ზოდიაქო


ზოდიაქო ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12 თანავარსკვლავედია (ვერძი, კურო, მარჩბივი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები). ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.

ზოდიაქოს თანავარსკვლავედები განცალკევებულ ჯგუფად გამოყვეს და მათთვის სპეციალური ნიშნები შემოიღეს ჯერ კიდევ ძვ. ბერძნებმა (ასტრონომიული ნიშნები). სათანადო თანავარსკვლავედის ნიშნები აქვს აგრეთვე მათში მდებარე ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს (ვერძი და სასწორი, შესაბამისად, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა, ხოლო კირჩხიბი და თხის რქა – ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის წერტილებს). ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა პრეცესიის გამო აღნიშნული წერტილები ამჟამად სხვა თანავარსკვლავედებშია. ძველთაგანვე შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკების სახელწოდებანიც: კირჩხიბის ტროპიკი და თხის რქის ტროპიკი. საქართველოს ტერიტორიიდან ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედი ჩანს.

თანავარსკვლავედები, ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიის კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.

თანავარსკვლავედებად ცის დაყოფას სამეცნიერო მნიშვნელობა არა აქვს, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.

ვერძიკურომარჩბივიკირჩხიბილომიქალწულისასწორიღრიანკალიმშვილდოსანითხის რქამერწყულითევზები


ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი
1 ძირითადი ნიშანი
ზოდიაქოს 1 ნიშანი
ცეცხლის 1 ნიშანი
მმართველი პლანეტა მარსი.


მშვილდოსანი
22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ცეცლის 3 ნიშანი.
3 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – იუპიტერი.


ღრიანკალი
24 ოქტმობერი – 21 ნოემბერი
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
ზოდიაქოს 7 ნიშანი.
3–მე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.

ქალწული
23 აგვისტო – 23 სექტემბერი
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
2 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა: მერკური

მარჩბივი
21 მაისი – 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი.
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მერკური.

კირჩხიბი
21 ივნისი – 22 ივლისი
ზოდიაქოს 4 ნიშანი.
წყლის 1 ნიშანი.
მეორე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მთვარე.

ლომი
23 ივლისი – 22 აგვისტო
ზოდიაქოს 2 ნიშანი
ცეცხლის 2 ნიშანი
მმართველი პლანეტა: მზე


მერწყული
20 იანვარი – 18 თებერვალი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი.


თხის რქა
22 დეკემბერი – 19 იანვარი
ზოდიაქოს   10 ნიშანი
მიწის 3 ნიშანი
მმართველი პლანეტა: სატურნი.


კურო
21 აპრილი – 20 მაისი.
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
მიწის 1 ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.

კირჩხიბი – “ცოლად გამომყვები?.. უშენოდ მოვკვდები!.. ”

ლომი – “წარმოიდგინე როგორ გაგიმართლა მე რომ შემიყვარდი ”

ქალწული – “მეზიზღება სიყვარულის ახსნები, შენით ვერ უნდა მიხვდე ამას?! ”

სასწორი – “მიყვარხარ… არ მიყვარხარ… მიყვარხარ… არ მიყვარხარ… ჰა ეხლა, გადამაწყვეტინე მიყვარხარ თუ არა… ”

მორიელი – “ჩემი ხარ!.. აბა გაბედე და სხვისკენ თვალი გააპარე, დეზდემონასავით მიგახრჩობ! ”

მშვილდოსანი – “შენ მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი ხარ!” (არადა მერამდენეს ეუბნება ვინ იცის)

თხის რქა – “მინდა იცოდე რომ მომწონხარ და თუ შენც მაშინ შეგვიძლია ერთად ვიყოთ… ”

მერწყული – “რა ბანალურია სიყვარულის ახსნები, მოდი ევროპულად ვიცხოვროთ ”

თევზები – “მე ხომ ბედი არ მაქვს, აი შემიყვარდი, მაგრამ ვიცი რომ შენ მიმატოვე

ეს ისე :დ :)))))


ავტორი: ანა მელიქიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC