ვიდეოებისაკითხავი

Sensation

Sensation– ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. ორგანიზატორი კომპანია ID&T. 2005 წლამდე ტარდებოდა მხოლოდ ნიდერლანდებში, ამ დროისთვის კი უკვე სხვა ქვენებშიც: პოლონეთი, ესპანეთი, ჩილე, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, რუსეთი , უკრაინა, დანია, ლიტვა, პორტუგალია, ბრაზილია.

2000 და 2001 წელს ტარდებოდა , როგორც ერთი ფესტივალი, შემდეგ კი დაიყო ორად, Sensation White და Sensation Black .
Sensation White –მა ძირითადად აქცენტი გააკეთა ჰაუსზე და ტრანსზე, ხოლო Sensation Black–ი უფრო მძიმე მიმდინარეობას მიჰყვა hardstyle და hardcore . ყოველ წლიურად გამოდის Sensation White და Sensation Black–ის ორ–ორი დისკი და ასევე 2 სინგლი ე.წ ჰიმნები.

Sensation White

პირველად ჩატარდა ამსტერდამში 2000 წელს ამსტერდამ არენაზე, მას 20 ათასი ადამიანი დაესწრო , მომდევნო წელს გამოჩნდა ისეთი sensation white , როგორსაც ჩვენ მას ახლა ვიცნობთ, დუნკან სტატერჰეიმმა sensation whites დირექტორმა ხალხს სთხოვა, რომ ისინი მოსულიყვნენ თეთრ ტანისამოსში, რათა ავტოკატასტროფაში დაღუპული ძმისთვის მაილსისთვის,მიეგოთ პატივი, რომელიც გახლდათ ID&T –ს ერთერთი დამფუძნებელი.
პირველი ფესტივალის შემდეგ დამსწრეთა რაოდენობა გაორმაგდა , ხალხს მოეწონა თეთრი დრეს კოდი და ორგანიზატორებმაც გადაწყვიტეს ძალაში დაეტოვებინათ თეთრი სამოსი.

მსოფლიოს უძლიერესი dj–ები იღებენ მონაწილეობას ამ 8 საათიან შოუში, სადაც შეიძლება ნახოთ გასაოცარი თეატრალური წარმოდგენები, აკრობატები, ულტრათანამედროვე განათება , ლაზერული შოუ და ა.შ. ყოველ წელს ამ შოუს აქვს სხვადასხვა თემატიკა , მაგალითად ,,კოსმოსი’’, ,,ედემის ბაღი’’, ,, თეთრი ოკეანე“ და ა.შ.

Sensation black

sensation white–ის ჩატარებიდან ერთ კვირაში , ტარდება Sensation black , აქ უკვე შავი დრეს კოდია და მუსიკაც განსხვავებული, ძირითადად უკრავენ hardtrans, hardcore,hardstyle და ა.შ.
ამ ფესტივალზე უფრო კრიტიკული და მომთხოვნი ხალხი იკრიბება , თუ მათ არ მოეწონათ მუსიკოსის შემოქმედება , აუცილებლად მიახვედრებენ . 2006 წელს მოხდა ასეთი შემთხვევა dj rob gee-ს გამოსვლის დროს, პუბლიკას არ მოეწონა მისი შემოქმედება და მთელი არენა უსტვენდა , შემდეგ სცენაზე მამაკაცი ავარდა და მას დაარტყა, dj სცენაზე სცემეს და შემდეგ გაიყვანეს ( P.S , თქვენ თვითონ შეაფასეთ )


ამ გასაოცარი ფესტივალის სლოგანია – ,, იყავი ღამის ნაწილი, გამოეწყვე თეთრებში ”

P.S ეს კი ჩემი უსაყვარლესი megamix-ი 2008 წლის sensation-დან.

track list: 01. Sensation Rulez The Nation – Daft Josh 02. Speed Up – Funkerman 03. Disco Volante – Ida Engberg 04. Rise – Soul Providers 05. Get Down – Paul Johnson 06. Your Mind Is Twisted – Greg Roog Jeroenski 07. 3 Minutes – Fedde Le Grand 08. Thriller – STFU 09. Ambulance – Robert Armani 10. I Feel For You – Bob Sinclar 11. Be – Sebastian Ingrosso 12. Show Me Love – Robin S 13. The Girl You Lost To Cocaine – SIA 14. Hit Girl – Sebastien Leger

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close