. ხალხის დაTagვა სტატუსებში..

თუ ტვიტერს კარგად იცნობთ “ელაის წიგნში” ამის გამოყენება არ გაგიჭირდებათ. თქვენ უბრალოდ წერთ “ეთ” (იგივე ძაღლუკა, ცნობილი როგორც “საბაჩკა”) @ სიმბოლოს და მის შემდეგ თქვენი მეგობრის სახელს რომელიც გინდათ დასთაგოთ (ძალიან ნუ გაიმეტებთ). Facebook-ი არამარტო და”ს”თაგავს თქვენს მეგობარს არამედ დალინკავს კიდევაც მას და მის პროფილს (მთავარია არ დააფორმატოს).  ამის შემდეგ ვინც ნახავს თქვენს სტატუსს ასევე ნახავს დათაგულ/დალინკულ/ათას ომ გამოვლილ მეგობრის სახელსაც რომელზე დაჭერითაც მისი პროფილის გახსნა იქნება შესაძლებელი…

2. ხალხის დაბლოკვა ჩატში

პირველად ეს ფუნქცია არ ჰქონდა ჩატს. თუმცა საბედნიეროდ დაემატა და შეგიძლიათ უმალვე მიბლოკოთ ის ადამიანები რომლებიც რბილად რომ ვთქვათ ტვინს გივარჯიშებენ თქვენი ონლაინზე აღმოჩენის შემთხვევაში. იმისათვის რომ დაბლოკოთ პერსონა/პერსონები ჩატში, უნდა მოახდინოთ მათი თავმოყრა ერთ ჯგუფში. ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ თუკი რომელიმე მათგანი სხვა ჯგუფშიც გყავთ შეყვანილი და ეს ჯგუფი დაბლოკილი არ არის ჩატში, თქვენი ტვინის ტრენერ მეგობართან კვლავ გამოჩნდებით ონლაინზე და ისიც დიდი სიამოვნებით განაგრძობს თავის საქმიანობას..ლისტების შესაქმნელად დააჭირეთ აქ.

ლისტის დასაბლოკად შედით ჩატში და [Friends List]-ში მონიშნეთ რომელი ლისტი გამოჩნდეს, შემდეგ შიგნით ჩატშივე სასურველი ლისტისთვის ცვლით თქვენს ონლაინ სტატუსს.


3. შექმენი “top მეგობრების” სია აპლიკაციის გარეშე

MySpace-ის მსგავსად ეს ფუნქცია აქაც დაგეხმარებათ აჩვენოთ ხალხს თქვენი საუკეთესო მეგობრები. საიტის ახალ დიზაინთან ერთად Facebook-მა ეს ფუნქციაც წარუდგინა ხალხს. იმისათვის რომ გამოყოთ თქვენი საუკეთესო მეგობრები, მარცხენა კუთხეში თქვენს მეგობრების სიაზე აჭერთ “edit” ღილაკს და შეგყავთ სასურველი მეგობრების სახელები რომლებიც გინდათ რომ მუდმივად მონიშნულები იყვნენ თქვენს ლისტში.

 

დღეისათვის სულ ეს არის.. კიდევ რაიმე ორიგინალური ფუნქციის შესახებ თუ გსმენიათ შეგიძლიათ კომენტარებში გაგვანდოთ.

წყარო:  pcmania.ge

თეგები

Giga_Asla

დავიბადე 1997 წლის 10 იანვარს. ვცხოვრობ თბილისში, საბურთალოზე, შარტავას 42-ში. ვსწავლობ 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა "კომაროვში". ჩემი ჰობია ფეხბურთი.

მსგავსი ამბები

Close
Close