საკითხავისასარგებლოსურათები

გადაშენებული ცხოველები

ამ პოსტში მე მინდა გესაუბროთ რამოდენიმე გადაშენებულ ცხოველზე

ამ პოსტში მე მინდა გესაუბროთ რამოდენიმე გადაშენებულ ცხოველზე

ჯერჯერობით შემოგთავაზებთ მხოლოდ 3 ცხოველს: ხმალკბილა ვეფხვს მამონტს და დოდოს

ჯერ ხმალკბილა ვეფხვით დავიწყოთ

იგივე მაქაიროდი

მაქაიროდი (Machairodus), (ბერძნ. machaira — მოკლე, მოხრილი ხმალი და odus — კბილი) ხმალკბილა ვეფხვი ნამარხი ცხოველების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო, ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, დაკბილუსი საჭრელი კიდეებით. ქალას სახის ნაწილი წაგრძელებული იყო, კიდურები შედარებით მოკლე და მასიური ჰქონდა. ნადირობდა დიდ ბალახისმჭამელ ცხოველებზე. ცნობილია ზედამიოცენურ-ზედაპლიოცენური ნალექებიდან. გავრცელებული იყო ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკაში. ყოფილ სსრკ-ში ნაპოვნია რამდენიმე სახეობა.

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
ქვეოჯახი: Machairodontinae
გვარი: მაქაიროდი

სახეობები:
Machairodus africanus
Machairodus aphanistus
Machairodus giganteus
Machairodus oradensis
Machairodus colorandensis
Machairodus transvaalensis
Machairodus alberdiae
Machairodus copei
Machairodus laskarevi
Machairodus irtyschensis
Machairodus kurteni
Machairodus fires
Machairodus ischimicus
Machairodus schlosseri
Machairodus palanderi
Machairodus palmidens
Machairodus inexpectatus
Machairodus giganteus

ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius), ამომწყდარი ძუძუმწოვარი ცხოველი სპილოსებრთა ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე სპილოს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი ეშვების მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან.

იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტიქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. ციმბირსა და ალასკაზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე ბერიოზოვკის პირას ნაპოვნი ეგზემპლიარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქ. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხორთუმიანები
ოჯახი: სპილოსებრნი
გვარი: მამონტები
სახეობა: ბეწვიანი მამონტი

დოდო არის გადაშენებული მფრინველი. მის შესახებ პირველი ინფორმაცია 1681 წლიდან მოგვეპოვება. როგორც ირკვევა, ნფრუბვეკუს სამშობლო ინდოეთის ოკეანეში – მავრიკის კუნძულები იყო ზრდასრული დოდო 20-25 კგ იწონიდა მისი სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა მას ჰქონდა მასიური ნისკარდი და დიდი თვალები დოდოს მძიმე ფრთები ჰქონდა და მისიმკერდით თუ ვიმსჯელებთ მას ფრენა არ შეეძლო რადგანაცმას ქონდა მკერდის ძვალი სუსტი და მის წონას ფრენის დროს ვერ გაუძლებდა ამის მიუხედავად მეცნიერები ფიქრობენ რომ დოდო წარმოიშვა ისეთი მფრინველისგან რომელსაც ფრენა შეეძლო. მეცნიერების ვარაუდით დოდო ისეთ ადგილას დასახლდა სადაც არ იყო მტერი და ადვილად მოიპოვებოდა საკვები ამის გამო ისინი არ იწუხებდნენ თავს ფრენისთვის რის შედეგადაც დოდოებმა ფრენის უნარი დაკარგეს. დოდო სახელი წარმოიშვა დოუდოსგან რაც ესპანურად სულელს ნიშნავს.დოდო გადაშენდე იმის შემდეგ რაც მეკობრეებმა კუნძულზე კატები და სხვა შინაური ცხოველები შემოუშვეს ასევე დოდოები ტვითონ ადამიანებმაც შეჭამეს მას გემრიელი ხორცი ჰქონია.ასევე რის გამოც ის გადაშენდა ეს იყო მხოლოდ ერთი კვერცხის დება.

თუ მოგეწონებათ ( იმედია ) მეორე ნაწილს დავდებ გადაშენებულ ცხოველებზე

პოსტი საკონკურსოა

პ.ს არ დაიწყოთ დოდოზე სისულელეები ქალის სახელიაო და რაღაც…

წყარო: ბიოლოგიის წიგნი და ვიკიპედია დამხმარედ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close