საკითხავისასარგებლო

პლაგიატები

www.ucnauri.com

გამომდინარე იქიდან , რომ ეს დღეს აქტუალური თემაა გადავწყვიტე პლაგიატობასთან და პლაგიატებთან დაკავშირებით პოსტი გამეკეთებინა. ყველანი გაგრძელებაში

ინტელექტუალური საკუთრება მთელ მსოფლიოშია დაცული. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრებით დაცვადია ის ობიექტები, რომლებიც წარმოიშობა ნაწარმოების შექმნასთან, გამოგონებასთან, დიზაინთან, სასაქონლო ნიშანთან და ა.შ. დაკავშირებიით.
პლაგიატობა თუ უბრალო დამთხვევაა როდესაც შედიხარ რომელიმე ქართულ საიტზე და კითხულობ შენს მიერ დაწერილ პოსტს? რათმქუნდა მაშინვე უკავშირდები ადმინისტრაციას ან სულაც ავტორს და ცდილობ გაარკვიო საიდან აქვს პოსტი, რატომ არ აწერია წყარო და საერთოდ რატომ არ გკითხეს როდესაც დაუკითხავად იღებდნენ პოსტს. ყოველივე ამას მოჰყვება შედეგად ის, რომ ან ადმინისტრაცია გიმტკიცებს რომ არანაირი უფლებები არ გაქვს პოსტზე, ან ავტორი გეუბნება, რომ აღარ განმეორდება , მაგრამ რატომღაც შემდეგ ისევ მეორდება ეს. ისევე როგორც მე, ალბათ ყველას გქონიათ ასეთი შემთხვევები და ნერვებიც მოგშლიათ.
„პლაგიატი – პიროვნებაა, რომელიც ნებით თუ უნებლიედ, სხვის იდეებს საკუთარ იდეებად ასაღებს,“ – ასე განმარტავს პლაგიატობას, ერთ-ერთი ენციკლოპედიური ლექსიკონი.

დააახლოებით ამ შინაარსის პოსტები უკვე იდო საიტზე
1.
2.
, ამიტომ პოსტში ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია კანონებზე და მათ მოქმედებაზე.

ვიდეო 1

«პლაგიატი – ნებით თუ უნებლიედ, სხვისი იდეების საკუთარ იდეებად გამსაღებელია. ეს „იდეები“ შეიძლება იყოს ნაბეჭდი ან სიტყვიერი მასალა, დაწყებული მარტივი

პლაგიატობა მხოლოდ სხვისი ნაწარმოების მითვისება არ არის, არამედ უნებართვოდ გამოყენებასაც ნიშნავს და კანონით ისჯება.კანონის თანახმად საავტორო უფლების ობიექტები შეიძლება იყოს:
საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.
საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

ვიდეო 2

არსებობს უვადო საავტორო უფლებებიც:
ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.
საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

საქართველოს კანონი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო (03.06.2005 N 1585)

ეს კანონი არეგულირებს:

ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);

ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);

გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები.

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება:

ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე; (03.06.2005 N 1585)

ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე; (03.06.2005 N 1585)

გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იმ მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია და გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა ანალოგიური საშუალების გამოყენებით; (03.06.2005 N 1585)

ე) არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა;

ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო

უფლება

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:

ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;

ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);

გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.

მუხლი 31. საავტორო უფლების წარმოშობა და მისი მოქმედების

ხანგრძლივობა

1. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

ასე , რომ პლაგიატებო ჩემი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ შეგიძლიათ პოსტი თავისუფლად დააკოპიროთ.
მეტის მოპოვება ამ დროისთვის ვერ შევძელი, მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ ის აქტუალური პრობლემაა მითუმეტეს უცნაურის ბლოგერთათვის იმედია დაგაინტერესებთ :)

წყარო: ვიკიპედია

პ.ს. ახლა არ მითხრათ ეგ სურათი რა შუაშიაო პოსტთანო :D სხვა ვერაფერი ვნახე და იმ შუაშია :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close